დღეს, 6 მაისს, 11:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საქართველოს მთავარ პროკურატურას საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყების შესახებ განცხადებით მიმართა.
2014-05-06 13:40 სრულად ნახვასაიას თბილისის ოფისის დახმარებით მეწარმეს უკანონოდ ჩამორთმეული საქონლის ღირებულება _ 77 161.20 ლარი აუნაზღაურდება საიას თბილისის ოფისი იურიდიულ დახმარებას უწევდა ბ.ქ.-ს. ბ.ქ. წარმოადგენდა ინდივიდუალურ მეწარმეს, რომელსაც საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საგადასახადო მოთხოვნა ბათილად იქნა ცნობილი და ბ.ქ.-ს მიეცა უფლება უკან დაებრუნებინა ჩამორთმეული ქონება.
2014-05-05 11:44 სრულად ნახვამთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანიაში „ეს შენ გეხება“ ჩართული ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა. პრემიერმინისტრის თქმით, „ის ვარიანტი, რაც წარმოადგინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, იყო, პირდაპირი მნიშვნელობით, კატასტროფის ტოლფასი და საფრთხეს შეუქმნიდა მთლიანად სამართალდამცავი სისტემის, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის გამართულად, ეფექტურად მუშაობას.“ მისივე განცხადებით, „მაშინ, როცა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის იმიჯის განმტკიცება ხდება, ჩვენ ყოველ მხრივ ვაჩვენებთ პროგრესს, ეს ადამიანები გამოდიან და პირდაპირ ამბობენ, ყველას გასაგონად, თავისი რეკლამებით - და რეკლამებში ხარჯავენ ათასობით, ასი ათასობით ლარს იმისათვის, რომ შეარყიონ ქვეყნის იმიჯი... ამას მე ვუწოდებ ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას. მიზანმიმართული კამპანია, რომ დღეს ყველას უსმენენ, სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული და ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს. არსებობს მტკიცე პოლიტიკური ნება და ეს მანკიერი პრაქტიკა აღმოიფხვრა.
2014-05-01 19:52 სრულად ნახვაროგორც ცნობილია, 2014 წლის 25 აპრილს პოლიციამ ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, ასევე მუნიციპალიტეტის სამი სოფლის რწმუნებული, „ქართული ოცნების“ წევრები და მოქალაქეები, სულ 17 პირი დააკავა. საია დაკავებულთაგან ხუთი პირის, მათ შორის, დავით ქევხიშვილის ინტერესებს იცავდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 28 აპრილს საიამ განცხადება გაავრცელა.
2014-05-01 13:24 სრულად ნახვა1 მაისს მშრომელთა საეთაშორისო დღე აღინიშნება. შრომის უფლება სოციალური უფლებების უმნიშვნელოვანესი ნაწილია და უკავშირდება სოციალური სახელმწიფოს არსს, რომლის მთავარი მიზანი ადამიანის ღირსეული ყოფის უზრუნველყოფაა. საქართველოს კონსტიტუცია იცავს შრომის უფლებას, რაც მოიცავს ადამიანის შესაძლებლობას დასაქმდეს მისი ნებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, არ დაექვემდებაროს იძულებით, დამამცირებელ ან ღირსებაშემლახავ შრომით გარემოს.
2014-04-30 18:26 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა დასკვნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს რეფორმირებას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისიწნებით.
2014-04-30 17:18 სრულად ნახვასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებამდე 1 თვით ადრე საქართველოს პარალმენტში პლენარული სხდომები არ გაიმართება, შესაბამისად, ფარულ მიყურადებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციები განხილვა და მიღება შესაძლოა გადავადდეს.
2014-04-29 12:00 სრულად ნახვა2014 წლის 28 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ თბილისში მაცხოვრებელი 6 მოქალაქის სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მოსარჩელეები ითხოვენ, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხოლოდ პარტიას და საარჩევნო ბლოკს აძლევს უფლებას, წარადგინონ მერობის და გამგებლობის კანდიდატები. არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ პარტიულ კანდიდატთან შედარებით დამოუკიდებელი კანდიდატის არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებით სადავო ნორმები არღვევენ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ დისკრიმინაციისაგან აკრძალვის უფლებას.
2014-04-29 10:53 სრულად ნახვაარასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციები ხელისუფლებას "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, მოუწოდებენ, გაითვალისწინონ სახალხო დამცველის, სამოქალაქო საზოგადოებისა და რელიგიური ორგანიზაციების მოთხოვნები დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმების შესახებ და საქმით აჩვენონ ქვეყანაში თანასწორი, სოლიდარული გარემოს შექმნისთვის მზადყოფნა. მიმართვას ხელს აწერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები, ჯამში 40-მდე ორგანიზაცია.
2014-04-28 12:37 სრულად ნახვაროგორც ცნობილია, 2014 წლის 25 აპრილს პოლიციამ ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დააკავა. მასთან ერთად დააკავეს მუნიციპალიტეტის სამი სოფლის რწმუნებული, „ქართული ოცნების“ წევრები და მოქალაქეები, სულ 17 პირი. მუნიციპალიტეტის გამგებელი წვრილმანი ხულიგნობის, ხოლო მისი მხარდამჭერები როგორც წვრილმანი ხულიგნობის, ასევე პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით იქნენ დაკავებულნი. გამგებლის მხარდამჭერები დააკავეს მაშინ, როდესაც მათ გამგებლის დაკავება ქუჩაში გააპროტესტეს. პოლიციის განცხადებით, დაკავებულებმა საკრებულოს წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს. იმავე დღეს გამგებელს სასამართლომ ჯარიმის სახით 100 ლარი, ხოლო მის მხარდამჭერებს 400 ლარი შეუფარდა. საიას თელავის ოფისის ადვოკატი სასამართლო პროცესზე დაკავებულთაგან 5 პირის, მათ შორის დავით ქევხიშვილის, ინტერესებს იცავდა.
2014-04-28 10:14 სრულად ნახვა