თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაკვირვებას ახორციელებს ამ დროისათვის შემდეგი ტენდენციები ფისქირდება:
• ხმის მიცემა არაუფლებაქმოსილი პირის მიერ;
ბათუმის 79-ე ოლქის 41-ე უბანზე მოქალაქემ ხმა სხვა ამომრჩევლის (ლევან ხარაზიშვილის) ნაცვლად მისცა; ამავე უბანზე ორმა პირმა სცადა სხვა მოქლაქის (მამუკა ლორიას და მამუკა მატკავას) ნაცვლად კენჭისყრაში მონაწილეობა, თუმცა კომისიის წევრებმა მათ ხმის მიცემის საშუალება არ მისცემს.
79-ე ოლქის მე-16 უბანზე მისულ 3 ამომრჩეველს საარჩევნო სიებში მისი გვარის გასწვრივ ხელმოწერები დახვდათ.
• უბანზე მისული ამომრჩევლების კონტროლი;
ისანის მე-5 ოლქის 77-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გამოცხადებული ამომრჩევლების ვინაობას ინიშნავენ.
იგივე ხდება გლდანის მე-10 ოლქის 24-ე, 53-ე, მე-9, 54-ე უბნებზე;
სამგორის მე-6 ოლქის 83-ე უბანზე; მე-10 ოლქის;
ნაძალადევის მე-9 ოლქის 55-ე უბანზე;
ვაკის მე-2 ოლქის 24-ე უბანზე;
ქუთაისის 59-ე ოლქის მე-16, 60-ე, 71-ე, 69-ე, 42-ე, 39-ე, 33-ე უბნებზე;
ბათუმის 79-ე ოლქის 21-ე 75-ე, 21-ე, 23-ე, 58-ე, 1-ლ, მე-2, მე-3, მე-6, მე-7, მე-8, 49-ე, 53-ე უბნებზე;
• ბიულეტენის უბნიდან გატანა;
ბათუმის 79-ე ოლქის 62-ე უბანზე, დაახლოებით 12 საათისთვის უბანზე მოსულმა ამომრჩეველმა უბნიდან საარჩევნო ბიულეტენი გაიტანა. დამკვირვებლის შენიშვნის მიუხედავად საარჩევნო კომისიამ ამ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება არ მოახდინა.
• მარკირების; მარკირების შემოწმების შეუსრულებლობა;
კრწანისის მე-4 ოლქის 31-ე უბანზე მარკირების შემოწმების აპარატი გაფუჭებული იყო. კენჭისყრა შეჩერდა, თუმცა, 15-მდე ამომრჩეველმა გაუმართავი აპარატის პირობებში უკვე მიიღო არჩევნებში მონაწილეობა;
• სიებთან დაკავშირებული პრობლემები;
დიდუბის მე-8 ოლქის პირველ, მერვე და მეცხრე, უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილია არაუფლებამოსილი ამომრჩევლები, სულ 24 პირი. კერძოდ, პირები რომლებსაც შესაბამისი თხოვნით კომისიისთვის არ მიუმართავთ არჩევნებამდე 2 დღით ადრე.
• დამკვირვებლებზე ზეწოლა;
სანის მე-5 საარჩევნო ოლქის მე-80 უბანზე ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საიას დამკვირვებელს აუკრძალა რეგისტრატორების მაგიდასთან მიახლოვება.
ჩუღურეთის მე-7 საარჩევნო ოლქის მე-12 უბანზე საიას დამკვირვებელს დაწერილი საჩივრის გამო კომისიის თავმჯდომარემ საჩივარი შეუდგინა.
• უბნის არასათანადოდ მოწყობა;
დიდუბის მე-8 ოლქის 56-ე უბანზე მიღება-ჩაბარების აქტში ბიულეტენების ოდენობა მითითებული არ იყო.
კრწანისის მე-4 ოლქის 31-ე უბანზე კენჭისყრის ჩანაწერთა წიგნში არ შეიტანეს მიღებული ბიულეტენების ოდენობა;
• საკონტროლო ფურცლების არასათანადოდ შევსება;
ქუთაისის 59-ე ოლქის 89-ე უბანზე საკონტროლო ფურცელი დაგვიანებით ჩავარდა მას შემდეგ, რაც პირველმა ამომრჩეველმა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო;
• უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნა;
ჩუღურეთის მე-7 ოლქის 27-ე, 20-ე უბნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა პოლიციელი. საჩივრის დაწერის შემდგომ თავმჯდომარემ პოლიციელს უბნის ტერიტორია დაატოვებინა.
ჩუღურეთის მე-7 ოლქის მე-8 საარჩევნო უბანზე პოლიციის თანამშრომელი იმყოფება უბნის ტერიტორიაზე; საჩივრის დაწერის შემდგომ თავმჯდომარემ პოლიციელს უბნის ტერიტორია დაატოვებინა.