სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საინფორმაციო ბიულეტენი #1

2017-08-25 11:32
Featured image

მიუხედავად იმისა რომ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაწყებული არ არის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგი 1 ივნისს დაიწყო.

საია წინასაარჩევნო პერიოდს სათაო და რეგიონული ოფისების მეშვეობით, თბილისსა და საქართველოს რვა რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და სამეგრელოში აკვირდება.

მონიტორინგის მიზანს, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - „საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის“ ფარგლებში ხორციელდება, წარმოადგენს ხელი შეუწყოს:

ობიექტური, სამართლიანი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიების, სამართლიანი სასამართლოსა და ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას და უზრუნველყოს ინკლუზიური და კონკურენტული საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა ქალების, შშმ პირებისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის. ასევე, გამჭვირვალე საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა, კერძოდ კი საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებსა და ტენდენციებზე და ყურადღების გამახვილება ხარვეზებზე, რომელიც თან ახლავს საარჩევნო პროცესებებს. საარჩევნო კანონმდებლობაში პრობლემების იდენტიფიცირება და არჩევნების დასრულების შემდეგ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ადვოკატირება.

დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში ორგანიზაცია შესაბამის ინფორმაციას თუ საჩივრებს წარადგენს საარჩევნო ადმინისტრაციაში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სხვა შესაბამის უწყებებში, კანონით გათვალისწინებული რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით.

ბიულეტენში ასახულია ის ფაქტები, მოვლენები და დარღვევები, რომლებსაც შეუძლიათ გარკვეული გავლენა მოახდინონ საარჩევნო გარემოზე. მასში მოყვანილი სავარაუდო დარღვევებისა და ფაქტების შესახებ ზოგიერთ ინფორმაციასთან დაკავშირებით საიას დამატებით აქვს გამოთხოვილი ინფორმაცია, რომლის ანალიზის შედეგებსაც, ასევე, გავაცნობთ საზოგადოებას.

წინამდებარე საინფორმაციო ბიულეტენი მომზადებულია (ივნისი - ივლისი 2017) USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის“ ფარგლებში.
 

ბიულეტენი იხ. თანდართულ ფაილში.