საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მორიგი სასამართლო პროცესი კვირას, 24 სექტემბერს, 14.00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. იურისტები იმ განკარგულებას ასაჩივრებენ, რომლის მიხედვითაც გიგი უგულავას უფლება ეძლევა გახდეს თბილისის მერი, მაჟორიტარული წესით არჩევნებში მონაწილეობის მიღების გარეშე. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასარგებლოდ განჩინება გამოიტანა. მან არასწორად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დამკვირვებლის სტატუსით ცესკოში რეგისტრირებულ ასოციაციის დამკვირვებლებს არ აქვთ პარტიულ სიაში შეტანილი კანდიდატების რეგისტრაციის თაობაზე ცესკოს განკარგულების გასაჩივრების უფლება.
2006-09-22 20:00 სრულად ნახვა22 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალში მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრის თემა იყო ’’მოახლოებული თვითმართველობის არჩევნები.’’ მოწვეულები იყვნენ ბათუმში მოღვაწე არასამთავრობო სექტორის, მედიის, ოპოზიციური პარტიებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ასევე პრესსამსახურების თანამშრომლები, უმაღლესი საბჭოს დეპუტაცია და ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენლები. სახელისუფლებო გუნდიდან შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღეს მმართველი პარტიისა და მერიის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე საუბარი იყო მომავალ არჩევნებზე და ცესკოს განკარგულებებზე. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სხვადასხვა სახის დარღვევებზე, რომლებიც წინასაარჩევნო აგიტაციას ახლავს თან. ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელმა ისაუბრა სიებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ. ბათუმში ადგილობრივი ჟურნალისტებისათვის არჩევნების თემაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალში 26 სექტემბერს ტრენინგი გაიმართება.
2006-09-21 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს ახორციელებს. მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად გახშირდა კანონდარღვევებიც. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაციის უფლება არ აქვთ, “სახელწიფო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს, როდესაც ისინი ასრულებენ თანამდებობრივ და სამსახურებრივ მოვალეობებს”. 13 სექტემბერს, ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის ეთერით გადაიცა სიუჟეტი სახურავებისა და წყლის გაყვანილობის სისტემის შეკეთების ღონისძიებებზე. ამ სიიუჟეტში შოთა რუსთაველის სახელობის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე დავით მიშველაძე აცხადებს: “ქალაქის მთავრობა, ქალაქის მერი და ნაციონალური მოძრაობა იჩენს კეთილ ნებას და წილობრივი დაფინანსებით ვეხმარებით ჩვენ მოსახლეობას.” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას რუსთავის მერის მოადგილემ წერილობით აცნობა, რომ სახურავებისა და წყლის გაყვანილობის სისტემის შეკეთების ღონისძიებები დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან (70%) და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ (30%). მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის განცხადება აშკარა წინასაარჩევნო აგიტაცია და აშკარა კანონდარღვევაა.
2006-09-20 20:00 სრულად ნახვადღეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რუსთავის ოფისში ბრიფინგი მოაწყო. ბრიფინგის თემა გახლდათ “კანონდარღვევები წინასაარჩევნო აგიტაციის დროს საქართველოს რეგიონებში”. ბრიფინგზე ასოციაციის თავმჯდომარესთან ერთად საიას რუსთავის ოფისის თანამშრომელი ლელა ბექაური გამოვიდა. პრესკონფერენციიდან რამდენიმე საათის შემდეგ მას სახლში დაურეკეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ. ლელა ბექაურმა პრესკონფერენციაზე იმ კანონდარღვევებზე ისაუბრა, რომელიც რუსთავის მაჟორიტარი კანდიდატის ლელა აფციაურის საარჩევნო შტაბში ხდებოდა, სადაც მოსახლეობას ვაუჩერებს ურიგებდნენ. ვაუჩერები ელექტროენერგიის 37 კილოვატის საფასურის შეღავათს მოიცავდა. აღნიშნული ვაუჩერები გაიცემოდა სოციალურად დაუცველ ოჯახებზე მაჟორიტარი კანდიდატის ლელა აფციაურის სახელით, როგორც მისი წინა საარჩევნო კამპანიის ნაწილი. ლელა ბექაური გახლდათ ის თანამშრომელი, ვინც აღნიშნული დარღვევა გამოაშკარავა. ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოითხოვს დაუყოვნებლივ და ობიექტურ გამოძიებას და იმ პირთა დასჯას, რომლებიც ახორციელებენ მუქარის ზარებს. ბუნებრივია, ყველა ასეთი შემთხვევა, რომლებიც რეაგირების გარეშე დარჩება, წარმოშობს ხელისუფლებისაგან დამნაშავეთა მფარველობის ეჭვს.
