29 აგვისტოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე ევროპის საბჭოს მიერ დაწუნებული კანდიდატების ჩანაცვლების მიზნით 2 ახალი კანდიდატი შეარჩია.
2017-08-31 17:48 სრულად ნახვა2017 წლის 29 აგვისტოს საიას, შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
2017-08-30 14:23 სრულად ნახვაადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციები და ჯგუფები უკიდურეს აღშფოთებას გამოვხატავთ ბათუმში„თანასწორობის მოძრაობის“ აქტივისტების, ლევან ბერიანიძისა და თორნიკე კუსიანის სავარაუდო ჰომოფობიური მოტივით ცემის,თვითნებური დაკავებისა და პოლიციის თანამშრომლების მიერ დამამცირებელი და არაადამინური მოპყრობის ფაქტებზე და პროკურატურას მოვუწოდებთ საქმის დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ,
2017-08-26 18:39 სრულად ნახვაბიულეტენში ასახულია ის ფაქტები, მოვლენები და დარღვევები, რომლებსაც შეუძლიათ გარკვეული გავლენა მოახდინონ საარჩევნო გარემოზე. მასში მოყვანილი სავარაუდო დარღვევებისა და ფაქტების შესახებ, ზოგიერთ ინფორმაციასთან დაკავშირებით საიას დამატებით აქვს გამოთხოვილი ინფორმაცია, რომლის ანალიზის შედეგებსაც, ასევე, გავაცნობთ საზოგადოებას. წინამდებარე საინფორმაციო ბიულეტენი (ივნისი - ივლისი 2017) მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის“ ფარგლებში.
2017-08-25 11:32 სრულად ნახვაწინასაარჩევნო პროცესებს საია ცენტრალური და რვა რეგიონული ოფისის მეშვეობით, თბილისსა და საქართველოს ცხრა რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე -ჯავახეთსა და სამეგრელოში 20-მდე მონიტორის მეშვეობით ახორციელებდა. ანგარიში მოიცავს 2017 წლის 1 ივნისიდან 1 აგვისტომდე განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს. ამავე დროს, ანგარიშში ასახულია ის ფაქტებიც, რომელთაც ადგილი ჰქონდა 1 ივნისამდე პერიოდში, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო გარემოს სრულყოფილად წარმოჩენისათვის.
2017-08-25 11:21 სრულად ნახვახელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით 2017 წლის 16 აგვისტოს ცხინვალის de facto რეჟიმის მიერ ახალგორის რაიონში მცხოვრები ქართველი სამოქალაქო აქტივისტისა და ჟურნალისტის, თამარ მეარაყიშვილის დევნის ფაქტებს და საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური და სამართლებრივი საშუალება აქტივისტის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის უზრუნველყოფისთვის.
2017-08-21 10:51 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეისწავლა ქ. თბილისში, სამუშაო პირობების ცვლილებების გამო უკმაყოფილო რკინიგზელების აქციის დაწყების შემდგომ განვითარებული მოვლენები. საია მიიჩნევს, რომ პოლიციამ დაარღვია აქციის მონაწილეების მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, როდესაც 15 აგვისტოს, აქციის მიმდინარეობისას აიღო აქციის მონაწილეების მიერ განთავსებული კარავი.
2017-08-17 12:19 სრულად ნახვარა საკითხებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხის განხილვისას
2017-08-10 10:38 სრულად ნახვასესხის ხელშეკრულების თანახმად, გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დაუბრუნოს მას იგივე რაოდენობის თანხა, შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტი და პირგასამტეხლო. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე მსესხებლის ოჯახის წევრებსა და ახლობელ პირებს პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ.
2017-08-07 11:32 სრულად ნახვაგვინდა გამოვეხმაუროთ 26 ივლისს, საქართველოს პარლამენტში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე“ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის მისამართით გამოთქმულ მითითებას საჯარო მოსამსახურეთა მიერ აზრის გამოხატვის შეზღუდვასთან დაკავშირებით.
2017-08-03 13:56 სრულად ნახვა