მოქალაქე ს. რ.-ი სოციალური სუბსიდიების სააგენტოს წინააღმდეგ
2009-10-31 10:09
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საადვოკატო დახმარება გაუწია მოქწალაქე ს.რ.-ს, რომელსაც შეუწყდა მარჩენალის შრომის პენსია სრულწლოვანების მიღწევის გამო, იმის გაუთვალისწინებლად, რომ ს.რ.-ი იყო სტუდენტი, რაც საქართველოს მოქმედი კანონმდებლით, პენსიის 23 წლის ასაკამდე გაგრძელების საფუძველია. ს.რ.-ს უარი განუცხადეს პენსიის აღდგენაზე. I და II სასამართლო ინტანციებში საქმის განხილვის შედეგად საიას სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
2009 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ს.რ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დაევალა გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს.რ-სათვის შეწყვეტილი მარჩენალდაკარგულის პენსიის აღდგენის თაობაზე და ასევე აანაზღაუროს მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი, კერძოდ მარჩენალდაკარგულის პენსიის ანაზღაურება შეწყვეტის მომენტიდან პენსიის აღდგენამდე პერიოდისათვის.