20:30 საათისთვის საია აგრძელებს არჩევნების დაკვირვებას. ხმის მიცემის პროცესი უმეტესწილად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 20:00 საათისათვის დასრულდა ხმის მიცემის პროცედურა. აღნიშნული დროისათვის დაფიქსირდა გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული დარღვევები, ამომრჩევლის ნებაზე არაპირდაპირი გავლენის ფაქტები, საარჩევნო ბიულეტენის უბნიდან გატანის მცდელობის ფაქტი და სხვა დარღევევები.
2014-07-12 21:40 სრულად ნახვადღის 16:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას. ძირითადად, კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. თუმცა დაფიქსირდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები ცალკეული უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე დაფიქსირდა სხვა სახის დარღვევებიც: საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებულ იქნა სხვადასხვა სახის დარღვევები და დაიწერა საჩივრები.
2014-07-12 16:39 სრულად ნახვადილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია გახსნის პროცედურებს აკვირდებოდა, პირველი ამომრჩევლის მისაღებად დროულად იყო მზად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით.
2014-07-12 09:38 სრულად ნახვა2014 წლის 10 ივლისს საიამ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის საკითხებზე ახალციხეში შეხვედრა გამართა. ღონისძიებას საიას პარტნიორი ორგანიზაციის - სომხეთის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას სომხეთში ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
2014-07-11 14:49 სრულად ნახვასაია მერებისა და გამგებლების 2014 წლის არჩევნების მეორე ტურს თბილისსა და 13 საარჩევნო ოლქში დააკვირდება. სტატიკური დამკვირვებლები განთავსდებიან საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტ საარჩევნო უბანში, ასევე მობილური ჯგუფების მეშვეობით შევძლებთ პრობლემატურ უბნებზე მიმდინარე პროცესების დაკვირვებას. ორგანიზაციის სადამკვირვებლო გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება მიმართული იქნება 15 ივნისის არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე, ასევე გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ უბნებზე (ე.წ სპეც უბნები).
2014-07-11 14:03 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს ტელეკომპანია ,,ტაბულას“ თანამშრომლის და მასთან ერთად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული კიდევ 2 პირის ინტერესებს, რომლებიც პოლიციის თანამშრომლებმა 2014 წლის 28 ივნისს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე (პოლიციის თანამშრომლისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავეს. მათი დაკავებიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, პოლიციელთა მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების და დაკავებული პირების უფლებების დარღვევის თაობაზე.
2014-07-09 17:48 სრულად ნახვამედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა (კონსტანტინე იაკობიშვილმა) საკვირაო ქადაგების დროს კანონსაწინააღმდეგო აგიტაციის ნიშნების შემცველი პოლიტიკური მოწოდებები გააკეთა.
2014-07-08 19:10 სრულად ნახვასაია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას და საქართველოს პროკურატურას მიმართავს ქართული ოცნების ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე და სათანადო რეაგირებას ითხოვს.
2014-07-08 18:07 სრულად ნახვასასამართლომ ხონის საკრებულოს თავმჯდომარე უდანაშაულოდ ცნო და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ხონის საკრებულოს თავმჯდომარე გ.გ. უდანაშაულოდ ცნო და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
2014-07-07 11:03 სრულად ნახვადანაშაულის გამოძიება, დამნაშავე პირთა გამოვლენა და კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდამცავ ორგანოთა უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს. მეორეს მხრივ, ეს ვალდებულება კანონით დადგენილი წესით უნდა შესრულდეს, სამართალდამცავმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს საგამოძიებო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და ნებისმიერი პირის უფლება მხოლოდ სათანადო ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შეზღუდოს.
2014-07-04 16:27 სრულად ნახვა