საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება ეროვნულ დემოკრატიული პარტიის მიერ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული ორგანული კანონის პროექტს - “საქართველოს საარჩევნო კოდესში” ცვლილებებისა და დამატებების შესახებ”, რომელის მიზანია წინასაარჩევნო აგიტაციაში საჯარო მოხელეების მონაწილეობის შეზღუდვა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა.აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ედპ-ს მიერ წარდგენილი კანონპროექტი ეყრდნობა საიას მიერ მომზადებული რეკომენდაციების ნაწილს “წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხებთან დაკავშირებით”, რომელიც საიამ 2009 წლის ნოემბერში საარჩევნო კოდექსის რეფორმაზე მომუშავე პოლიტიკურ პარტიებს წარუდგინა.
2009-12-04 12:59 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი და სამოქალაქო სამართლის ჯგუფი გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე - სჭირდება თუ არა საქართველოს ახალი კონსტიტუცია?ჩვენი საპატიო სტუმრები, ბატონი დავით უსუფაშვილი და ბატონი ავთანდილ დემეტრაშვილი სამოქალაქო სამართლის ჯგუფის სტუდენტებთან ერთად მიმოიხილავენ საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, მისი შემუშავების ისტორიას და ახალი კონსტიტუციის კონტურებს. მსჯელობა გაიმართება იმაზე, თუ რა როლი ეკისრება ქვეყნის ძირითად კანონს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ბალანსის შენარჩუნების პროცესში, რამდენად ასრულებს მოქმედი კონსტიტუცია ამ მისიას და რა მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოფს ამას ახალი კონსტიტუცია.
2009-12-04 11:55 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს 2009 წლის 25 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარატამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს წარმომადგენლების მიერ გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტის – თედო ჯორბენაძის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებას. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ ხელყოფად აფასებს ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ მუქარას მისი სექსუალური ორიენტაციის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალის გავრცელების შესახებ.
2009-11-27 15:50 სრულად ნახვა2009 წლის 22 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა დამატებები შეიტანა ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონში. საკონსტიტუციო სამართალწამოებაში ,,სასამართლოს მეგობრის” ინსტიტუტი შემოიღეს. აღნიშნული უფლებას აძლევს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულ საქმეთან დაკავშირებით წერილობითი მოსაზრება წარუდგინოს.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კანონში შესული ცვლილებების შემდეგ პირველია, რომელმაც ამ შესაძლებლობით ისარგებლა. 2009 წლის 26 ნოემბერს საიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინა წერილობითი მოსაზრება სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით. წერილობითი მოსაზრება ასევე გაეგზავნა, როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარეს.
2009-11-26 12:48 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მშვიდობიანი შეკრების უფლების უხეშ ხელყოფად აფასებს 23 ნოემბერს მოძრაობა ,,7 ნოემბრის” სამი წევრის, ირაკლი კორძაიას, დაჩი ცაგურიას და ჯაბა ჯიშკარიანისათვის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების განხორციელებისათვის ხელის შეშლის ფაქტს. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება “წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.”
2009-11-24 15:38 სრულად ნახვა18 ნოემბერს შედგა საიას გამგეობის სხდომა, რომელიც XVI საერთო კრების შემდეგ პირველად ჩატარდა.ტრადიციისამებრ, ნოემბრის გამგეობის მთავარი საკითხი თავმჯდომარის არჩევა გახლდათ.
2009-11-22 15:54 სრულად ნახვა2009 წლის 9 ნომბერს საქართველოს პარლამენტსა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად საფუძველი ჩაეყარა საქართველოს პარლამენტის შესაძლებლობათა განმტკიცების ოთხწლიანი პროგრამის განხორციელებას. პარლამენტებისა და დემოკრატიის ვესტმინსტერის კონსორციუმი (he Westminster Consortium for Parliaments and Democracy), საპარლამენტო განმტკიცების პროგრამას მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში – საქართველო, უკრაინა, ლიბანი, უგანდა და მოზამბიკი – ახორციელებს (www.wfd.org).
2009-11-10 09:14 სრულად ნახვა2006 წლის მარტიდან საია საადვოკატო დახმარებას უწევდა მოქალაქე გ.ქ.-ს. საქმე მდგომარეობდა შემდეგში:2002 წლის 18 მარტს 12 წლის გ.ქ. გაუკეთდა B-ჰეპატიტის საწინააღდმედგო პროფილაქტიკური აცრა. აცრას წინ უსწრებდა წინასწარი გამოკვლევა, რომლითაც დგინდებოდა, რომ ბავშვი ჯანმრთელი იყო. აცრა განხორციელდა წალენჯიხის ბავშთა პოლიკლინიკის უბნის პედიატრის მიერ. ასაცრელ მასალას წარმოადგენდა კორეული წარმოების ვაქცინა სახელწოდებით Hepavax-Gene, რომელიც შემოტანილ იქნა ჰუმანიტარული მისიით საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენლობის მიერ. აცრიდან მესამე დღეს ბავშვმა სკოლაში ყოფნის დროს იგრძნო ძლიერი ტკივილი კეფის არეში, დაეწყო ღებინება, კოორდინაციის დარღვევა და ხმის ტემბრის ძლიერი შეცვლა. ბავშვი სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი სახლში და მას სასწრაფო დახმარებით გამოძახებული მორიგე ექიმის მიერ ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება, თუმცა მას შედეგი არ მოჰყოლია. ბავშვს განუვითარდა ტეტრაპარეზი (ზედა და ქვედა კიდურების პარალიზი) და ჩავარდა კომაში. როგორც გამოირკვა B-ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინას გააჩნია ისეთი გვერდითი შედეგები, როგორიცაა: საერთო სისუსტე, ალერგიული რეაქციები, დაბალი არტერიული წნევა, სუნთქვის გაძნელება, აუტოიმუნური დაავადება, პარეზები, გიემბარეს სინდრომი, გაფანტული სკლეროზი და კიდევ მრავალი სხვა. საქართველოში UNICEF-ის მიერ ისე მოხდა ვაქცინის შემოტანა, რომ პრეპარატს არ გააჩნდა აღნიშვნა, მისი გამოყენების შედეგად შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ.
2009-11-09 10:18 სრულად ნახვა2009 წლის 6-8 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ GTZ- ის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით ჩაატარა ოლიმპიადა „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის“ მთელი საქართველოს მასშტაბით.ოლიმპიადამ ტრადიციული სახე მიიღო და ბოლო სამი წელია ტარდება ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადდა კონკურსი. სულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 50-მდე გუნდმა მთელი საქართველოს მასშტაბით.
2009-11-08 15:31 სრულად ნახვადღეს ორი წელი სრულდება 2007 წლის 7 ნოემბრის ტრაგიკული მოვლენებიდან, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა უკანონოდ, გადამეტებული ძალის გამოყენებით დაშალეს მშვიდობიანი მომიტინგეები, დაარბიეს დამოუკიდებელი ტელევიზია და გაანადგურეს მისი აპარატურა, გამოიყენეს მოცემული დროისთვის კანონით აკრძალული სპეციალური საშუალებები, რის შედეგადაც 500-მდე ადამიანი დაშავდა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ფორმალურად აღიარა 7 ნოემბერს დაშვებული შეცდომები, ჯერ არ მომხდარა აღნიშნული მოვლენების ადეკვატური და სრულყოფილი გამოძიება, არ გამოვლენილან და დასჯილან მშვიდობიან მომიტინგეთა დარბევის უკანონო ბრძანების გამცემი და შემსრულებელი პირები.
2009-11-07 15:07 სრულად ნახვა