საიამ საადვოკატო დახმარება გაუწია 7 თვის მცირეწლოვან, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ბავშვს, რომლის მამა, დ.ხ., დაბადებიდანვე არ ზრუნავდა შვილზე. ბავშვს ჰქონდა თანდაყოლილი რაქიტი და საჭიროებდა ხანგრძლივ სამედიცინო დახმარებას.
სასამართლომ მოპასუხე დ.ხ.-ს დააკისრა ბავშვის სარჩენად გადასახდელი თანხა 1000 ლარის და აგრეთვე ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა თვეში 350 ლარის ოდენობით.