სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობოები პრეზიდენტს მიმართავენ

30 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება გავასაჩივრეთ და მოვითხოვეთ, სასამართლომ ბათილად ცნოს საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილება N987-II გორის, ამბროლაურის,  მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების  შექმნის შესახებ.

2017-06-30 16:50 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტის დადგენილება სასამართლოში გაასაჩივრეს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება თვითმმართველი ქალაქების სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების შესახებ სასამართლოში გაასაჩივრეს. ორგანიზაციები მოითხოვენ, სასამართლომ ბათილად ცნოს საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილება N987-II, რომლითაც გორის, ამბროლაურის,  მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები შეიქმნა.

2017-06-30 14:52 სრულად ნახვა

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების აპარატის თანამშრომლები შესაძლოა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიღმა დარჩნენ

საქართველოს პარლამენტი განიხილვას „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტს, რაც გულისხმობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საკადრო პოლიტიკის მარეგულირებელი ნორმების გავრცელების შეზღუდვას ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების აპარატის წევრებზე, კერძოდ მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია თავად განსაზღვროს

2017-06-30 13:15 სრულად ნახვა

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობა სისტემურად უნდა გადაიხედოს

საია მიიჩნევს, რომ დროის დაკონკრეტებამ შესაძლოა, მართლაც აღმოფხვრას ვადის გამოთვლასთან დაკავშირებული სირთულეები, თუმცა, წარდგენილი ცვლილებებით კვალავ შენარჩუნებულია სამუშაო და არასამუშაო დროს დაკავების განსხვავებული ვადები,[1] რასაც არ აქვს შესაბამისი ლეგიტიმური მიზანი. 

2017-06-29 10:48 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები: საქართველოს დემოკრატიული განვითარება საფრთხეშია

გიგზავნით ამ წერილს, რათა შეგატყობინოთ საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტიის მეტად საზიანო ქმედებების შესახებ, რომლებსაც აუცილებლად უარყოფითი ზეგავლენა ექნება ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხზე და რაც, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური ძალაუფლების კონსოლიდაციის საშიშ მცდელობას წარმოადგენს.

2017-06-27 16:24 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესატან ცვლილებებზე

5 ივნისს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილების შეტანას საქართველოს ორგანულ კანონში „საარჩევნო კოდექსში“.

2017-06-26 11:48 სრულად ნახვა

საიამ საქართველოს პარლამენტს სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით 2 საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (შემდგომში საია) საქართველოს პარლამენტს სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით 2 საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. პირველი საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს საქართველოს შრომის კოდექსით ზეგანაკვეთური სამუშაოს ზედა ზღვრის დადგენას და შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებიდან „სხვა ობიექტური გარემოების“ ამოღებას, ხოლო მეორე საკანონმდებლო წინადადება უზრუნველყოფს სახელმწიფო პენსიის დანიშვნას პენსიაზე უფლების წარმოშობის თვიდან.

2017-06-22 17:11 სრულად ნახვა

საია შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის გამკაცრებას ითხოვს

საია-მ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები საქართველოს პარლამენტს წარუდგინა.

2017-06-22 11:45 სრულად ნახვა

საარჩევნო სისტემაზე მმართველი პარტიის გადაწყვეტილება მიუღებელია

19 ივნისს ცნობილი გახდა მმართველი გუნდის გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეინარჩუნოს შერეული საარჩევნო სისტემა და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოხდეს 2024 წლის არჩევნებისთვის. ამასთან, უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით 2020 წლის არჩევნებისთვის ბარიერი ერთჯერადად 3%-მდე შემცირდება. ამავე დროს, ძალაში დარჩება გადაწყვეტილება საარჩევნო ბლოკების გაუქმების შესახებ.  

2017-06-21 12:09 სრულად ნახვა

საიას თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა და სტაჟიორთა კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ

საიას იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, კონკურსის პირველი ეტაპი - (კაზუსების ამოხსნა) ჩატარდება რამდენიმე ნაკადად. გთხოვთ, თანდართულ დოკუმენტში იხილოთ შესაბამისი გადანაწილებები.

2017-06-20 13:43 სრულად ნახვა