საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ:
1. კომისიამ პროექტის 2 თვის ვადაში მიღებით ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო;
2. საზოგადოებასთან ერთთვიანი განხილვის პერიოდი ზაფხულის სეზონს ემთხვევა, რაც გამორიცხავს საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ძალებთან აქტიურ კონსულტაციებს;
3. წარმოდგენილი პროექტით მართალია, შემცირებულია პრეზიდენტის უფლებამოსილება, მაგრამ ის მაინც რჩება პოლიტიკური პროცესების აქტიურ მონაწილედ;
4. მნიშვნელოვნად იზრდება მთავრობის ფუნქციები, ანგარიშვალდებულების შესაბამისი მექანიზმების არარსებობის პირობებში;
5. მთავრობა ფლობს პარლამენტზე ზემოქმედების მნიშვნელოვან ბერკეტებს ყოველგვარი რისკის გარეშე;
6. დაკნინებულია პარლამენტის კანონშემოქმედებითი როლი;
7. პარლამენტი უუნაროა დააყენოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დათხოვნის შიშით;
8. ორგანული კანონის გაუქმებით საპარლამენტო უმრავლესობას აქვს ბერკეტი გადაწყვიტოს მნიშვნელოვანი საკითხები უმცირესობასთან კონსულტაციების გარეშე;
9. გამოსაცდელი ვადის შემოღებით ეჭქვეშ დგებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის დადებითი მხარეები;
10. უვადოდ დანიშვნის შემთხვევაშიც კი, პოლიტიკური ხელისუფლება ფლობს მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მექანიზმებს.