დღეს, საქართველოს პარლამენტი საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში დამატების შეტანის შესახებ კანონპროექტს განიხილავს. აღნიშნული კანონპროექტის თანახმად ზაკ-ის მე-3 მუხლს უნდა დაემატოს მე-5 ნაწილი:„5. ამ კოდექსის III თავის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო საარბიტრაჟო, უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო სასამართლოებში მათ მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მიმდინარე სამართალწარმოებასა და საქმეთა განხილვაში საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობასთან. სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაცია გაიცემა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების ან/და ამ ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოების წესების შესაბამისად.“
2010-07-20 17:13 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციებთან (ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავორობო ორგანიზაციათა ქსელი (CENN), საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“) ერთად ერთობლივი ბირიფინგი მიუძღვნეს გრანტების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ახალ რეჟიმს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი მე-2 მოსმენით იხილავს. კერძოდ, ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის მიხედვით დაგეგმილია გრანტის ფარგლებში გაცემული ანაზღაურების საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის ზრდა 2011 წლის 1 იანვრიდან 12%-დან 20%-მდე. მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად საშემოსავლო გადასახადის ზრდა 2011 წლის 1 იავნრიდან 18%-მდე იგეგმებოდა.
2010-07-19 10:41 სრულად ნახვაოთხი ორგანიზაცია - "ადამიანის უფლებათა ცენტრი", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "სამართალიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" - ვეხმაურებით შსს-ს მიერ 14 ივლისს გაკეთებულ განცხადებას და უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ სახელმწიფოს ძალისხმევას, ებრძოლოს უკანონობას და კორუფციას ქვეყანაში და მზად ვართ ამ ბრძოლაში მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ.
2010-07-16 10:34 სრულად ნახვასაქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით იხილავს კანონპროექტს "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე", რომლის თანახმად კანონმდებლობაში ოფიციალურად ჩნდება სკოლის მანდატურის სტატუსი. ამასთან, მანდატურებს ეძლევათ უფლება, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გამოიყენონ "პირადი გასინჯვის" უფლება, ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები. აღსანიშნავია, რომ ყველა ამ ღონისძიების გამოყენება მანდატურებს შეეძლებათ არასრულწლოვან პირებთან მიმართებაში.
2010-07-15 10:36 სრულად ნახვა2010 წლის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს პარლამენტმა ახალი საგადახადო კოდექსის განხილვა დაიწყო. კოდექსის პროექტის 308-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გრანტის ფარგლებში გაცემული ანაზღაურების საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 2011 წლის 1 იანვრიდან 20%-მდე იზრდება.დღეისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გრანტით მიღებული სახსრებიდან გაცემული ანაზღაურებისათვის შეადგენს 12%-ს, ხოლო 2011 წლის პირველი იანვრიდან მისი გაზრდა დაგეგმილი იყო 18%-მდე. ასევე, მოქმედი კოდექსის მიხედვით, 2012 წლის 1 იანვრიდან გრანტის სახით მიღებული შემოსავლიდან ანაზღაურების დაბეგვრა უნდა შემცირებულიყო 15%-მდე. მთავრობის მიერ შემუშავებული პროექტით კი, 15% განაკვეთის ამოქმედებამ 2014 წლის 1 იანვრამდე გადაიწია. რაც იმას ნიშნავს, რომ 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 20% იქნება; 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე 18% და მხოლოდ 2014 წლის 1 იანვრიდან გახდება 15%.
2010-07-14 14:07 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინციატივით 2010 წლის 13 ივლისს გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „არასამთავრობო ორგანიზაციათა დაბეგვრის წესი ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით“.შეხვედრაზე განხილულ იქნა ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის ის ნაწილი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის გადასახადების გაზრდას შეეხება.ასევე შემუშავდა შესაბამისი მიმართვის ტექსტი.საია არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს შეუერთდნენ აღნიშნულ მიმართვას და ხელი მოაწერონ პეტიციას!პეტიცია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: http://www.gopetition.com/petition/37744.html
2010-07-13 15:34 სრულად ნახვამესტიაში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და მისი სამი ნათესავი.
2010-07-10 15:58 სრულად ნახვა26 ივნისი წამების მსხვერპლთა დაცვის დღეა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“ 2010 წლის 26 ივნისს წამების მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით მოაწყო მანიფესტაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს წინ.
2010-06-26 09:50 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს ტელეკომპანიის ‘თრიალეთი’ ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება გუშინ, შუაღამისას ქალაქ გორში მომხდარ ფაქტზე.2010 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ტელეკომპანიის ‘თრიალეთი’ ჟურნალისტ ლადო ბიჭაშვილს და ოპერატორ იმედა გოგოლაძეს გორის ცენტრში, სტალინის ძეგლის დემონტაჟის პროცესის გაშუქებისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
2010-06-25 12:55 სრულად ნახვა21 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის დონორთა მიერ გამოყოფილი საერთაშორისო დახმარებების ხარჯვის მონიტორინგის ანგარიში პრეზენტაცია მოაწყო.2008 წლის 22 ოქტომბერს ქალაქ ბრიუსელში გამართული დონორთა კონფერენციის შედეგად საქართველოს სახელმწიფომ 4,55 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება მიიღო. თანხის ერთ-ერთი მსხვილი ნაწილი - 74,5 მილიონი ევრო დევნილებისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა/რეაბილიტაციას მოხმარდა. ამავე მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ პერიოდულად ხდებოდა თანხის გამოყოფა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების გამგეობებისათვის. საიას მიერ განხორციელებული მონიტორინგი საზოგადოებას წარუდგენს იმის ზოგად სურათს, თუ როგორ, რა პრინციპებით, რა სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით ხდებოდა ჯამში გამოყოფილი 303 879 150 ლარის განკარგვა.
2010-06-21 15:26 სრულად ნახვა