საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია/GYLA და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი/CIPDD იწვევენ სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და თბილისიდან ტრენინგ-სემინარში „ახალი ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში: ჰოლანდიური გამოცდილების გაზიარება“ მონაწილეობის მისაღებად.
2014-06-02 17:45 სრულად ნახვაშეშფოთებას გამოვთქვამთ 28 მაისის ღამეს, გარდაბანში მომხდარი ინციდენტის თაობაზე, როდესაც ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ გარდაბნის რაიონში მცხოვრები მოქალაქეთა ჯგუფები. შეტაკება იმდენად სერიოზული იყო (თვითმხილველების თქმით დაპირისპირებაში დაახლოებით 300 ადამიანი მონაწილეობდა), რომ საინფორმაციო სააგენტოების მონაცემებით, მდგომარეობის განმუხტვისთვის სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება გახდა აუცილებელი.
2014-05-30 13:26 სრულად ნახვაბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატები, რომლებიც პროპორციული ან მაჟორიტარული სიით აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, საკუთარ კანდიდატურებს ზეწოლის შედეგად ხსნიან. ასეთ ფაქტებზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები საუბრობენ და არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაბამის ინფორმაციასაც.
2014-05-30 13:19 სრულად ნახვაგვსურს გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ აბაშიძის #22-ში მდებარე ლიტერატურულ კაფეში. ზურაბ ჭიაბერაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრია. ის პარტიის წარმომადგენელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის შექმნილ უწყებათაშორის კომისიაში.
2014-05-27 17:33 სრულად ნახვა"რიგით მოქალაქეს, რომელმაც გახსნა სხვისი საფოსტო გზავნილი, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვის ვადით, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომელმაც ინტერნეტში განათავსა სხვისი პირადი, ინტიმური ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალა, შეეფარდა მხოლოდ პირობითი მსჯავრი." კამპანია ,,ეს შენ გეხება"
2014-05-23 16:51 სრულად ნახვა2014 წლის 21 მაისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ინიციატივით მოწვეული სხდომა, რომელზეც დღის წესრიგის თანახმად, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა იგეგმებოდა (გადატვირთულობის პრობლემა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რეზერვში მყოფი მოსამართლეების დანიშვნის საკითხი) ჩაიშაილა. სხდომის ჩაშლის მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ საბჭოს მოსამართლე წევრებიდან სხდომას არც ერთი მათგანი არ დაესწრო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საბჭოს სხდომა მოწვეულ იქნა არამოსამართლე წევრების ინიციატივით. თუმცა, ეს ინიციატივა არა თუ მხარდაჭერილ არ იქნა მოსამართლე წევრების მხრიდან, არამედ, როგორც აღვნიშნეთ, მისი სრული იგნორირება მოხდა. როგორც საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა განმარტეს, საბჭოს ყველა წევრი სხდომის შესახებ წინასწარ ინფორმირებული იყო.
2014-05-23 13:33 სრულად ნახვაგასულ კვირაში საქართველოს პარლამენტში ინტენსიურად მიმდინარეობდა საკანონმდებლო პაკეტის განხილვა, რომელიც ფარული მიყურადებისა და თვალთვალის რეგულაციებში პროგრესული ცვლილებების შეტანას ისახავს მიზნად. საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს და პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა. კანონპროექტი პირველი მოსმენით განხილულ იქნა პლენარულ სხდომაზეც, თუმცა, სამწუხაროდ, კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტმა მისი მიღება ვერ მოახერხა.
2014-05-20 16:19 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. წინასაარჩევნო პროცესებს საია თბილისსა და საქართველოს რვა რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და სამეგრელოში ახორციელებდა
2014-05-20 12:36 სრულად ნახვა2014 წლის 16 მაისს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საიას მიერ წარდგენილი განცხადება განიხილა, რომელიც თბილისის მერიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სავარაუდო ფაქტებს ეხებოდა. ზეპირი მოსმენის შედეგად ცესკომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხდება დააკმაყოფილა. ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მერიის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგა საქართველოს ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტზე, რაც ამავე კოდექსის 88-ე მუხლის თანახმად სამართალდამრღვევ პირთა მიმართ შესაბამის სანქციას ითვალისწინებს.
2014-05-17 21:27 სრულად ნახვა2013 წლის 17 მაისი მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა ჩვენს სოციალურ-პოლიტიკურ რეალობაში. ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან (აიდაჰო) დაკავშირებით დაგეგმილი აქციის საწინააღმდეგოდ, სასულიერო პირებისა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მიერ ჩატარებულმა კონტრდემონსტრაციამ მასშტაბური ძალადობის სახე მიიღო. ამით, ის კონფლიქტში შევიდა არსებულ სამართლებრივ წესრიგსა და ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც საჯარო-პოლიტიკური სივრცის სეკულარიზაციისა და ადამიანების, როგორც უმაღლესი ფასეულობის თავისუფლების, ღირსებისა და თანასწორობის დაცვის იდეებს ეფუძნება.
2014-05-17 10:24 სრულად ნახვა