საქართველოს უახლეს ისტორიაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების ანალიზი ცხადყოფს, რომ ჩვენი ქვეყნის მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა პოლიტიკური სისტემისა და სახელმწიფო მმართველობის ფორმის სწორად განსაზღვრას, აგრეთვე აღნიშნულ პროცესში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებას ენიჭება.დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, საქართველოში დაჩქარებულად მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები და სახელისუფლებო შტოებს შორის არსებული ბალანსის რღვევა, ქვეყანაში შექმნილი არაერთი კრიზისისა და პოლიტიკური კატაკლიზმის საფუძვლად იქცა. ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია სწორედ 2009 წლის აპრილში დაწყებული პოლიტიკური მღელვარების ფონზე შეიქმნა. ამასთან საგულისხმოა, რომ კომისიის შექმნის ერთ-ერთ ძირითად მიზანს სახელისუფლებო შტოთა შორის ბალანსის აღდგენაში პოლიტიკური სპექტრის და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურად ჩართვა წარმოადგენდა.
2010-08-24 09:51 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს გუშინ, 19 აგვისტოს, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან პარლამენტის წინ გამართული მშვიდობიანი შეკრების მსვლელობაში ჩარევასთან დაკავშირებით და ამ ფაქტს შეკრების თავისუფლების დარღვევად აფასებს. „შეკრებებისა და მანიფესტაციის“ შესახებ საქართველოს კანონი შეკრებასა და მანიფესტაციას განმარტავს, როგორც მოქალაქეთა შეკრებას ან მასობრივ მსვლელობას „სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით.“ ბუნებრივია, პროტესტის ნებისმიერი გამოხატულება თავისთავში მოიცავს ხელისუფლებისთვის გარკვეული დისკომფორტის შექმნას, რომლის თმენის ვალდებულებაც პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებიდან.
2010-08-20 12:08 სრულად ნახვასაია შეშფოთებას გამოთქვამს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 აგვისტოს დადგენილებასთან დაკავშირებით, რომლითაც ირაკლი კაკაბაძე, შოთა დიღმელაშვილი და ალეკო ჩიღვინიძე ცნობილი იქნენ სამართალდამრღვევებად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდგომში ‘კოდექსი’) 173-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელის კანონიერი მოთხოვნისადმი ბოროტი დაუმორჩილებლობა) გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენაში და შეეფარდათ ჯარიმა 400 ლარის ოდენობით. საიას იურისტი სასამართლოში იცავდა ორი პასუხისგებაში მიცემული პირის, შოთა დიღმელაშვილისა და ალეკო ჩიღვინიძის ინტერესებს.
2010-08-17 06:22 სრულად ნახვა2010 წლის 6 აგვისტოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის და მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე რეაგირების თხოვნით მიმართა მესტიის მკვიდრმა, ალექსანდრე ხერგიანმა.ალექსანდრე ხერგიანის განცხადებით, 2010 წლის 2 აგვისტოს, როდესაც მეხანძრეთა დაგვიანების გამო მესტიაში მისი მეზობლის სახლი ხანძრის გამო ბოლომდე დაიწვა, ადგილობრივ მცხოვრებლებს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ მესტიის გამგებელთან, გოჩა ჭელიძესთან. ხერგიანის განცხადებით, გოჩა ჭელიძე მას ‘ცეცხლში შეგდებით’ დაემუქრა, ხოლო მის ხანში შესულ დედას ცუცა გოშტელიანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელი აუკრა, რის შედეგადაც მოხუცი წაბარბაცდა. ინციდენტის ადგილზე, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად იმყოფებოდა ალექსანდრე ხერგიანის შვილი, დავით ხერგიანი. შელაპარაკების დროს გოჩა ჭელიძეს ადგილობრივი მცხოვრებელთაგან ერთ-ერთმა სახეში გაარტყა, თუმცა ალექსანდრე ხერგიანის განცხადებით, მისთვის უცნობია ვინ გააკეთა ეს.
2010-08-10 08:35 სრულად ნახვა2010 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო კანონპროექტი ,,ზოგადი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, რომელითაც მანდატურებს მიენიჭათ პირადი გასინჯვის (ჩხრეკის), ასევე ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლებამოსილება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კრიტიკულად შეაფასა აღნიშნული ცვლილებები და მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, შეეჩერებინა კანონპროექტის განხილვა და მხოლოდ არსებული ხარვეზებისა და მოსალოდნელი საფრთხეების აღმოფხვრის შემდეგ განეახლებინა მისი მიღების პროცესი.
