ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის მე-3 უბანზე ფიზიკურად გაუსწორდნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელს, რომელმაც საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ ამოსული ზედმეტი ბიულეტენების გამო საარჩევნო უბნის ბათილობის მოთხოვნით საჩივარი დაწერა. დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, ზურაბ ღლონტი. დამკვირვებლის ცემის ფაქტზე სათანადო რეაგირება არ მოუხდენია საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს, მამუკა კენჭაძეს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სამართალდამცავი ორგანოებისგან დამკვირვებლის ცემის ფაქტზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.