პირველ დეკემბერს საქართველოს ახალგაზარდა იურისტთა ასოციაციაში გაიმართა ადვოკატებთან შეხვედრა, თემაზე კანონმდებლობა სასამართლოში წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით. ადვოკატებმა განიხილეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტი და გამოთქვეს თავიანთი კრიტიკული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. კანონპროექტიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის იმ ნაწილს, რომლითაც იზღუდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და პასუხისმგებლობა დგება მოსამართლის საჯარო კრიტიკისათვის პროცესის დასრულების შემდგომ. ამასთან, მნიშვნელოვან პრობლემებად დაისვა: პირის დაპატიმრება ზეპირი მოსმენისა და დაცვის უფლების გარეშე, სიტყვა “უპატივცემლობის” ფართო ინტერპრეტირება, მოსამართლის მიკერძოებულობისა და მათ მიერ მიღებული განკარგულების გაუსაჩივრებლობის საკითხები.
2006-12-03 20:00 სრულად ნახვა29 ნოემბერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაიციის ოფისში გაიმართა შეხვედრა საზოგადოება "ბილიკისა" და საიას წევრებს შორის. ბავშვის უფლებათა კლუბისა და ჟურნალისტიკის ჯგუფის წევრები ასოციაციის თავმჯდომარეს, გიორგი ჩხეიძეს შეხვდნენ და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ორგანიზაციის შექმნის, ისტორიისა და საქმიანობის შესახებ. შეხვედრის შემდეგ ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ორგანიზაციის ოფისი.
2006-11-22 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა. საია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო საიდუმლოების (122-ე მუხლი) კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით აღიარებულია სახელმწიფო დაწესებულებებიდან საჯარო ინფორმაციის დაუბრკოლებლად მოპოვების უფლება. ინფორმაციის მოპოვების უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ინფორმაცია თავისი არსით წარმოადგენს სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ინფორმაციის შეზღუდვის საფუძვლად საგადასახადო საიდუმლოებას. 22 ნოემბერს, განმწესრიგებელ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციური სარჩელის ასებითად განსახილველად მიღება, არ მიღების შესახებ.
2006-11-20 20:00 სრულად ნახვა17 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად 2006 წლის 10 დეკემბერს საჯარო დაწესებულებების მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისადმი წარსადგენი ანგარიშების სრულყოფილი შედგენისთვის ხელშეწყობას ისახავდა. შეხვედრას ოცდაათი საჯარო დაწესებულების წარმომადგენელი ესწრებოდა. ისინი პასუხისმგებელი არიან აღნიშნული ანგარიშის შედგენასა და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიღებიდან დღემდე საჯარო დაწესებულებების მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისადმი წარდგენილი ანგარიშების მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა.
2006-11-16 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სახელით ანა დოლიძე ესწრებოდა ევროპის საბჭოს ქვეყნების ადამიანის უფლებების დამცველების შეხვედრას სტრასბურგში. მან მოხსენება გააკეთა საქართველოში ადამიანის უფლებების დამცველთა მდგომარეობაზე, კერძოდ გამოხატვის, შეკრების და მანიფესტაციების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებათა შეზღუდვებზე საქართველოში. შეკრებაზე მოხსენებებით გამოვიდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, FIDH, OMCT და Front Line, რომლებმაც ახსენეს ასოციაციის წევრის, ლელა ბექაურის მიმართ ადგილობრივი არჩევნების წინ მომხდარი მუქარის ფაქტი. დამატებითი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ევროპოს საბჭოს ვებ-გვერდზე.
2006-11-15 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. საიას გამგეობამ 10 ნოემბერს გამგეობის თავმჯდომარედ გიორგი ჩხეიძე და თავმჯდომარის მოადგილედ ლალი ჩხეტია აირჩია. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წესდების თანახმად, გამგეობის თავმჯდომარე ირჩევა ერთი წლით. ერთი და იგივე პირი შეიძლება იყოს თავმჯდომარე ზედიზედ ორჯერ. გიორგი ჩხეიძემ ანა დოლიძე შეცვალა, რომელიც 2004-2006 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე გახლდათ.
