2010 წლის 3 მაისს, გაეროს წევრ ყველა ქვეყანაში მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე აღინიშნება. ამ დღის დაფუძნების მიზანია სახელმწიფოებისთვის იმის შეხსენება, რომ მათი მოვალეობაა, პატივი სცენ და დაიცვან ჟურნალისტთა უფლებები.წელს იუნესკო (უნესკო გაეროს ერთადერთი დანაყოფია, რომლის მოვალეობაშიც გამოხატვის თავისუფლების პოპულარიზაცია შედის) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ამ დღეს ინფორმაციის თავისუფლების თემით აღნიშნავენ, რადგანაც, ინფორმაციის თავისუფლება გამოხატვის თავისუფლების განუყოფელი ნაწილია და დემოკრატიულ მმართველობაში თავისი წვლილი შეაქვს.
2010-05-03 12:38 სრულად ნახვა30 აპრილს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” საქართველოს ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებულმა იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა გამართა მის მიერ გამოცემული “ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელოს” პრეზენტაცია. წიგნის ავტორები უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნათია წკეპლაძე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბატონი პაატა ტურავა გახლავთ.
2010-05-02 07:32 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2010 წლის 23 აპრილის ანგარიშში “წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგი” მოყვანილ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიმართავს.
2010-05-01 08:44 სრულად ნახვა2010 წლის 28 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან _ Stichting Russian Justice Initiative-თან ერთად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აგვისტოს ომთან დაკავშირებით კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა. სარჩელი ეხება 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ კასეტური ტიპის იარაღით გორის ცენტრალური მოედნის დაბომბვას, რის შედეგადაც გარდაიცვალა 12 და დაიჭრა 30-ზე მეტი სამოქალაქო პირი. სარჩელი გაიგზავნა დაღუპული ჰოლანდიელი ოპერატორის, სტან სტორიმანსის მეუღლის და შვილების, ასევე დაჭრილი ჰოლანდიელი ჟურნალისტის, ეროენ აკერმანსის და ისრაელის ჟურნალისტის, ცადოკ იეჩესკელის სახელით.
2010-04-29 07:45 სრულად ნახვაგასული წლის 26 აპრილს, სანდრო ეულის ქუჩაზე, რუსთავი-2-ს კუთვნილი შენობის ჩამონგრევას 2 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გარდაიცვალა ტელეკომპანიის რუსთავი-2 ორი მემონტაჟე, გიორგი გაბუნია და ნიკა გელაშვილი. ჩამონგრევის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მხოლოდ სამშენებლო კომპანიის "არტ-X”-ს სამუშაოთა მწარმოებელი დავით გვასალიას წინააღმდეგ დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის საფუძველზე. წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ საქმე განსახილველად გადაიგზავნა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში. სახელმწიფო ბრალდებასა და განსასჯელს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომელიც საქალაქო სასამართლომ 2009 წლის 12 ნოემბერს დაამტკიცა. განსასჯელ დავით გვასალიას სასჯელის სახით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა და იგი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.
2010-04-27 06:57 სრულად ნახვა2010 წლის 26 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ,,სასამართლოს მეგობრის” (Amicus Curiae) სტატუსით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა. ეს უკანასკნელი შეეხება 2008 წლის დეკემბერში საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პარლამენტის მიმართ შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელს. საქართველოს სახალხო დამცველი ითხოვს ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის იმ ნორმების კონსტიტუციის 24-ე მუხლის (მედიის თავისუფლება) პირველ და მეოთხე პუნქტებთან შესაბამისობის დადგენას, რომლებიც ითვალისწინებენ კაბელური და მიწისზედა თანამგზავრის მეშვეობით მაუწყებლობის ლიცენზირებას.
2010-04-26 15:34 სრულად ნახვასაია საადვოკატო დახმარებას უწევდა მოქალაქე თ.გ-ს შპს ,,საქართველოს რკინიგზის" წინააღმდეგ არსებულ სასამართლო დავაში. თ.გ. მუშაობდა ,,საქართველოს რკინიგზაში". 2006 წლის 25 ნოემბერს მიყენებული საწარმოო ტრავმის შედეგად იგი დაინვალიდდა და დაკარგა შრომის უნარი. ამას გარდა, თ.გ-ს ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და იმყოფება სიღარიბის ზღვარს მიღმა. შპს ,,საქართველოს რკინიგზა" უარს ამბობდა მისთვის რაიმე სახის თანხის გადახდაზე, ვინაიდან მიიჩნევდა, რომ უბედური შემთხვევა თ.გ-ს ბრალეულობით იყო გამოწვეული.
2010-04-25 15:28 სრულად ნახვა23 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.საარჩევნო გარემოს მონიტორინგს საია დედაქალაქსა და საქართველოს შვიდ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში აწარმოებს. საერთო ჯამში განხორციელებული მონიტორინგი თბილისსა და საქართველოს 36 მუნიციპალიტეტს მოიცავს.
2010-04-23 11:32 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისსა და საქართველოს 7 რეგიონში (აჭარა, გურია, იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი) ახორციელებს 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა წინასაარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეთა უკანონო მონაწილეობის, ადმინისტრაციული რესურსების არამართლზომიერი გამოყენებისა და ამომრჩეველთა ზეწოლის ფაქტებს.
2010-04-21 11:19 სრულად ნახვა2010 წლის 4 აპრილს საქართველოს პარლამენტის წევრების - პავლე კუბლაშვილის, ლაშა თორდიას, ზვიად კუკავას და კახა ანჯაფარიძის მიერ ინიცირებული იქნა კანონპროექტი ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ”.შემოთავაზებული პროექტით იცვლება ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას სადავო აქტის გაუქმება არ იწვევს სამართალწარმოების შეჩერებას, თუ საკითხი ეხება ადამიანის უფლებათა სფეროს. შემოთავაზებული ცვლილებით, ზემოაღნიშნული საკითხი სრულად გადავა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებაში და ყოველ საქმეზე იგი თავად გადაწყვეტს, გააგრძელოს თუ არა პროცესი დავის საგნის გაუქმების შემთხვევაში.
2010-04-20 14:29 სრულად ნახვა