საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლებმა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიებში 39 საჩივარი, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკოში) 12 საჩივარი, ხოლო საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში 10 სარჩელი წარადგინეს.
საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი 39 საჩივრიდან ორგანიზაცია:
. 8 საჩივრით 11 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შეფარდებას ითხოვდა. საოლქო საარჩევნო კომისიებმა არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს;
. 19 საჩივრით 40 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდებას ითხოვდა. საოლქო საარჩევნო კომისიებმა დააკმაყოფილეს 11 საჩივარი;
. 13 საჩივრით 13 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების ბათილობას ითხოვდა. საოლქო საარჩევნო კომისიებმა არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს;
. 6 საჩივრით 27 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების გადათვლას ითხოვდა. საოლქო საარჩევნო კომისიებმა 1 საჩივარი სრულად, 1 კი ნაწილობრივ დააკმაყოფილეს.
საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილებები `საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ~ ცესკოსა და სასამართლოებში გაასაჩივრა.
ცესკოში წარდგენილი 12 საჩივრიდან ორგანიზაცია:
. 3 საჩივრით დამრღვევი კომისიის წევრებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შეფარდებას ითხოვდა;
. 4 საჩივრით _ დამრღვევი კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდებას;
. კენჭისყრის დღემდე წარდგენილი 4 საჩივრით _ საარჩევნო სუბიექტების მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობის შემთხვევების შესწავლას და დარღვევების დადგენის შემთხვევაში, სასამართლოსთვის მიმართვას;
. 1 საჩივრით _ ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას.
ცესკომ 12 საჩივრიდან მხოლოდ ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა.
საქალაქო სასამართლოებში წარდგენილი 8 სარჩელიდან ორგანიზაცია:
. 2 სარჩელით დამრღვევი კომისიის წევრებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შეფარდებას ითხოვდა. სასამართლომ არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა;
. 2 საჩივრით მათში მითითებული საარჩევნო უბნების (მთაწმინდის #1 საარჩევნო ოლქის #35 უბანი, ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის მე-3, მე-16, 23-ე, 27-ე, 28-ე, 41-ე, 62-ე) შედეგების ბათილობას ითხოვდა. სასამართლომ მხოლოდ ერთი სარჩელი დააკმაყოფილა და ისიც მხოლოდ ნაწილობრივ. მან ბათილად ცნო ბათუმის მე-3 საარჩევნო უბნის შედეგები;
. 1 სარჩელში მასში მითითებული საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლას ითხოვდა. სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა;
. 2 სარჩელით ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობისა და ძალადობის შემცველი მოწოდებებისთვის საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვდა. სასამართლომ არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა;
. 1 სარჩელით საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ცესკოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა. სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოში შესული 3 სარჩელიდან ორგანიზაცია:
. 1 სარჩელით მასში მითითებული საარჩევნო უბნის ბათილობას ითხოვდა;
. 1 სარჩელით _ დამრღვევი კომისიის წევრისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შეფარდებას და
. 1 სარჩელით –პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა და ცესკოს დადგენილების ბათილად ცნობას ითხოვდა.
სააპელაციო სასამართლომ არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.