2006-11-13 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დაფუძნებიდან დღემდე აქტიურად არის ჩართული საქართველოში სხვადასხვა დონის არჩევნების მონიტორინგის პროცესში. იმ ჭეშმარიტების გათვალისწინებით, რომ არჩევნები არ იწყება კენჭისყრის დღეს, ცხადზე ცხადია, ნებისმიერი არჩევნების კანონიერების, დემოკრატიულობის თუ გამჭვირვალობის დასადგენად აუცილებელია, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს წინასაარჩევნო კამპანიას. 2006 წლის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები განსაკუთრებით საინტერესოა წინასაარჩევნო კამპანიის თვალსაზრისით. წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგი წარიმართა პროექტის ‘ადგილობრივი არჩევნები საქართველოში: სამართლიანი თამაში’ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია ‘ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის’ ფინანსური მხარდაჭერით. განხორციელებული საქმიანობის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დაცვის მონიტორინგი.
2006-11-07 20:00 სრულად ნახვა13-15 ოქტომბერს ქ. ოსლოში (ნორვეგია) გაიმართა საერთაშორისო ქსელის “გამოაქვეყნე რასაც იხდი” (www. publishwhatyoupay.org) სტრატეგიული შეხვედრა. “საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისათვის” (www.publicfinance.ge) საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კოალიციის ფარგლებში მასში მონაწილება მიიღო საქართველოს ახალგაზდა იურისტთა ასოციაციის “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული საგრანტო პროგრამის საზოგადოებრივი მეთვალყურეობა” პროგრამის დირექტორმა ქეთევან კვინიკაძემ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ორასამდე წამომადგენელმა შეიმუშავა საერთაშორისო ქსელის დეტალური სამოქმედო გეგმა და სტრატეგია. ქსელის მუშაობის მთავარ მიზანს წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულით მდიდარ ქვეყნებში მომპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ხელშეწყობა.
2006-10-22 20:00 სრულად ნახვავიწვევთ იურიდიული (საერთაშორისო სამართლის) ფაკულტეტის სტუდენტებს საერთაშორისო საჯარო და კერძო სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მისაღებად: ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი - ვაშინგტონი, აშშ, 25-31 მარტი, 2007წ. ტელდერსის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი - ჰააგა, ნიდერლანდები, 12-14 აპრილი, 2007წ. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესი (ევროკავშირის სამართალში) – ბუდაპეშტი, უნგრეთი, 4-7 მაისი, 2007წ. ELSA-ს იმიტირებული პროცესი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამართალზე – ჟენევა, შვეიცარია, 1-5 მაისი, 2007წ. ვილემ ვისის სახელობის იმიტირებული საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟი – ვენა, ავსტრია, 30 მარტი - 5 აპრილი, 2007წ. ყველა შეჯიბრება ტარდება ინგლისურ ენაზე და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია 2-4 მონაწილისაგან შემდგარ გუნდს. მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ გამოგზავნონ ავტობიოგრაფია (CV) ინგლისურ ენაზე, 2006 წლის 1 ნოემბრამდე, შემდეგ მისამართზე: competitions_georgia@yahoo.com დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: არჩილ გიორგაძეს – 899 50 30 41 / ნინო ნემსაძეს – 895 22 12 24 ელ.ფოსტა: competitions_georgia@yahoo.com
2006-10-19 20:00 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პროექტის "ფინანსური გამჭვირვალობა და ანტიკორუფციული მონიტორინგი" ფარგლებში აცხადებს სტატიათა კონკურსს თემაზე "ინფორმაციის თავისუფლება: ადამიანის ფუნდამენტური უფლება?" კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა იყვნენ იურისტები ან იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები.
2006-10-13 20:00 სრულად ნახვა