საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საადვოკატო დახმარება გაუწია მოქწალაქე ს.რ.-ს, რომელსაც შეუწყდა მარჩენალის შრომის პენსია სრულწლოვანების მიღწევის გამო, იმის გაუთვალისწინებლად, რომ ს.რ.-ი იყო სტუდენტი, რაც საქართველოს მოქმედი კანონმდებლით, პენსიის 23 წლის ასაკამდე გაგრძელების საფუძველია. ს.რ.-ს უარი განუცხადეს პენსიის აღდგენაზე. I და II სასამართლო ინტანციებში საქმის განხილვის შედეგად საიას სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
2009-10-31 10:09 სრულად ნახვაბატონო დიმიტრი,გაცნობებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს რამდენიმე კოლექტიური განცხადებით მომართეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის #7 საერთო, მკაცრი და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში მყოფმა მსჯავრდებულებმა.
2009-10-27 20:00 სრულად ნახვასაია ეხმიანება ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ ინიციატივას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს პარტიული ნიშნით დაკომპლექტების შესახებ და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური გავლენისაგან დამოუკიდებლობის პრინციპს და წინააღმდეგობაში მოდის მაუწყებლობის შესახებ საქართევლოს კანონთან შემდეგი გარემოებების გამო:
2009-10-20 20:00 სრულად ნახვა2008 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა პარლამენტის წინააღმდეგ. საია ითხოვს ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას. აღნიშნული ნორმის შესაბამისად: ,,თუ ოპერატიული ინფორმაცია პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ მოითხოვს დამატებითი მონაცემების შეგროვებას, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით, პროკურორის თანხმობით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე.”
2009-10-16 20:00 სრულად ნახვა6 ოქტომბერს საიამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ “სამართლიანი არჩევნები” ერთობლივად განხორციელებული პროექტის - “დემოკრატიული ინსტიუტების ხელშეწყობა სამართლიანი საარჩევნო პროცესებისა და აქტიური სამოქალაქო მონაწილეობის გზით” – ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართეს.
2009-10-06 14:32 სრულად ნახვა26 სექტემბერს, დილის 5 საათზე, ხაშურში ავტოკატასტროფა მოხდა. მანქანაში სულ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა:საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის 25 წლის ადვოკატი გენო ქარცივაძე და მისი მეგობარი ზვიად სურმანიძე თბილისში მოსამართლის გამოცდის ჩასაბარებლად მიდიოდნენ. მათთან ერთად გენოს თანამშრომელი გია და მეოთხეკლასელი გოგონა - გენოს ბიძაშვილი მგზავრობდნენ.
2009-09-29 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უკვე ტრადიციულად აღნიშნა ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე.28 სექტემბერს საიას ოფისში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე „ცოდნის უფლება - ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში“.
2009-09-28 20:00 სრულად ნახვა28 სექტემბერს მსოფლიო ცოდნის უფლების, იგივე ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო ქსელმა , რომლის წევრიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა, გაავრცელა 2009 წლის მთავარი მიღწევების ჩამონათვალი ინფორმაციის თავისუფლების სფეროში.
2009-09-27 20:00 სრულად ნახვა25 სექტემბერს საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში სტუდია ”მონიტორი”-ს მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო. ფილმი წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებას ბათუმში მდებარე ე.წ. ხოფის ბაზრობის მეპატრონეებისთვის ჩამორთმევის ფაქტების შესახებ.
2009-09-24 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ა.წ. 21 სექტემბრის განცხადებას სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციის ერთი წარმომადგენლის დასახელების შესახებ. კერძოდ, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ბატონმა შაშკინმა განაცხადა:
2009-09-21 20:00 სრულად ნახვა