სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია პავლე კუბლაშვილის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება ბ-ნ პავლე კუბლაშვილის 29 მაისს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები საარჩევნო უბნების გარეთ აღწერენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, ნაციონალური მოძრაობის აღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება ხმის მიცემის ფარულობის კონსტიტუციურ პრინციპს და წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლთან, რომელიც კრძალავს ნებისმიერ ზემოქმედებას, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, მათ შორის, კონტროლს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.

2010-05-30 06:10 სრულად ნახვა

საიაში სპეციალურად საარჩევნოდ ფუნქციონირებს ცხელი ხაზი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში სპეციალურად საარჩევნოდ ფუნქციონირებს ცხელი ხაზი.დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე:(8 22) 96 35 39 (8 22) 14 37 06 

2010-05-30 04:00 სრულად ნახვა

საია ცესკოს ქ. თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების მხრიდან ამომრჩევლებისათვის მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის საკითხის შესწავლასა და შესაბამის რეაგირებას სთხოვს

ტელეკომპანიების "იმედი" და "რუსთავი 2" 2010 წლის 9 მაისის საინფორმაციო გამოშვებების თანახმად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ვაზისუბნის მე-8 პოლკის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის კანდიდატი _ ზურაბ გაჩეჩილაძე 2010 წლის 9 მაისს ესწრებოდა ქ. თბილისის წულუკიძის ქუჩაზე გამართული მინი-ფეხბურთის ტურნირის ფინალს. სიუჟეტის თანახმად, იგი თავად იყო ტურნირის ორგანიზატორი. ასევე, ამავე ტურნირზე გამარჯვებულ პირებს პრიზის სახით გადაეცათ 500 ლარი.

2010-05-28 09:59 სრულად ნახვა

საია ცესკოს ქ. თბილისის მერობის კანდიდატების მხრიდან ამომრჩევლებისათვის მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის საკითხის შესწავლასა და შესაბამის რეაგირებას სთხოვს

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე, “აკრძალულია საარჩევნო სუბიექტების/სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრების და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა).”

2010-05-26 12:19 სრულად ნახვა

საია წინასაარჩევნო კამპანიის მეორე შუალედურ ანგარიშის აქვეყნებს

22 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციათა მედიაცენტრში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო კამპანიის მეორე შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია მოაწყო. 

2010-05-24 09:03 სრულად ნახვა

საია წინასაარჩევნო კამპანიაში უკანონოდ მონაწილე საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობას ითხოვს

2010 წლის 16 აპრილს, კინოთეატრის “ოზურგეთი” დარბაზში პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ადგილობრივ ახალგაზრდებთან მოაწყო შეხვედრა, რომელზეც გაკეთდა წინასაარჩევნო დაპირებები. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ  სახელმწიფო რწმუნებული ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ვალერიან ჩიტაიშვილი და საქართველოს საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელი რამაზ ნიკოლაიშვილი.

2010-05-21 10:11 სრულად ნახვა

საია განათლებისა სამინისტროსაგან #55-ე საჯარო სკოლაში ჩატარებულ საარჩევნო აქტივობაში მოსწავლეთა ჩართვის ფაქტზე რეაგირებას ითხოვს

2010 წლის 21 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მოითხოვა # 55-ე საჯარო სკოლის მიმართ ,,ზოგადი განათლების შესახებ” კანონის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ზომების გატარება 2010 წლის 14 მაისს სკოლის სასადილოს გახსნისას, საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან მოსწავლეთა წინსაარჩევნო კამპანიის პროცესში ჩართვისათვის.

2010-05-21 09:19 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები მესტიაში მომხდარი ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ

2010 წლის 4 მაისს რეგიონული მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია მესტიაში 3 მაისს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრების მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ. მასში, თვითმხილველთა განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია, სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა, მესტიის პოლიციის უფროსი გიორგი შედანია, მისი მოადგილე ჯონი ბელქანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ანზორ მარგიანი, მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი კანდიდ (კახა) კვიციანი, და მესტიის გამგებელი გოჩა ჭელიძე მონაწილეობდნენ.

2010-05-20 13:24 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მედიაცენტრი გახსნეს

2010 წლის 20 მაისიდან მუშაობა დაიწყო სამი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ერთობლივმა საარჩევნო მედიაცენტრმა. მედიაცენტრი განთავსებულია "საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის" მედიაკლუბის შენობაში (მარი ბროსეს ქუჩა #6). მედიაცენტრის საშუალებით ზემოხსენებული ორგანიზაციები ჟურნალისტებს და ფართო საზოგადოებას გააცნობენ ინფორმაციას მათ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სადამკვირვებლო საქმიანობის, დაკვირვების შედეგების და არჩევნებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

2010-05-20 13:06 სრულად ნახვა

საიამ და სახალხო დამცველის აპარატმა ერთობლივი პრეზენტაცია გამართეს

სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა ერთობლივად წარმოადგინა საქართველოში სასამართლო სისტემის ხარვეზების შესახებ ინფორმაცია.ასევე, გაიმართა საიას ანგარიშის "მართლმსაჯულება საქართველოში" პრეზენტაცია, რომელშიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეეცადა მაქსიმალურად ვრცლად შეესწავლა საქართველოს კანონმდებლობა, საერთაშორისო სტანდარტები, სასამართლო სისტემის არსებული პრაქტიკული პრობლემები და ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე გამოევლინა ქართული სასამართლო სისტემის ხარვეზები.

2010-05-19 10:10 სრულად ნახვა