დღეს, თბილისის დროით 13:00 საათზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგში, საჯარო სხდომა გაიმართა, სადაც სახელმწიფოთაშორის საჩივარზე (საქართველო რუსეთის წინააღმდეგ) ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამოცხადდა.
2014-07-03 17:45 სრულად ნახვა2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, საიას დამკვირვებლებმა თბილისის მასშტაბით, საარჩევნო უბნებზე ( ვაკის 61-ე, მე-3, 30-ე , 23-ე, 59-ე 80-ე, 36-ე და საბურთალოს 56-ე, 57-ე და 59-ე უბანი) დააფიქსირეს გარკველ პირთა ჯგუფების მობილიზება, რომლებიც კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას, საეჭვო სახის დოკუმენტში, კონფიდენციალობის დაცვით, უბანზე მისულ ამომრჩეველთა შესახებ ინფორმაციის ასახავდნენ.
2014-06-30 16:35 სრულად ნახვასაია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.
2014-06-30 11:00 სრულად ნახვა30 ივნისს, 10:30 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა კვლევის “მუშაობის ნებართვა და შრომის ინსპექცია: გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი” პრეზენტაცია. კვლევის ავტორია პოლონელი ექსპერტი - პიოტრ კაზმიერკევიჩი. იგი ჩატარდა პროექტის “საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა” ფარგლებში. კვლევის პრიორიტებების განსაზღვრის პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტი.
2014-06-30 10:30 სრულად ნახვა15:00 საათისთვის საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი დარღვევები: უბნის არასათანადოდ მოწყობა ზუგდიდის N32-ე უბნის გახსნისას, დაახლოებით 7:30-ზე აღმოჩნდა, რომ საუბნო საარჩევნო კომისია არ იყო სათანადო წესით აღჭურვილი. კერძოდ, კომისიას არ ჰქონდა ინდივიდუალური ნომრის მქონე ლუქები, რომლითაც კომისიის თავმჯდომარეს კენჭისყრის დაწყებამდე ძირითადი და გადასატანი ყუთები უნდა დაელუქა. საუბნო საარჩევნო კომისიამ ჩვეულებრივი ქაღალდით დალუქა ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთები. საუბნო საარჩევნო კომისიამ განმარტა, რომ მათ დაეკარგათ ლუქები.ას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი დარღვევები:
2014-06-29 15:04 სრულად ნახვაადგილობრივი თვითმმართველობის 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების განმეორებით კენჭისყრას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდება. ორგანიზაციის დამკვირვებლები განმეორებით კენჭისყრას აკვირდებიან მარნეულის საარჩევნო ოლქის - №25 და №57 საარჩევნო უბნებზე, დუშეთის საარჩევნო ოლქის - №4, №6, №47 და №52 საარჩევნო უბნებზე, ახალქალაქის საარჩევნო ოლქის - №1 საარჩევნო უბანზე, ხონის საარჩევნო ოლქის - №22 საარჩევნო უბანზე, ტყიბულის საარჩევნო ოლქის - №2 და №5 საარჩევნო უბნებზე, ზუგდიდის საარჩევნო ოლქის - №32 საარჩევნო უბანზე, ბათუმის საარჩევნო ოლქის - №103 საარჩევნო უბანზე, ასევე ქობულეთის საარჩევნო ოლქის - №34 საარჩევნო უბანზე.
2014-06-29 08:32 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას სრულიად საქართველოს ულოცავს. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა წარმოადგენს იმ ხელშესახები პროგრესის აღიარებას, რასაც საქართველომ, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მიაღწია სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობისა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიისაკენ სწრაფვის გზაზე;
2014-06-27 15:42 სრულად ნახვა26 ივნისი წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღეა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოხატავს სოლიდარობას წამების მსხვერპლთა მიმართ და მოუწოდებს სახელმწიფოს, გადადგას ეფექტური ნაბიჯები მსხვერპლთა უფლებების აღდგენისა, წამების ეფექტური პრევენციისა და დამნაშავეთა გასამართლების მიზნით.
2014-06-26 13:35 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია/GYLA და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი/CIPDD იწვევენ არქიტექტორებსა და მშენებლობის სფეროში დასაქმებულ პირებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და თბილისიდან ტრენინგ-სემინარში „არქიტექტურა და ქალაქმშენებლობა - ჰოლანდიური გამოცდილება“ მონაწილეობის მისაღებად.
2014-06-25 10:37 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არჩევნების დღის შემდგომი პროცედურების დაკვირვებას 38 საოლქო საარჩევნო კომისიაში ახორციელებდა. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, საია შესაბამისი საჩივრებით საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოს მიმართავდა.
2014-06-23 15:51 სრულად ნახვა