ოთხი ორგანიზაცია - "ადამიანის უფლებათა ცენტრი", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "სამართალიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" - ვეხმაურებით შსს-ს მიერ 14 ივლისს გაკეთებულ განცხადებას და უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ სახელმწიფოს ძალისხმევას, ებრძოლოს უკანონობას და კორუფციას ქვეყანაში და მზად ვართ ამ ბრძოლაში მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ.