4-5 მაისს "სამოქალაქო ინიციატივების ცენტრის" ორგანიზებით საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიის" მე-11 პავილიონში საზოგადოებრივი ორგანიზაციების მე-2 გამოფენა-ფორუმი შედგა. გამოფენა-ფორუმში მონაწილეობა 70-ზე მეტმა საქართველოს მასშტაბით არსებულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მიიღო. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოწვეულ საზოგადოებას 50 მეტი დასახელების გამოცემა წარუდგინა, მოეწყო საიას მომზადებული სოციალური სარეკლამო კლიპების ჩვენება.
2007-05-06 20:00 სრულად ნახვა4 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეხვედრების დარბაზში პროექტის “სოფლის ასოციაციების როლის გაძლიერება საქართველოს დემოკრატიული პროცესების განვითარებაში” ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელსაც ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ადგილობრივი ასოციაციების წარმომადგენლები. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა იმ ადგილობრივი ასოციაციების უკეთ გაცნობა, რომლებთანაც პროექტის ფარგლებში იგეგმება სამომავლო თანამშრომლობა.
2007-05-06 20:00 სრულად ნახვადღეს, 1 მაისს, 12:00 საათზე საქართევლოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში, საიას თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძემ, 2006 წლის 2 მაისს, კორტებთან განხორციელებულ სპეც-ოპერაციაში დაღუპულ ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლებთან და ადვოკატებთან ერთად ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა. გუშინ, გვიან ღამით, ცნობილი გახდა, რომ 20 აპრილს შეწყდა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც თბილისის პროკურატურამ აღძრა კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელთა მიმართ. ოფიციალურ მიზეზად დანაშაულის ნიშნების არარსებობა დასახელდა. მიუხედავად იმის, რომ საქმე ზუსტად 11 დღის წინ შეწყდა, დაზარელებულის ადვიკატებსა და ოჯახის წევრებს დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ არ მისვლიათ.
2007-04-30 20:00 სრულად ნახვა24-25 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის “სამართლებრივი სახელმწიფოს ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ჩაატარა ტრენინგი “ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის პროცედურები“. აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და კერძო საადვოკატო ფირმებიდან ოცმა პრაქტიკოსმა ადვოკატმა მიიღო, რომელთა შერჩევაც წინასწარ კონკურსით მოხდა.
2007-04-29 20:00 სრულად ნახვათავის არეში მძიმედ დაჭრილი მამუკა გოგოლაშვილის დამ დასახმარებლად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართა. გოგოლაშვილის ოჯახის წევრები არ ეთანხმებიან ოფიციალურ ვერსიას, რომლის თანახმადაც მამუკა გოგოლაშვილი საგზაო წესების დარღვევისთვის დააკავა საპატრულო პოლიციამ და ნარკოლოგიურ დისპანსერში გადაიყვანა. როგორც სამართალდამცველები აღნიშნავენ, მოგვიანებით მან თვითმკვლელობა სცადა. გოგოლაშვილის ოჯახის წევრთა მტკიცებით, მამუკას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ესროლეს. ავტომანქანაში, სადაც ინციდენტი მოხდა, ორი ნატყვიარი აღმოჩნდა, დაჭრილს კი მხოლოდ ერთი ნატყვიარი აქვს. ამჟამად მამუკა გოგოლაშვილი თბილისის მეხუთე საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების განცხადებით დაჭრილის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. გამჭოლი ჭრილობა აქვს თავის არეში, ნიკაპიდან შუბლის მიმართულებით. მამუკა გოგოლაშვილის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.
2007-04-25 20:00 სრულად ნახვაგუშინ, 24 აპრილს, ვაზისუბანში, ყოფილი სპეც-ავტომეურნეობის შენობიდან პოლიციის მიერ გამოსახლებულ იქნენ ორგანიზებულად განსახლებული დევნილები, რომლებიც ამ შენობაში 2003 წლის ოქტომბრიდან ცხოვრობდნენ. აღნიშნულ შენობაში დევნილები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გატაწყვეტილებით შესახლდნენ. ამასთან, ზემოაღნიშნული სამინისტრო კანონმდებლობის საფუძველზე თითოეულ დევნილს ყოველთვიურად (ფულადი დახმარების გარდა) უხდიდა ელექტროენერგიის საფასურს 13 ლარის ოდენობით. 2006 წლის ოქტომბრიდან, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ გაურკვეველი მიზეზების გამო შეწყვიტა დევნილთათვის ელექტროენერგიის საფასურის გადახდა. მას შემდეგ (ბოლო 7 თვე) დევნილები ელექტროენერგიის გარეშე იმყოფებიან. 2007 წლის 15 მარტს აღნიშნული შენობა გაიყიდა. როგორც აღმოჩნდა ობიექტი კერძო პირს ეკუთვნოდა, რომელმაც შენობა იქ მცხოვრები დევნილების გაფრთხილების გარეშე გაყიდა.
2007-04-24 20:00 სრულად ნახვა2007 წლის აპრილის თვეში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებულ იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ეგიდით გაიმართა დებატების შიდა ტურნირი. დებატების კურსი უკვე 6 თვეა ისწავლება ფონდში სხდასხვა სამართლებრივი კურსების პარალელურად. აღნიშნული კურსი, როგორც დისციპლინა 2005-2006 წლებში დაემატა ფონდის სხვადასხვა სამართლებრივ კურსებს. შარშანდელმა გამოცდილებამ ცხადყო მომავალი იურისტებისათვის ამ დისციპლინის უდავო საჭიროება. სტუდენტები კურსის განმავლობაში ეწაფებიან კონსტრუქციული კამათის ხელოვნებას და, ამავდროულად, იმტკიცებენ ცოდნას სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე, აწყობენ საჯარო დისკუსიებს ქვეყნისთვის საჭირბოროტო თემებზე. 2006-2007 წელს დებატების კურსი უკვე საიას რეგიონალურ ოფისებშიც დამკვიდრდა – რუსთავში, გორში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში. დებატების კურსის წარმატებულად ჩატარებისთვის ფასდაუდებელი შრომა გაწიეს კვალიფიცირებულმა ტრენერებმა (თბილისში – ოთარ კახიძე, თამარ გურჩიანი, თინათინ შელია; ბათუმში – ირაკლი ანანიძე; ქუთაისში – ნიკოლოზ გეგეშიძე; გორში – კახაბერ გორდაძე; თელავში – ლელა ტალიური; რუსთავში – ლელა ბექაური), რომლებიც შემდგომ ტურნირზეც მსაჯობდნენ შარშანდელ საუკეთესო მოდებატე სტუდენტებთან ერთად. ტურნირისათვის თემად შერჩეულ იქნა ადამიანის უფლებები, რომელზეც შემდგომ ჩამოყალიბდა 35 რეზოლუცია. სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში ემზადებოდნენ თემისა და რეზოლუციების ირგვლივ, რამაც საშუალება მისცა მათ დაუფლებოდნენ არამარტო კონსტრუქციული კამათის ხელოვნებას, არამედ გაეღრმავებინათ ცოდნა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებშიც.
2007-04-23 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების კავკასიურმა ქსელმა (CENN) განახორციელა პროექტი; “ფანდრაიზინგი: ხელობა და ხელოვნება” ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი ითვალისწინებდა საქართველოს წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ინსტიტუციურ გაძლიერებას მათთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ორგანიზაციული ასპექტის აკადემიურ ნაწილში ვაკუუმის შევსებით და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებით.
2007-04-22 20:00 სრულად ნახვა1. საია-ს იურიდიული დახმარების ცენტრმა მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით საადვოკატო მომსახურება გაუწია მოქალაქე დ.ო.-ს.მას ბრალად ქურდობის მცდელობა და სამხედრო ქონების განზრახ დაზიანება ედებოდა (სსკ-ის 19-177-ე და 397-ე მუხლი) და აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულ საქმეზე დაზარალებულად ცნობილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.დ.ო.-ს. ბრალი ედებოდა 25 ლარისა და 50 თეთრის ღირებულებად შეფასებული აგურების ქურდობის მცდელობაში.საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ განიხილა, რომელმაც გაითვალისწინა დაცვის მხარის მოსაზრება და განსასჯელი გაამართლა სისხლის სამართლის კოდექსის 397-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში (სამხედრო ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება), ვინაიდან წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ პროცესის მწარმოებელმა ორგანომ არასწორად სცნო დაზარალებულად თავდაცვის სამინისტრო რადგან ის შენობა ნაგებობა სადაც ფაქტობრივად მოხდა ქურდობა წარმოადგენდა არა თავდაცვის სამინისტროს, არამედ კერძო პირის საკუთრებას, აღნიშნულით კი არ დასტურდებოდა სამხედრო ქონების განზრახ დაზიანების ფაქტი. ხოლო ქურდობის მცდელობისთვის (19-177-ე მუხლი) გათვალისწინებულ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და მიესაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა.
2007-04-09 20:00 სრულად ნახვა19 მარტს საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა მოწმე სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომელიც არ შეიძლება შეფასებულ იქნას როგორც ობიექტური და სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების შედეგი.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა მთავარი ღირებულებაა კანონის უზენაესობის დამკვიდრების გზაზე.უკანასკნელ პერიოდში სასამართლოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გვაბედვინებს გავაკეთოთ შეფასება, გამოვკვეთოთ შემაშფოთებელი და სამწუხარო ტენდენციები: სასამართლო გახდა ე.წ. “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკის ცალმხრივი და ბრმა გამტარებელი; სასამართლო უკიდურეს სიმკაცრეს იჩენს არასრულწლოვანების, ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ, რომელთანაც საპროცესო გარიგების დადების ინტერესი არ აქვს გამოძიებას – რეალურად საქმეები სრულდება ორიდან ერთ-ერთი შედეგით: ან პირისთვის თავისუფლების აღკვეთით ან საპროცესო გარიგებით; პარალელურად, იმ საქმეებზე, სადაც ბრალდებული/განსასჯელი პირები არიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები სასამართლო იჩენს მაქსიმალურ შემწყნარებლობას. რეალურად უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული ცვლილებების ხარჯზე არსებული საკანონმდებლო სივრცე ქმნის ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ სასამართლო იყოს გამოძიების მოთხოვნის უპირობო აღმსრულებელი. თუმცა კანონი მაინც უტოვებს სასამართლოს შესაძლებლობას სრულად გაამართლოს პირი, როდესაც მას ბრალდება ვერ უმტკიცდება, მაგრამ თანამედროვე პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ამ უფლებამოსილებას სასამართლო იშვიათად იყენებს.
2007-03-20 20:00 სრულად ნახვა