16 დეკემბერს ბათუმში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის XII საერთო კრება გაიმართა. კრებას ესწრებოდნენ აჭარის ფილიალის წევრები, საიას თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე. საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარემ პაატა შარაძემ კრებას წარუდგინა აჭარის ფილიალის საქმინაობის ერთი წლის ანგარიში. გაიმართა მსჯელობა ფილიალის საქმიანობის პრიორიტეტებზე, იურიდიული განათლება და სტუდენტ-იურისტებთან ურთიერთობა ფილიალისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. საერთო კრებამ აირჩია აჭარის ფილიალის გამგეობისა და სარევიზიო კომისიის შემადგენლობა. საიას აჭარის ფილიალის გამგეობის ახალი შემადგენლობა:1. პაატა შარაძე2. ნათია აფხაზავა3. ნინო ტავლალაშვილი4. ირაკლი კვერღელიძე5. ლაშა კალანდაძე საიას აჭარის ფილიალის სარევიზიო კომისია:1. ნატო დუმბაძე2. მინდია ალელიშვილი 3. სულხან სალაძე უახლოეს მომავალში საიას აჭარის ფილიალის გამგეობა თავისი შემადგენლობიდან აირჩევს ფილიალის თავმჯდომარეს.
2006-12-18 20:00 სრულად ნახვა19 დეკემბერს სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული საგრანტო პროგრამის მონიტორინგის პრეზენტაცია მოაწყო. შეხვედრაზე მედიასა და საზოგადეობას მიეწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მიმართულებების დასაფინანსებლად და რამდენად მიზნობრივად იყენებს საქართველოს მთავრობა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიისაგან მიღებულ 40 მილიონიან გრანტს. პრეზენტაციის შემდეგ მრგვალი მაგიდის გარშემო გაიმართა დისკუსია, რომელშიც საია-სთან ერთად მონაწილეობა ფინანსთა სამინისტროს, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის კომპანიისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2006 წლიდან ახორციელებს პროექტს: “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული საგრანტო პროგრამის საზოგადოებრივი მეთვალყურეობა”. 2004 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს მთავრობასა და "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიას" შორის გაფორმდა ხელშეკრულება საგრანტო პროგრამის შექმნის შესახებ. აღნიშნული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია საქართველოს მთავრობას გამოუყოფს 40 მილიონი აშშ დოლარის საერთო ოდენობის გრანტებს 2004 წლიდან 2010 წლის ჩათვლით. მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, განსაზღვრულია საგრანტო თანხების ხარჯვის კონკრეტული მიმართულებები. პრეზენტაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.
2006-12-18 20:00 სრულად ნახვათემაზე _ ”ინფორმაციის თავისუფლება - ადამიანის ფუნდამენტური უფლება?“ - 17 დეკემბერს საია-ს საკონფერენციო დარბაზში სამი გამარჯვებული ნაშრომის პრეზენტაცია გაიმართა. პირველ ადგილზე თსუ III კურსის სტიდენტი, თამარ ღონღაძე გავიდა.მეორე ადგილი წილად თსუ სოხუმის ფილიალის III კურსელ ლაშა მესხს ხვდა.მესამე ადგილი ჯიპას მაგისტრანტმა – ეკა გოგიჩაიშვილმა დაიკავა. ცერემონიას კონკურსის მონაწილეებთან ერთად საკონკურსო კომისიის წევრები და საია-ს იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის სტუდენტები დაესწრნენ. მათივე მონაწილეობით აღნიშნული თემის ირგვლიდისკუსიები გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.
