სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ და სამართლიანმა არჩევნებმა ერთობლივი პროექტის შემაჯამებელ პრეზენტაცია გამართეს

6 ოქტომბერს საიამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ “სამართლიანი არჩევნები” ერთობლივად განხორციელებული პროექტის - “დემოკრატიული ინსტიუტების ხელშეწყობა სამართლიანი საარჩევნო პროცესებისა და აქტიური სამოქალაქო მონაწილეობის გზით” – ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართეს.

2009-10-06 14:32 სრულად ნახვა

საიას ადვოკატი გენო ქარცივაძე გარდაიცვალა

26 სექტემბერს, დილის 5 საათზე, ხაშურში ავტოკატასტროფა მოხდა. მანქანაში სულ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა:საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის 25 წლის ადვოკატი გენო ქარცივაძე და მისი მეგობარი ზვიად სურმანიძე თბილისში მოსამართლის გამოცდის ჩასაბარებლად მიდიოდნენ. მათთან ერთად გენოს თანამშრომელი გია და მეოთხეკლასელი გოგონა - გენოს ბიძაშვილი მგზავრობდნენ.

2009-09-29 20:00 სრულად ნახვა

საიას ოფისში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე „ცოდნის უფლება - ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უკვე ტრადიციულად აღნიშნა ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე.28 სექტემბერს საიას ოფისში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე „ცოდნის უფლება - ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში“.

2009-09-28 20:00 სრულად ნახვა

საია ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

28 სექტემბერს მსოფლიო ცოდნის უფლების, იგივე ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო ქსელმა , რომლის წევრიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა, გაავრცელა 2009 წლის მთავარი მიღწევების ჩამონათვალი ინფორმაციის თავისუფლების სფეროში.

2009-09-27 20:00 სრულად ნახვა

საია და სტუდია ”მონიტორი” ერთობლივ კინოჩვენებებს მოაწყობენ

25 სექტემბერს საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში სტუდია ”მონიტორი”-ს მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო. ფილმი წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებას ბათუმში მდებარე ე.წ. ხოფის ბაზრობის მეპატრონეებისთვის ჩამორთმევის ფაქტების შესახებ.

2009-09-24 20:00 სრულად ნახვა

საია დიმიტრი შაშკინის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ა.წ. 21 სექტემბრის განცხადებას სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციის ერთი წარმომადგენლის დასახელების შესახებ. კერძოდ, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ბატონმა შაშკინმა განაცხადა:

2009-09-21 20:00 სრულად ნახვა

საიამ პატიმრობის შესახებ კოდექსის პროექტზე დასკვნა მოამზადა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოამზადა დასკვნა პატიმრობის შესახებ კოდექსის პროექტზე. ზემოაღნიშნული დასკვნა გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს - დავით ბაქრაძეს, საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრებს, ასევე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს დიმიტრი შაშკინს.

2009-09-20 20:00 სრულად ნახვა

საიამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს "სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების თაობაზე დასკვნა წარუდგინა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს "სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების თაობაზე დასკვნა წარუდგინა.

2009-09-16 20:00 სრულად ნახვა

საიას მიმართვა პარლამენტის წევრებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ინდივიდუალურად უგზავნის წერილს პარლამენტის უკლებლივ ყველა წევრს და თხოვს, არ დაუჭირონ მხარი პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ორ საკონსტიტუციო კანონპროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელად თბილისთან ერთად ქალაქ ქუთაისის განსაზღვრასა და პარლამენტის წევრებისათვის უფლებამოსილების აღდგენას ითვალისწინებს.

2009-09-15 20:00 სრულად ნახვა

რვა თვის განმავლობაში საიას თბილისის ოფისის ადვოკატებმა 20 000-მდე იურიდიული კონსულტაცია გასცეს

2009 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით საიას იურიდიული დახმარების ცენტრის მიერ გაცემულ იქნა 19 228 იურიდიული კონსულტაცია (მათ შორის 12 064 პირადი და 7 164 სატელეფონო). აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ცენტრის ადვოკატებმა და კონსულტანტებმა 718 სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტი შეუდგინეს მოქალაქეებს.

2009-09-14 20:00 სრულად ნახვა