საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი მსურველთა მიღებას იწყებს
2010-09-14 14:40
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი იწყებს მსურველთა მიღებას სასწავლო კურსზე სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ფონდი სთავაზობს სწავლებას 5 მიმართულებით:
I, II და III კურსელთათვის:
• კურსი შესავალი სამართალში
IV კურსელთა და კურსდამთავრებულთათვის:
• სისხლის სამართალი
• სამოქალაქო სამართალი
• საერთაშორისო სამართალი
• კონსტიტუციური სამართალი
შესავალი სამართლის კურსის სემინარები დაიწყება 5 საათზე, სხვა დანარჩენი ჯგუფებისათვის კი - 6:30 საათზე.
სემინარების ხანგრძლივობა ყველა ჯგუფისათვის იქნება საათნახევარი.
სწავლა ფასიანია.
დაინტერესეულმა პირებმა 20 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
• 2 ფოტოსურათი;
• დიპლომის ან სტუდბილეთის ასლი ან ცნობა სასწავლებლიდან;
• შეავსონ სპეციალური განაცხადის ფორმა (განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ვებ-გვერდიდან: http://www.legaleducation.ge/ , ან მიიღებთ საბუთების ჩაბარებისას).
საბუთების შემოტანის შემდეგ მსურველები
ფონდის მიერ დანიშნულ დროს გაივლიან ტესტირებას.
დაწვრილებითი ინფორმაცისათვის მოგვმართეთ:
ქ. თბილისი, ჯ.კახიძის ქ. #15
ტელ: 936101; 910883
საკონტაქტო პირიები:
თამარ მეტრეველი, metreveli@gyla.ge
მარი აბულაძე, ltic@gyla.ge