"ეს შენ გეხება-ისვე გვისმენენ" კამპანიაში გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანისა და საქართველოს პარლამენტის წევრის, თამარ კორძაიას განცხადებებს, სადაც ღია მხარდაჭერაა გამოხატული ფარული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით. ასევე, კამპანიის მონაწილეები მადლობას უხდიან პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც კანონპროექტის შექმნის და დახვეწის პროცესში მონაწილეობდნენ, ან მხარი დაუჭირეს ამ ინიციატივას.
2014-04-10 17:42 სრულად ნახვასაქართველოს კონსტიტუციის 14-ე მუხლის თანახმად ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.” კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპის პრაქტიკაში უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური კანონმდებლობის შექმნა.
2014-04-09 17:14 სრულად ნახვასაიას დახმარებით კიდევ რამდენიმე საჯარო მოხელე აღდგენილ იქნა თანამდებობაზე • საიას თბილისის ოფისი საადვოკატო დახმარებას უწევდა ლ.ს-ს. იგი ერთ-ერთ სამინისტროში სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა, თუმცა 2012 წლის დეკემბერში მისი გათავისუფლება მოხდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლ.ს-ს სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ იქნა ცნობილი, შესაბამისად, მოპასუხე სამინისტროს მისი სამსახურში აღდგენა დაევალა და იძულებითი განაცდურის სახით კანონით დადგენილი 3 თვის ხელფასის ანაზღაურება.
2014-04-07 18:44 სრულად ნახვამედიით გავრცელებული ინფირმაციის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ინიციატივით, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ვალდებულებების შესრულების, კერძოდ კი, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ცვლილებების გატარების მიზნით, უწყებათაშორისი დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომლის შემადგენლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები შევლენ.
2014-04-07 13:58 სრულად ნახვაუახლოეს მომავალში დაინიშნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რა მომენტიდანაც ოფიციალურად დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია. მომავალი არჩევნები არის უპრეცედენტო, რადგანაც ადგილობრივ დონეზე საკრებულოს წევრებისა და მერების/გამგებლების არჩევა ხდება, რაც დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების მოწოდებების მიუხედავად, არ მოხდა მერების/გამგებლებისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის გადახედვა, ძირეულად არ შეცვლილა საარჩევნო სისტემა - კვლავ პრობლემურია მრავალმანდატიანი ოლქების არარსებობა და გამგებლებისა და მერების არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მონაწილეობის აკრძალვა.
2014-04-02 08:17 სრულად ნახვასამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის ეფექტურად, ობიექტურად გამოძიების აუცილებლობაზე საიას არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება. ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები მიუთითებენ სამართალდამცავთა მიერ მათ წინააღმდეგ ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაზე, იარაღის ან ნარკოტიკების ჩადებაზე, არჩადენილი დანაშაულის აღიარების იძულებაზე და ა.შ.
2014-04-02 06:24 სრულად ნახვადღეს, 1 აპრილს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ და სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში მრგვალი მაგიდა გამართა, სადაც წარმოადგინა 2014 წელს საარჩევნო კოდექსში განხორცელებული ცვლილებების ანალიზი.
2014-04-01 08:03 სრულად ნახვა2012 წლის 24 თებერვალს სამაუწყებლო კომპანია „ტელეარხ 25“-ის მესაკუთრეების ნათესავებს, პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად გადაეცათ დაახლოებით 4 მილიონი ლარის ღირებულების სხვადასხვა სახელმწიფო ქონება. იმავე დღეს საჯარო რეესტრში დაფიქსირდა ტელეკომპანიის მესაკუთრეების მიერ კუთვნილი წილების გასხვისების ფაქტი. აღნიშნული ფაქტი აღძრავდა ეჭვებს - ჰქონდა თუ არა ადგილი სავარაუდო დანაშაულებრივ შეთანხმებას წილების მესაკუთრეებს, მყიდველებსა და სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გადამცემ თანამდებობის პირებს შორის.
2014-04-01 06:20 სრულად ნახვაბოლო დღეების განმავლობაში მედია საშუალებებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, თანაინვესტირების ფონდის მიერ, თბილისში ე.წ. „პანორამა თბილისის“ პროექტის განხორციელების შესახებ. პროექტის ინვესტიციის სავარაუდო მოცულობა ნახევარ მილიარდ აშშ დოლარს აჭარებებს.
2014-04-01 03:35 სრულად ნახვაგვსურს გამოვეხმაუროთ 31 მარტს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, პარლამენტის წევრ ნუგზარ წიკლაურს გამთენიისას მის საცხოვრებელ სახლთან უცნობი პირები დახვდნენ, და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დეპუტატის თქმით, ადგილი ჰქონდა მისი გატაცების მცდელობასაც.
2014-03-31 11:10 სრულად ნახვა