2010-07-29 07:07 სრულად ნახვა27 ივლისს საქართველოს ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მედიის სამართლებრივი დაცვის პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართა ჟურნალისტებთან. შეხვედრის მიზანი იყო იმ საკანონმდებლო ხარვეზების იდენტიფიცირება, რომლებიც საქართველოში ჟურნალისტებს ყველაზე მეტად უშლის ხელს ეფექტურად მუშაობაში და რომელთა აღმოფხვრა შესაძლებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შედეგად.შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და რეიოგული მედია-საშუალებების წარმომადგენლება და ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომლებიც მათ საქმიანობაში ყველაზე პრობლემატურად მიაჩნდათ.
2010-07-28 12:37 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ: 1. კომისიამ პროექტის 2 თვის ვადაში მიღებით ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო;2. საზოგადოებასთან ერთთვიანი განხილვის პერიოდი ზაფხულის სეზონს ემთხვევა, რაც გამორიცხავს საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ძალებთან აქტიურ კონსულტაციებს;3. წარმოდგენილი პროექტით მართალია, შემცირებულია პრეზიდენტის უფლებამოსილება, მაგრამ ის მაინც რჩება პოლიტიკური პროცესების აქტიურ მონაწილედ;4. მნიშვნელოვნად იზრდება მთავრობის ფუნქციები, ანგარიშვალდებულების შესაბამისი მექანიზმების არარსებობის პირობებში;5. მთავრობა ფლობს პარლამენტზე ზემოქმედების მნიშვნელოვან ბერკეტებს ყოველგვარი რისკის გარეშე; 6. დაკნინებულია პარლამენტის კანონშემოქმედებითი როლი;7. პარლამენტი უუნაროა დააყენოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დათხოვნის შიშით;8. ორგანული კანონის გაუქმებით საპარლამენტო უმრავლესობას აქვს ბერკეტი გადაწყვიტოს მნიშვნელოვანი საკითხები უმცირესობასთან კონსულტაციების გარეშე;9. გამოსაცდელი ვადის შემოღებით ეჭქვეშ დგებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის დადებითი მხარეები;10. უვადოდ დანიშვნის შემთხვევაშიც კი, პოლიტიკური ხელისუფლება ფლობს მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მექანიზმებს.
2010-07-24 12:42 სრულად ნახვა2009 წელს მოქალაქე მ.ს.-მ საკუთარ სახლზე 1996 წელს დადებული ყადაღის მოხსნის მიზნით აიყვანა ადვოკატი შ.შ. და საადვოკატო მომსახურებისათვის გადაუხადა 620 აშშ დოლარი.ადვოკატმა განცხადება შეიტანა სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილების თანახმადაც ყადაღა მოხსნილ იქნა. სააღსრულებო ფურცლის საჯარო რეესტრში წარდგენის მომენტში გაირკვა, რომ “საჯარო რეესტრის შესახებ” 2008 წლის კანონის 35-ე მუხლის თანახმად, 1997 წლამდე რეგისტრირებული ყადაღები ავტომატურად გაუქმებული იყო და, შესაბამისად, ყადაღის გასაუქმებლად საჭირო აღარ იყო სასამართლოსთვის მიმართვა.
2010-07-23 12:48 სრულად ნახვა2010 წლის ივნისიდან დევნილთა გამოსახლებამ კოლექტიური ცენტრებიდან მასიური ხასიათი მიიღო. გამოსახლებები ხორციელდება შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის #747 ბრძანებით დამტკიცებული “საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის” საფუძველზე. აღნიშნული წესის თანახმად, კოლექტიურ ცენტრში რეგისტრირებულ დევნილთა გამოსახლება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (ყოფილი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს) მიერ დევნილების გამოსახლების მიზანშეწონილობის შესახებ გაცემული ცნობის შემდეგ. გაცემული თანხმობის შემდეგ, დევნილებს ეძლევათ წერილობითი გაფრთხილება, რის საფუძველზეც ვალდებულნი არიან დატოვონ შენობა ხუთი სამუშაო დღის ვადაში. მაგალითისთვის, ამ ფორმით გამოასახლეს 33 ოჯახი თბილისში, თვალჭრელიძის ქ.#2 მდებარე ამიერკავკასიის ჯარების სააფთიაქო სამმართველოს ყოფილი შენობიდან.
2010-07-22 14:17 სრულად ნახვასაიამ საადვოკატო დახმარება გაუწია 7 თვის მცირეწლოვან, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ბავშვს, რომლის მამა, დ.ხ., დაბადებიდანვე არ ზრუნავდა შვილზე. ბავშვს ჰქონდა თანდაყოლილი რაქიტი და საჭიროებდა ხანგრძლივ სამედიცინო დახმარებას.
2010-07-21 12:52 სრულად ნახვა