2006-12-16 20:00 სრულად ნახვა15 დეკემბერს 11.00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ “ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან” ერთად ჩაატარა აქცია “შევაჩეროთ ოჯახური ძალადობა”! აქციის მონაწილეებმა რუსთაველისა და მარჯანიშვილის მეტროებთან, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, უნივერსიტეტის 1 კორპუსთან და ყოფილი სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტთან სპეციალური ბუკლეტები და ბროშურები დაარიგეს. ოჯახური ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევაა. იგი გლობალური სენია. ამ სენისაგან არცერთი საზოგადოება არ არის დაზღვეული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამ პრობლემის გარშემო საუბარი მასობრივ ხასიათს იღებს, საზოგადოების გარკვეული ნაწილი აღნიშნულ პრობლემას ვერ აცნობიერებს და არც კი აღქვამს ამ მოვლნას სოციალურ პრობლემად. საქართველოს ხელისუფლებამ ოჯახში ძალადობის პრობლემა აღიარა, რაც გამოიხატა 2006 წლის 25 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ”. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია იმის თაობაზე რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს იცავს კანონი. ჩვენი აქციის ძირითადი მიზანიც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათი ინფორმირებულობაა. აქცია საია-ს მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებების კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.
2006-12-14 20:00 სრულად ნახვა15 დეკემბერს, სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ თამარ-მეფის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე სკოლებში გამოცხადებული თხზულებების კონკურსში გამარჯვებული ბავშვები დააჯილდოვა. 258 მოსწავლის ნამუშევრიდან საუკეთესო 10 შეირჩა: 1. ადგილი - დავით ჭელიძე (თბილისის 199-ე საჯარო სკოლა)2. ადგილი - ლელა ჯგერენაია (თბილისის მე-3 საჯარო სკოლა)3. ადგილი - თამარ ლუარსაბიშვილი (თელავის მე-2 საჯარო სკოლა)4. ადგილი - თეონა ასლანიშვილი (თბილისის85-ე საჯარო სკოლა)5. ადგილი - სოფო ბოკუჩავა (თბილისის 75-ე საჯარო სკოლა)6. ადგილი - ირმა გამახარია (ახალსოფლის საჯარო სკოლა)7. ადგილი - ქეთევან ფალიანი (მესტიის პირველი საჯარო სკოლა)8. ადგილი - მაია წკრიალაშვილი (სოფელ შაშვების საჯარო სკოლა)9. ადგილი - თამარ გიგანი (სოფელ ბაშქოის საჯარო სკოლა)10. ადგილი - დავით კობრავა (რუსთავის 24-ე საჯარო სკოლა) პირველი სამეული პერსონალური კომპიუტერით დაჯილდოვდა, დანარჩენ 7 მოსწავლეს კი VCD –Player-ები გადაეცათ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ასევე უმასპინძლა პროექტის „არა _ ადამიანებით ტრეფიკინგს“ პირველი წლის შედეგების პრეზენტაციას. ღონისძიება საია-ს მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებების ფარგლებში ჩატარდა.
2006-12-14 20:00 სრულად ნახვა14 დეკემბერს 15:00 საათზე სასტუმო თორში (ჭანტურიას ქ#10) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოაწყო კამპანიის „საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ“ - რიგით მეხუთე ანტიკორუფციული საქმიანობის ამსახველი ანგარიშის პრეზენტაცია. გამოცემა 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების განკარგვასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებს მოიცავს. ანგარიში მომზადებულია ფონდ ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული საია-ს პროექტის - „ფინანსური გამჭვირვალობა და საჯარო დაწესებულებების ანტიკორუფციული მონიტორინგი“-ის ფარგლებში. პრეზენტაციაზე ესწრებოდნენ სახელმწიფო მოხელეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. ღონისძიება საიას მიერ ორგანიზებულ „ადამიანის უფლებების კვირეული“-ს ფარგლებში ჩატარდა.
2006-12-13 20:00 სრულად ნახვასაია-ს მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში სასტუმრო “თბილისი მერიოტში” სოციალური კლიპების პრეზენტაცია გაიმართა თემებზე. სიცოცხლის უფლება; უდანაშაულობის პრეზუმფცია; არასრულწლოვანთა უფლებები; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროპის კავშირისა და ჰოლანდიური ფონდის ““Oxfam Novib””-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “სამართლებრივი სახელმწიფოს ხელშეწყობა საქართველოში”. სოციალური კლიპები სწორედ ამ პროექტის ფარგლებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მომზადდა. ამ თემების შერჩევა განპირობებული იყო ამ უფლებების და პრინციპის ხშირი და უხეში დარღვევის ფაქტებით. ჩვენი მიზანია ამ თემების ირგვლივ ვრცელებოდეს კანონის შესაბამისი ინფორმაცია, საზოგადოებას გაცნობიერებული ქონდეს ამ უფლებების დაცვის მნიშვნელობა და ყველამ დაიცვას ეს უფლებები.
