„ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის“
2009-11-08 15:31
2009 წლის 6-8 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ GTZ- ის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით ჩაატარა ოლიმპიადა „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის“ მთელი საქართველოს მასშტაბით.
ოლიმპიადამ ტრადიციული სახე მიიღო და ბოლო სამი წელია ტარდება ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადდა კონკურსი. სულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 50-მდე გუნდმა მთელი საქართველოს მასშტაბით.
წინასწარ შეთავაზებული კაზუსის ფარგლებში მომზადებული სარჩელისა და შესაგებლის საფუძველზე მოხდა საუკეთესო 8 გუნდის გამოვნელა.
ოლიმპიადა გახსნა და დახურა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა, ხოლო თითოეულ თამაშს აფასებდა ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, ბესიკ ლოლაძე.
ილიმპიადაში მონაწილე გუნდებს გადაეცაც ორგანიზატორების მიერ დაწესებული სამახსოვრო პრიზები.
გამოვლინდა, როგორც გამარჯვებული გუნდი( თსუ- გიგი ჩიხლაძე, გიორგი ჩიტიძე და ირაკლი ქსოვრელი), ასევე დასახელდა ოლიმპიადის საუკეთესო მოსარჩელე (CSL ბაქარ ფალავანდიშვილი) და მოპასუხე (თსუ- სოფიკო ლოქაბიძე).