2006-09-20 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი იწყებს მსურველთა მიღებას 20 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე სასწავლო კურსებზე სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს გთავაზობთ სწავლებას 5 მიმართულებით: კურსი “შესავალი სამართალში”( დამწყებ კურსელთათვის)სისხლის სამართალისამოქალაქო სამართალი კონსტიტუციური სამართალი საერთაშორისო სამართალი (თითოეული მიმართულების გასაშიფრად იხ. დანართი #1, #2, #3, #4, # 5)
2006-09-18 20:00 სრულად ნახვადღეს, 17 სექტემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას თბილისის საქალაქო სასამართლოში კერძო საჩივარი შეაქვს. საჩივარი შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 16 სექტემბრის განჩინების უკანონოდ ცნობისა და საქმის არსებითად განხილვისათვის დაბრუნებას. შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლების თამარ გურჩიანის, თამარ კორძაიას და ზურაბ ჯიბღაშვილის სასარჩელო განცხადება. სასარჩელო განცხადება შეეხებოდა თბილისის საკრებულოს არჩევნებისათვის "საქართველოს ეროვნული იდეოლოგიის პარტიისა" და "ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს გამთლიანებისა და აღმშენებლობის" სიის პარტიული სიების რეგისტრაციის ნაწილში ცესკოს განკარგულების ბათილად ცნობას. მოსამართლე თინათინ ეცადაშვილმა განჩინებაში, რომლითაც საიას წარმომადგენლებს უარი ეთქვათ სარჩელის მიღებაზე, აღნიშნა, რომ მოსარჩელეები არ იყვნენ სათანადო სუბიექტები აღნიშნული გადაწყვეტილების სასამართლოში გასასაჩივრებლად.
2006-09-16 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს, 15 სექტემბერს, სასამართლო პროცესი მოუგო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. საია ასაჩივრებდა ცესკოს დადგენილებას, რომლის თანახმად საქართველოს დედაქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი მაჟორიტარი და/ან სარეზერვო კანდიდატისათვის რეგისტრაციაზე უარის თქმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ხდებოდა. მოსამართლემ საიას ეს სარჩელი დააკმაყოფილა. ამრიგად, აქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას არჩევნების კანონიერად ჩატარება. საიას მორიგი სასამართლო პროცესი ხვალ, 16 სექტემბერს, 13.00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. ამჯერად იურისტები იმ განკარგულებას ასაჩივრებენ, რომლის მიხედვითაც გიგი უგულავას უფლება ეძლევა გახდეს თბილისის მერი, მაჟორიტარული წესით არჩევნებში მონაწილეობის მიღების გარეშე.
2006-09-14 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიების მედია მონიტორინგს ახორციელებს. წინასაარჩევნო კამპანიის პირველ ეტაპზე უკვე რამდენიმე კანონდარღვევა დაფიქსირდა. მაგალითად, თბილისის მერის გიგი უგულავას ხელმძღვანელობით თემქის დასახლებაში საზეიმო ვითრებაში გაიხსნა 800 მ. საკანალიზაციო მილი. საზეიმო ცერემონიაზე თბილისის მერმა საჯაროდ განაცხადა: ,,ამ საქმეს თუ გნებავთ წინა საარჩევნო კამპანია უწოდეთ, თუ გნებავთ ჩემი გულისხმიერება. პირობას გაძლევთ, რომ თუ მომავალში ჩემი პოსტი შევინარჩუნე, თემქელებს სულ ახალი გაყვანილობა გექნებათ”.
2006-09-13 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს, 14 სექტემბერს, სარჩელი შეიტანა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ. საია ასაჩივრებს ცესკოს დადგენილებას, რომლის თანახმად საქართველოს დედაქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი მაჟორიტარი და/ან სარეზერვო კანდიდატისათვის რეგისტრაციაზე უარის თქმა ფორმდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით. დადგენილებით ცესკოს თავმჯდომარისათვის აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭება ეწინააღმდეგება და არღვევს საარჩვენო კოდექსის მოთხოვნებს. საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად მაჟორიტარ კანდიდატთა რეგისტრაციას ახორციელებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, შესაბამისად, რეგისტრაციაზე უარის თქმაც კომისიის და არა მისი თავმჯდომარის კომპეტენციას განეკუთვნება.
2006-09-13 20:00 სრულად ნახვახვალ, 15 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასარჩელო განცხადებას შეიტანს თბილისის საქალაქო სასამართლოში. სასარჩელო განცხადება ეხება პარტიების (ბლოკების) საარჩევნო სიების რეგისტრაციის შესახებ ცესკოს 14 სექტემბრის განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობას. საია განკარგულების იმ ნაწილს მიიჩნევს არაკანონიერად, რომელიც ეხება პარტიულ სიაში ქ. თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატად იმ პირის შეყვანას, რომელიც არ არის დასახელებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არც ერთ საარჩევნო ოლქში. ასოციაციის აზრით, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა საარჩევნო კოდექსის 126(8)-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევით. ამ პუნქტის თანახმად: “პარტიულ სიაში შეყვანილ უნდა იქნენ ის კანდიდატები, რომლებიც წარდგენილ არიან მაჟორიტარულ არჩევნებში.” დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით – თორნიკე გურული 893 28 13 27 ან 95 23 53 / 93 61 01
2006-09-13 20:00 სრულად ნახვა