საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს, 14 სექტემბერს, სარჩელი შეიტანა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ. საია ასაჩივრებს ცესკოს დადგენილებას, რომლის თანახმად საქართველოს დედაქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი მაჟორიტარი და/ან სარეზერვო კანდიდატისათვის რეგისტრაციაზე უარის თქმა ფორმდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით.
დადგენილებით ცესკოს თავმჯდომარისათვის აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭება ეწინააღმდეგება და არღვევს საარჩვენო კოდექსის მოთხოვნებს.