სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიციის მიერთანასწორობის მოძრაობის აქტივისტების ცემის ფაქტს ეხმაურებიან

2017-08-26 18:39
Featured image

ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციები და ჯგუფები უკიდურეს აღშფოთებას გამოვხატავთ ბათუმში„თანასწორობის მოძრაობის“ აქტივისტების, ლევან ბერიანიძისა და თორნიკე კუსიანის სავარაუდო ჰომოფობიური მოტივით ცემის,თვითნებური დაკავებისა და პოლიციის თანამშრომლების მიერ დამამცირებელი და არაადამინური მოპყრობის ფაქტებზე და პროკურატურას მოვუწოდებთ საქმის დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ, რათა უზრუნველყოფილი იქნას დამნაშავე პოლიციელების სამართლიანი დასჯა.ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვთხოვთ შესაბამისი პოლიციის თანამშრომლების უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებას და სამართალდარღვევის დადასტურების შემთხვევაში გათავისუფლებას, საპოლიციო სისტემის შიგნით კი - სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის ეფექტიანი პოლიტიკის გატარებასა და თანასწორობაზე დაფუძნებული საპოლიციო კულტურისდამკვიდრებას.   

2017 წლის 25 აგვისტოს, გამთენიისას, ქ. ბათუმში თორნიკე კუსიანს, ლევან ბერიანიძესა და მათ თანმხლებ სამ პირსუცნობმა პირმასავარაუდოდჰომოფობიისა და ტრანსფობიის ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფამიაყენადა ფიზიკურად გაუსწორდა. ძალადობრივ ინციდენტში გარშემო მყოფი სხვა პირებიც ჩაერთვნენ. დაზარალებულებმა დახმარებაშემთხვევის ადგილთან  მყოფ პოლიციისთანამშრომლებსსთხოვეს,თუმცა დანაშაულებრივი ინციდენტის დაფიქსირების მიუხედავად,პოლიციელებს არანაირირეაგირება არ მოუხდენიათ და დაზარალებულებს საპატრულო პოლიციაში დარეკვის შესაძლებლობაც არ მისცეს.ამის საპირისპიროდ, ლ. ბერიანიძედათ.კუსიანითვითნებურად დააკავესდამათ მიმართ მკვეთრადჰომოფობიური შინაარსის სიძულვილის ენა გამოიყენეს. დაკავებულებისთვისპოლიციისთანამშრომლებსარგანუმარტავთსაპროცესო უფლებები, დაკავებისმიზეზი დაარცტელეფონზედარეკვისსაშუალებამისცეს.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებაში გადაყვანის პროცესში კიდაკავებულ აქტივისტებზე პოლიციამიძალადა.მეტიც, პოლიციის განყოფილებაში ფიზიკური შემოწმებისას პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულებსგაშიშვლება მოსთხოვეს დაღირსების შემლახავ მოპყრობასთან ერთად, ჰომოფობიური შინაარსის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამასთან დაკავებულები მიუთითებენ, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში სამედიცინო შემოწმებისას ექიმმა გულგრილობა გამოიჩინა, ლევან ბერიანიძისთვის მიყენებული ფიზიკური დაზიანებები სრულყოფილად არ შეაფასა და არ ასახა შესაბამის დოკუმენტებში.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-6 განყოფილების თანამშრომლებმა ლგბტ თემის რამდენიმე წევრის მიმართ გამოვლენილ ძალადობასთან დაკავშირებით ასევე არ მიიღი  სათანადო ზომები და პოლიციამ მოძალადეების ნაცვლად, თავად დაზარალებულები დააკავა.[1] წარსულში ფიქსირდება რამდენიმე საქმე (მათ შორის, 2016 წლის 20 აგვისტოს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტის,პაატა საბელაშვილის თვითნებური დაკავების ფაქტი; წინა წლის ზაფხულშიპოლიციელების მიერ ტრანსფობიური მოტივით ერთ-ერთ თემის წევრის, რ.შ. ცემის ფაქტი), სადაცასევეჩანს აღნიშნული პოლიციის განყოფილების თანამშრომლების სავარაუდომონაწილეობა თვითნებური დაკავებისა და ჰომოფობიურიძალადობის ინციდენტებში.

ზემოთ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები ლევან ბერიანიძისა და თორნიკე კუსიანის მიმართ კერძო პირების მხრიდან სავარაუდო ჰომოფობიური მოტივით ცემასა და პოლიციის თანამშრომლების   მხრიდან ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილისა და მორალური ტანჯვის მიყენებით არაადამიანურ და ღირებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაზე მიუთითებს, რაცშესაბამისად წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის126-ე მუხლითა და 144 3-ე მუხლის მეორე ნაწილითგათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელიც ჩადენილია სსკ-ის 53 1-ე მუხლით გათვალისწინებული სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, შეუწყნარებლობის მოტივით.

