სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მომპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის საკითხების განხილვა ნორვეგიაში

2006-10-22 20:00
Featured image

13-15 ოქტომბერს ქ. ოსლოში (ნორვეგია) გაიმართა საერთაშორისო ქსელის “გამოაქვეყნე რასაც იხდი” (www. publishwhatyoupay.org) სტრატეგიული შეხვედრა. “საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისათვის” (www.publicfinance.ge) საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კოალიციის ფარგლებში მასში მონაწილება მიიღო საქართველოს ახალგაზდა იურისტთა ასოციაციის “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული საგრანტო პროგრამის საზოგადოებრივი მეთვალყურეობა” პროგრამის დირექტორმა ქეთევან კვინიკაძემ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ორასამდე წამომადგენელმა შეიმუშავა საერთაშორისო ქსელის დეტალური სამოქმედო გეგმა და სტრატეგია. ქსელის მუშაობის მთავარ მიზანს წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულით მდიდარ ქვეყნებში მომპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ხელშეწყობა.

აქვე 16-17 ოქტომბერს, ასევე ქ. ოსლოში, ნორვეგიის მთავრობის ეგიდით გაიმართა საერთაშორისო კომფერენცია თემაზე “მომპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის საერთაშორისო ინიციატივა”. (www.eitioslo.no). მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საზოგადოებრივი, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების ორმოცამდე მომხსენებელთან ერთად კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ: პოლ ვუფელსონი – მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი, ტაკატოში კატო - მსოფლიო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი ფინანსური დირექტორი (IMF); ჯორჯ სოროსი – ღია საზოგადოების ინსტიტუტიის თავმჯდომარე (OSI). საერთაშორისო კონფერენციის დასასრულს ღონისძიენის ხუთასამდე მონაწილემ ხელი მოაწერა შემაჯამებელ დოკუმენტს.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:
www.publishwhatyoupay.org
www.eitioslo.no
www.eitransparency.org