„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ნეგატიურად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ავტორობით შემუშავდა.
2017-07-20 17:40 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, სწრაფად, ობიექტურად და სრულყოფილად გამოიძიონ 2017 წლის 16 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში პოლიტიკური გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლისა და მისის ოჯახის წევრებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი და გამოიკვლიონ ხომ არ იყო ქმედება პოლიტიკური მოტივით ჩადენილი.
2017-07-20 14:22 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2017 წლის 20 ივლისს, კვლევის - „Check in Georgia” 2016 - პროექტის უცნობი დეტალები“ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული 2016 წელს, „Check in Georgia”-ს მიმდინარეობის დროს, სამ მსხვილ ღონისძიებაზე (ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი და Maroon 5) საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყიდული ბილეთების რაოდენება და ძირითად ტენდენციები.
2017-07-20 11:35 სრულად ნახვა2017 წლის 20 ივლისს 11 საათზე საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს კონსტიტუციურ სარჩელს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. მოსარჩელე მხარე თვლის,
2017-07-19 16:14 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს საქართველოს პრემიერ მინისტრის 2016 წლის 9 დეკემბრის ინიციატივის პრაქტიკაში განხორციელების მონიტორინგს, რომელიც ეხებოდა საჯარო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო სახსრების 10%-ით შემცირებასა და შტატების შესაძლო ოპტიმიზაციას. მონიტორინგის ეტაპზე შეფასდა ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციაში, საქალაქო სამსახურებსა და თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი.
2017-07-19 15:14 სრულად ნახვა17 ივლისი წარმოადგენს რომის სტატუტის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) დამფუძნებელი დოკუმენტის მიღების დღეს. შესაბამისად, 17 ივლისი აღინიშნება როგორც მართლმსაჯულების საერთაშორისო დღე. მუდმივმოქმედი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შექმნა, რომელიც მიზნად ისახავს განსაკუთრებით მძიმე საერთაშორისო დანაშაულებისათვის (გენოციდი, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და ომის დანაშაული) პასუხისმგებელი პირების დასჯას, მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვისათვის.
2017-07-17 17:12 სრულად ნახვა„კოალიცია თანასწორობისთვის’’ ეხმიანება 2017 წლის 16 ივლისს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში’’ ქალის მიმართ ჯგუფური გაუპატიურების მუქარას და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიიღოს სათანადო ზომები მის აღსაკვეთად და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის დასაყენებლად.
2017-07-17 16:55 სრულად ნახვასაქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 11 ივლისს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავარაუდოდ ქრთამის აღების ფაქტზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი - ოთარ აბესაძე დააკავეს. დანაშაულისთვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ქრთამის აღებას.
2017-07-12 18:02 სრულად ნახვახელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში სამინისტროს) უარს და მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება აშკარად დაუსაბუთებელი, თვითნებური და თურქეთის არადემოკრატიული რეჟიმის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკური ლოიალობის უპრინციპო გამოხატულებაა.
2017-07-11 12:27 სრულად ნახვაირაკლი ხოფერიას სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი მოწმე (გიორგი - გიგი ქათამაძე) არსებითად ცვლის თავის ჩვენებას. აღნიშნული მოწმე გამოძიებას, ირაკლი ხოფერიას მიერ მიცემულ ჩვენებას უდასტურებდა
2017-07-10 11:10 სრულად ნახვა