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები წლების განმავლობაშიმიუთითებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის ერთიანი სტრატეგიისა და სისტემური პოლიტიკის არარსებობაზე,თუმცა, პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, უწყებას ხელშესახები რეფორმა ამ მიმართულებით არც კი დაუწყია. ჰომო/ბი/ტრანსფობიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული ხშირად პოლიციის ეფექტიანი რეაგირებისა და გამოძიების გარეშე რჩება, საპოლიციო სისტემის პირისპირ აღმოჩენილი უფლების დარღვევის მსხვერპლები კი, ჰომოფობიური პოლიტიკისა და საპოლიციო კულტურის გამო, განმეორებად ვიქტიმიზაციას განიცდიანს. მსგავს დანაშაულებშიიკვეთება ხოლმეპოლიციის მხრიდან ბრალის დაზარალებულებზე გადატანისა და მსხვერპლების დაკავების ტენდენცია. მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში პოლიცია თავად მიმართავს ძალადობას ლგბტი თემის წევრების მიმართ და თავის ჰომო/ბი/ტრანსფობიურ დამოკიდებულებას ყველაზე სასტიკი ფორმებით ავლენს.  

არსებული არაეფექტიანი, დისკრიმინაციული და რეპრესიული საპოლიციო პოლიტიკააძლიერებს საზოგადოებაში არსებულ ჰომო/ბი/ტრანსფობიურ წინასწარგანწყობებს, ქმნის დაუსჯელობის გარემოს და პოლიტიკური და სოციალური სივრციდანდისკრიმინირებული ჯგუფების გარიყვას განაპირობებს. საპოლიციო სისტემაში ინსტიტუციონალიზებული ჰომოფობია ლგბტი თემის სისტემურ ჩაგვრას აღრმავებს და თანასწორობის პოლიტიკის გატარებას შეუძლებელს ხდის. მსგავ ძალადობრივ ინციდენტებში პოლიციის თანამშრომლების მონაწილეობა ასუსტებს ლგბტი ადამიანებისა და სხვა ჩაგრული ჯგუფების ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და მათ ძალადობის პირისპირ მარტოებს ტოვებს.

ლევან ბერიანიძისა და თორნიკე კუსიანის საქმე ასევე მწვავედ ავლენს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის არარსებობის პრობლემას, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების სისტემის შიგნით ჩადენილი დანაშაულის დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების გარანტია უნდა იყოს. 

ზემოთ აღნიშნული შეფასებების გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ

  • საქართველოს პროკურატურას,უზრუნველყოს

პოლიციის თანამშრომლებისა და ასევე კერძო პირების მხრიდან ლ. ბერიანიძისა და თ. კუსიანის ცემის ფაქტებზე დროული, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება, მათ შორის, დაზარალებულებისთვის სტატუსის დროული მინიჭების, ქმედების სათანადო კვალიფიკაციის (პოლიციელების ქმედების ნაწილში სსკ-ის 1443-ემუხლის მეორე ნაწილის (დამამცირებელი და არაადამიური მოპყრობა) გამოყენება, ასევე სიძულვილის მოტივის გამოკვეთა და საპროცესო დოკუმენტებში ასახვა), დამნაშავე პოლიციის თანამშრომლების სამართლიანი დასჯის უზრუნველყოფისგზით.ამასთან, საქმეზემაღალისაჯაროინტერესისგათვალისწინებით,მოახდინოს გამოძიების პროგრესისა და შედეგების შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება;

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს,უზრუნველყოს

ბათუმის საქალაქოს სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების შესაბამისი თანამშრომლების ქმედებების შესწავლა და სამართალდარღვევის დადასტურების შემთხვევაში მათი გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან. საქმის შესწავლის პროცესში არსებითია სამინისტრომ უზრუნველყოს აღნიშნული პირების უფლებამოსილების შეჩერება;

სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე სისტემური და ეფექტიანი პოლიტიკის გატარება, რაც ინსტიტუციურ დონეზე, მათ შორის, მოითხოვს, სტრატეგიის დოკუმენტის, სპეციალიზებული საპოლიციო სამსახურების შექმნასა და დამოუკიდებელი შიდა მონიტორინგის მექანიზმების ამუშავებას.

  • საქართველოს მთავრობას,უზრუნველყოს

სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების ეფექტიანი პოლიტიკისა და მექანიზმების შექმნა, რაც, მათ შორის, გულისხმობს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ამუშავებას.

  • საქართველოს პარლამენტს, უზრუნველყოს

სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე სამართალდამცავი უწყებების საქმიანობაზე ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლი;

ჰომო/ბი/ტრანსფობიური ძალადობის დაგმობასა და თანასწორობის მხარდაჭერაზე ორიენტირებული საჯარო განცხადებების გაკეთება და პოლიტიკის გატარება.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

თანასწორობის მოძრაობა

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციცია (GYLA)

ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

კავშირი საფარი

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

ქალთა მოძრაობა

თემიდა

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ჰერა 21

იდენტობა

 

 


[1] აღნიშნულ საქმეს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) აწარმოებს.