საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლებმა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიებში 39 საჩივარი, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკოში) 12 საჩივარი, ხოლო საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში 10 სარჩელი წარადგინეს. საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი 39 საჩივრიდან ორგანიზაცია:
2010-06-18 07:05 სრულად ნახვა2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინაპერიოდში, არჩევნების დღეს და მის შემდეგ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" საარჩევნო ადმინისტრაციასა და სასამართლოებში 154 საჩივარი და განცხადება წარადგინეს. მათგან სრულად დაკმაყოფილდა 27, ნაწილობრივ - 12, ადგილზევე აღმოიფხვრა 7 და არ დაკმაყოფილდა 108.
2010-06-17 06:57 სრულად ნახვა"თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი" 2010 წლის 13 აპრილს შეიქმნა. მისი მიზანი, ხელისუფლების განცხადებით, სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაციის გაზრდის გზით, 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარების ხელშეწყობა იყო. უწყებათაშორის ჯგუფს ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვა მხარეებთან აქტიური და კონსტრუქციული თანამშრომლობაც დაევალა.საარჩევნო უწყებათაშორისი ჯგუფი პირველად 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინ შეიქმნა. მან მუშაობა 2008 წლის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების პერიოდშიც გააგრძელა.
2010-06-15 12:35 სრულად ნახვაამ დოკუმენტში მოცემულია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ კომენტარები „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის“ (შემდგომ - „უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი“) მიერ 25 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშზე, რომელიც აღნიშნული ორგანიზაციების მიერ განხორციელებული წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებს და მათზე რეაგირებას ეხება.
2010-06-14 12:50 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღის და ხმის დათვლის პროცედურების პირველადი შეფასება შემოიფარგლება თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საარჩევნო ოლქებით, სადაც საიას დამკვირვებელები უშუალოდ ახორციელებდნენ ხმის მიცემის, ხმის დათვლის და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი პროცედურების დაკვირვებას 200 საარჩევნო უბანზე. გარდა ამისა, საიას 30-მა მობილურმა ჯგუფმა თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საარჩევნო უბნების ნახევარზე მეტი დაფარა.კონტროლი ამომრჩეველთა ნების გამოვლენაზე რამდენიმე გამონაკლისის გარდა, 30 მაისს ხმის მიცემა ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა, ამომრჩეველთა ნების გამოვლენაზე მმართველი პარტიის აქტივისტების მიერ განხორციელებულმა კონტროლმა მნიშვნელოვნად დაჩრდილა ის დადებითი ტენდენციები, რაც მოცემულ არჩევნებს 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისგან განასხვავებდა.
2010-05-31 12:00 სრულად ნახვაბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის მე-3 უბანზე ფიზიკურად გაუსწორდნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელს, რომელმაც საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ ამოსული ზედმეტი ბიულეტენების გამო საარჩევნო უბნის ბათილობის მოთხოვნით საჩივარი დაწერა. დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, ზურაბ ღლონტი. დამკვირვებლის ცემის ფაქტზე სათანადო რეაგირება არ მოუხდენია საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს, მამუკა კენჭაძეს.
2010-05-30 20:42 სრულად ნახვათბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაკვირვებას ახორციელებს ამ დროისათვის შემდეგი ტენდენციები ფისქირდება:• ზეწოლა კანდიდატების ოჯახის წევრზე;მესტიის 47-ე ოლქში პოლიტიკური გაერთიანება “თავისუფლების” პროპორციული სიის პირველი ნომრის, ვიქტორ ჯაფარიძის დამ, მანანა ჯაფარიძემ, რომელიც სასაზღვრო პოლიციაში ექიმად მუშაობს, სამსახურის უფროსიდან, გიორგი რატიანისგან მიიღო გაფრთხილება, რომ მას სამსახურის დატოვება მოუწევს იმის გამო, რომ ის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის შესასვლელთან იდგა.
2010-05-30 12:51 სრულად ნახვათბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაკვირვებას ახორციელებს ამ დროისათვის შემდეგი ტენდენციები ფისქირდება:• ხმის მიცემა არაუფლებაქმოსილი პირის მიერ;ბათუმის 79-ე ოლქის 41-ე უბანზე მოქალაქემ ხმა სხვა ამომრჩევლის (ლევან ხარაზიშვილის) ნაცვლად მისცა; ამავე უბანზე ორმა პირმა სცადა სხვა მოქლაქის (მამუკა ლორიას და მამუკა მატკავას) ნაცვლად კენჭისყრაში მონაწილეობა, თუმცა კომისიის წევრებმა მათ ხმის მიცემის საშუალება არ მისცემს.79-ე ოლქის მე-16 უბანზე მისულ 3 ამომრჩეველს საარჩევნო სიებში მისი გვარის გასწვრივ ხელმოწერები დახვდათ.
2010-05-30 10:22 სრულად ნახვათბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაკვირვებას ახორციელებს ამ დროისათვის შემდეგი ტენდენციები ფისქირდება:• პრობლემები დამკვირველების საარჩევნო უბნებზე დროულად შესვლასთან დაკავშირებით;საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლებს პრობლემები შეექმნათ განსაკუთრებულ შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბნებზე დროულად შესვლასთან დაკავშირებით. პრობლემები იყო, მობილური ტელეფონების შეტანასთან დაკავშირებითაც.კერძოდ, დამკვირვებლები დაგვიანებით შეუშვეს მე-7 ოლქის 46-ე უბანზე; მე-4 ოლქის 35-ე უბანზე; მე-10 ოლქის მე-17 უბანზე; მე-4 ოლქის 39-ე უბანზე;კომისიამ მობილური ტელეფონების უბნის გარეთ დატოვება მოითხოვა მე-3 ოლქის 90-ე უბანზე; მე-6 ოლქის 123 უბანზე; არჩევნებზე მომუშავე უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფის ჩარევის შედეგად პრობლემები მოგვიანებით აღმოიფხვრა.
2010-05-30 06:25 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება ბ-ნ პავლე კუბლაშვილის 29 მაისს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები საარჩევნო უბნების გარეთ აღწერენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, ნაციონალური მოძრაობის აღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება ხმის მიცემის ფარულობის კონსტიტუციურ პრინციპს და წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლთან, რომელიც კრძალავს ნებისმიერ ზემოქმედებას, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, მათ შორის, კონტროლს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.
2010-05-30 06:10 სრულად ნახვა