სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას სადამკვირვებლო მისია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე  სადამკვირვებლო მისიის შესახებ პრესკონფერენცია გამართა. საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.

2014-06-13 12:17 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებებს ეხმაურებიან

გვსურს გამოვეხმაუროთ, ბოლო პერიოდში, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სასამართლოს მისამართით გაკეთებულ რამდენიმე განცხადებას და დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით.

2014-06-12 13:47 სრულად ნახვა

საიას განცხადება გიგი უგულავას საქმის განხილვის განმეორებით დაუსაბუთებლად გადადების შესახებ

როგორც ცნობილია, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე 2014 წლის 10 ივნისს ჩანიშნული სასამართლო სხდომა, სადაც სასამართლოს უნდა ემსჯელა მისთვის შეწყვეტილი ქალაქის მერის უფლებამოსილების აღდგენის საკითხზე, ბრალდების მხარის გამოუცხადებლობის მოტივით, კიდევ ერთხელ გადაიდო.

2014-06-11 15:55 სრულად ნახვა

GYLA’s statement about yet another unreasonable postponement of Gigi Ugulava’s trial

As reported, hearing on Gigi Ugulava’s case was postponed again for the prosecution’s absence. At the hearing appointed for June 10, 2014 the court should have reviewed restoration of his authority as a Mayor.

2014-06-11 15:55 სრულად ნახვა

საიას წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში

 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.  ორგანიზაცია წინასაარჩევნო პერიოდს რეგიონული ოფისების მეშვეობით, საქართველოს 9 რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამეგრელოსა და თბილისში აკვირდებოდა. წინამდებარე ანგარიში მოიცავს 1 მაისიდან 10 ივნისამდე პერიოდს.

2014-06-11 13:04 სრულად ნახვა

საიას განცხადება უვადო პატიმრობამისჯილ პირებთან დაკავშირებით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება უვადო პატიმრობამისჯილი პირების მიერ შიმშილობის გამოცხადების ფაქტს.  თემის სენსიტიურობიდან და პატიმრობის საკითხებისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გავაკეთოთ რამოდენიმე განმარტება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას, როგორც სასჯელის ერთ-ერთ სახეს. ამასთან, ეს სასჯელი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში.

2014-06-10 16:27 სრულად ნახვა

გამოხმაურება ბათუმსა და ცაგერში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

2014 წლის 7 ივნისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გიგი უგულავა, გიორგი ბარამიძე და გიგა ბოკერია წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდნენ ბათუმში, დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე. შეხვედრაზე ყოფილი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სახალხო კრების“ წარმომადგენელი - დავით ლორია და პოლიტპატიმარი - ჯემალ დუაძე მივიდნენ.  მათი განცხადებით, სურდათ პასუხები მიეღოთ პარტიის ლიდერებისგან მათი მმართველობის პერიოდში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე დამსწრე პირებმა დუაძეს და ლორიას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რაც მხარეებს შორის  სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაზიანდა ჟურნალისტების აპარატურაც.

2014-06-10 15:16 სრულად ნახვა

საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტს ეხმაურება

2014 წლის 8 ივნისს ტელეარხი 25-ის ეთერში გავიდა ჟურნალისტის ჯაბა ანანიძის საგამოძიებო ფილმი სახელწოდებით „უმაღლესი კომფორტი“ . ფილმი შეიცავს ინტერვიუებს აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს კომისიების ხელმძღვანელებთან, მათ მიერ გაწეული საქმიანობის, მათ შორის უცხო ქვეყნებში მივლინებების დროს გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ. 

2014-06-09 20:16 სრულად ნახვა

საიას განცხადება ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე

შეშფოთებას გამოვთქვამთ 6 ივნისს, ზუგდიდში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს უარი თქვან ძალადობაზე. მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ, 6 ივნისს, დღის მეორე ნახევარში ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის წინ გაუჩინარებული თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას ოჯახის წევრებმა და ათეულობით მოქალაქემ აქცია გამართეს

2014-06-07 18:31 სრულად ნახვა

საია მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

2014 წლის 5 ივნისს, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო ბლოკის -  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კანდიდატის აკმამედ იმამკულიევის საარჩევნო რეგისტრაცია გააუქმა.  რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდა სადამკვირვებლო ორგანიზაციის „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის“ განცხადება, რომლის თანახმადაც გამგებლობის კანდიდატს საქართველოში ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად არ უცხოვრია.  აღნიშნულ საკითხზე საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაწყვეტილების მიღებას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. საიას დამკვირვებლები 5 ივნისს მარნეულში იმყოფებოდნენ და პირადად აკვირდებოდნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებს. 

2014-06-07 14:46 სრულად ნახვა