სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას მაისის თვის წარმატებული საქმეები

 საიას დახმარებით არასრულწლოვანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა არასრულწლოვან გ.ს.-ს ბრალი ედებოდა ქურდობის დახმარებაში. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და ითხოვა გ.ს.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენება. საიას თბილისის ადვოკატი არ დაეთანხმა პროკურატურის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას და ალტერნატივის სახით იშუამდგომლა  პირადი თავდებობის გამოყენება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა და გ.ს.-ს აღკვეთის ღონისძიებად შეუფარდა პირადი თავდებობა. ამის შემდეგ, პროკურატურამ შეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა და გააფორმა განრიდების ხელშეკრულება, რომლითაც ჩვენს ბენეფიციარს დაევალა სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.

2014-06-06 22:56 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება „იმედის ფესტივალთან“ დაკავშირებით

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით “იმედის საერთაშორისო ფესტივალთან” დაკავშირებით განვითარებულ  მოვლენებს და მიგვაჩნია, რომ ფესტივალის გამართვისთვის ხელშეშლა ღონისძიების ორგანიზატორ რელიგიურ გაერთიანებებსა და ფესტივალის მონაწილეებს უზღუდავს რელიგიის თავისუფლებას და შეიცავს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის სავარაუდო ნიშნებს. 

2014-06-06 19:39 სრულად ნახვა

საიამ საყდრისი-ყაჩაღიანის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა

დღეს, 2014 წლის 6 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციამ, საქართველოში აკრედიტებული ელჩების და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებისთვის, კვლევის – “საყდრისი-ყაჩაღიანი: კულტურული მემკვიდრეობიდან ოქროს თანამედროვე მოპოვებამდე” პრეზენტაცია გამართა.  

2014-06-06 11:58 სრულად ნახვა

საია ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე რეაგირებას მოითხოვს

საიამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას და შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა მერაბ როდონაიას ჟურნალისტური საქმიანობისთვის უკანონოდ ხელშეშლის ფაქტზე რეაგირების მოხდენის მიზნით.  

2014-06-05 14:11 სრულად ნახვა

საიაში სამდღიანი რეგიონული სემინარი გაიმართა

საია მასპინძლობს სამ დღიან სემინარს, რომლის ორგანიზატორია საიას პარტნიორი ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი’’ (EHRAC). სემინარს საიას იურისტებთან ერთად ესწრებიან იურისტები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან: სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და უკრაინა.

2014-06-05 11:56 სრულად ნახვა

როგორ ინიშნებიან საქართველოში მოსამართლეები?

გასული კვირა მნიშვნელოვანი მოვლენით დაიწყო - საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს მასშტაბით მოსამართლის 34 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად  კანდიდატებს უყარა კენჭი. 

2014-06-04 17:09 სრულად ნახვა

საიასა და სახალხო დამცველის ერთობლივი კონფერენცია

2014 წლის 4 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სახალხო დამცველმა  გამართეს ერთობლივი კონფერენცია სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების ეფექტური გამოძიების საკითხებზე. ღონისძიების ერთ–ერთი ძირითადი რეკომენდაცია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის  შექმნის აუცილებლობა იყო.

2014-06-04 16:08 სრულად ნახვა

პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით საიამ ორი კვლევის პრეზენტაცია გამართა

2014 წლის 3 ივნისს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევების: "ინფორმაციის თავისუფლება და პერსონალურ მონაცემთა დაცვა" (საერთო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზი) და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი" (საქართველოში არსებული პრაქტიკა და საერთაშორისო გამოცდილება) პრეზენტაცია გამართა.

2014-06-03 11:01 სრულად ნახვა

სასამართლომ საყდრისი - ყაჩაღიანში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება შეაჩერა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელეების კახა კოჟორიძისა და დალი მამულაშვილის შუამდგომლობა და შეაჩერა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კომპანია ,,RMG Gold’’ -მა საყდრისი-ყაჩაღიანში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება მიიღო. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით კომპანიას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისი-ყაჩაღიანში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით სამუშაოების წარმოება ეკრძალება.  

2014-06-02 19:56 სრულად ნახვა

პრემიერის განცხადებები წინასაარჩევნო პროცესებზე უარყოფითად აისახება

31 მაისს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთსა და ლანჩხუთში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა და გურიაში ადგილობრივი არჩევნებისთვის კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატები წარადგინა.  ამ შეხვედრებისას პრემიერმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ არცერთ რეგიონსა და ქალაქში არ დაუშვებს სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას. მან ასევე თქვა, რომ „ნაციონალების“ არცერთი ნარჩენი არ უნდა დატოვონ”. ამას ემატება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 ივნისის განცხადება, სადაც ყოველგვარი გამოძიების ჩატარების გარეშე უარყოფილია საარჩევნო კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტები. ასეთ პირობებში, არ არის გასაკვირი, რომ კვლავ ვრცელდება ინფორმაცია სავარაუდოდ ზეწოლის შედეგად ოპოზიციის კანდიდატების მიერ მათი რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე.  

2014-06-02 18:06 სრულად ნახვა