2006-12-12 20:00 სრულად ნახვა12 დეკემბერს 11:30 საათზე საია-ს იურიდიული სწავლებისა და ინფორმაციის ცენტრის სტუდენტებმა სკოლის მოსწავლეებს ადამიანის უფლებების შესახებ გაკვეთილი ჩაუტარეს. თბილისის 151-ე, 166-ე და მე-6 სკოლებში მოსწავლეები 35 წუთის განმავლობაში ისმენდნენ გაკვეთილს იმის შესახებ თუ რა უფლება აქვს თითოეულ ადამიანს. ასევე საია-ს რეგიონალური ოფისების წარმომადგენლებმა ბათუმში, რუსთავში, ქუთაისსა და ოზურგეთშიც გაუწიეს ორგანიზება მსგავს აქციას.ღონისძიების მიზანი იყო ბავშვების დაინტერესება ადამაინის უფლებით რათა მეტი ყურადღება მიაქციონ მომავალში მათ დაცვას.
2006-12-11 20:00 სრულად ნახვა11 დეკემბერს 11 საათზე პროექტ “არა! ადამიანებით ტრეფიკინგის” ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა საქართველოში მოქმედ საკონსულობთან (თურქეთი, გერმანია, საბერძნეთი და ა.შ.) ანტი-ტრეფიკინგული მასალა (ბუკლეტები, ღია ბარათები, სანიშნეები) გაავრცელეს. რომლებშიც ახსნილია ტრეფიკინგის დანაშაულის საშიშროება და მოყვანილია ასოციაციის ანტი-ტრეფიკინგული ცხელი ხაზის ნომრები თბილისსა და ბათუმში.ადამიანების ვაჭრობა (ტრეფიკინგი) წარმოადგენს ადამიანის უფლებების ერთ-ერთი სერიოზულ დარღვევას და ეს პრობლემა საქართველოში ძალზე აქტუალურია. არსებული მონაცემებით საკმაოდ მაღალია საქართველოს მოქალაქეთა უკანონო შრომითი მიგრაციის დონე. აქამდე საქართველო ტრეფიკინგის მსხვერპლების და სატრანზიტო ქვეყანად ითვლებოდა. 2006 წლიდან საქართველო მომხმარებლ ქვეყანას წარმოადგენს.
2006-12-10 20:00 სრულად ნახვა10 დეკემბერს, 18:00 საათზე, სახალხო დამცველის აპარატის ეზოში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ _ გიორგი ჩხეიძემ და საქართველოს სახალხო დამცველმა _ სოზარ სუბარმა ადამიანის უფლებათა მონუმენტი გახსნეს."ადამიანის უფლებათა ხე" _ ასე ქვია ქანდაკებას, რომელიც სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით მხატვარმა გუგა კოტეტიშვილმა დაამზადა.10 დეკემბერს მთელი მსოფლიო ადამიანის უფლებათა დღეს აღნიშნავს, რადგან ზუსტად 58 წლის წინ, 1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიენებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ანსამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო, რომელიც ადამიანის უფლებათა ფუნდამენტურ გარანტიებს აღიარებს.ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია პირველი საერთაშორისო აქტია, რომელმაც ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლება და თავისუფლება გაართიანა და უნივერსალურ ღირებულებად აქცია. ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხი საქართველოშიც პრობლემად რჩება.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი მისი დაარსების დღიდან ადამიანის უფლებათა დაცვაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვგეგმავთ სხვადასხვა ღონისძიებებს.
2006-12-09 20:00 სრულად ნახვა