საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ჩვენთვის მიუღებელია ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება, იმისდა მიუხედავად, თუ ვინ დგას ძალადობის უკან. უკანსკნელ დღეებში საზოგადოება მომსწრე გახდა, როგორ ოპერატიულად და ეფექტურად განახორციელა საქართველოს ხელისუფლებამ პარლამენტთან და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრთან მომხდარ ინციდენტებში მონაწილე პირების დაკავება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოთქვამს იმედს, რომ ხელისუფლება მსგავსი ოპერატიულობით გამოიძიებს და შესაბამის პასუხისმგებლობას დააკისრებს 15 ივნისს, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკ დარბევაში მონაწილე პირებს.
2009-06-15 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს 2009 წლის 10 ივნისს გაზეთ "გურია-ნიუსის" ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩოხატაურის რაიონის სამმართველოში განხორციელებულ ძალადობის ფაქტს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტების მიმართ დამკვიდრებული დაუსჯელობის სინდრომის პირდაპირი შედეგია.
2009-06-10 20:00 სრულად ნახვაკაცობრიობის განვითარების თანამედროვე ეტაპზე გარემოს დეგრადაციის ტემპმა არნახულ მასშტაბებს მიაღწია. გაერო-ს შეფასებით, გარემოს დეგრადაცია ერთ-ერთი მთავარია იმ ფაქტორებს შორის, რომელიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას. ამდენად, გაერო-მ ათასწლეულის განვითარების მიზნად გლობალური ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება დაისახა და ეს ძირეულად დაუკავშირა დემოკრატიის განვითარებას, სიღარიბის დაძლევასა და ადამიანთა კეთილდღეობის შენარჩუნებას. პროგრესულმა საზოგადოებამ, გაისიგრძეგანა რა არსებული საფრთხეები, 21-ე საუკუნეში უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭა გარემოს დაცვას.
2009-06-04 20:00 სრულად ნახვა1 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულების (ე.წ. ავჭალის კოლონია) პატიმრებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
2009-06-01 20:00 სრულად ნახვაადამიანის უფლებათა დაცვა და ეფექტიანი უზუნველყოფა დაარსების დღიდან წარმოადგენდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას. სახელმწიფოს მხრიდან შელახული უფლებების აღდგენაში რიგითი მოქალაქეების მხარდაჭერა კვალავაც რჩება საიას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.
2009-05-27 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის მოწოდებას რკინიგზისა და აეროპორტის სრული ბლოკირების შესახებ და გამოთქვამს შეშფოთებას, რომ აღნიშნული ქმედება შეიძლება გასცდეს კანონით დაშვებულ ფარგლებს.
2009-05-26 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს 25 მაისს, 03:05 წთ-ზე ტელეკომპანია მაესტროში მომხდარ ინცინდენტს, რომლის დროსაც ტელეკომპანიის შესასვლელთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.
2009-05-24 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ “შსს-ს პასუხს დემონსტრაციების მსვლელობის დროს გამოთქმული ბრალდებების შესახებ.” შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უფლებათა დარღვევის კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით “დაზარალებულებს პოლიციისთვის არ მიუმართავთ.
2009-05-12 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უკვე არაერთი განცხადება გააკეთა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ კანონდარღვევებზე.
2009-05-11 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის უარყოფით დამოკიდებულებას მედიაში მიმდინარე პროცესების მიმართ. ამჯერად, ყურადღებას ვამახვილებთ ტელეკომპანია “იმედიდან” ანა გოჩაშვილის წარმოსვლისა და ორი თანამშრომლის დათხოვნის ფაქტზე.
2009-05-08 20:00 სრულად ნახვა