საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სახელით ანა დოლიძე ესწრებოდა ევროპის საბჭოს ქვეყნების ადამიანის უფლებების დამცველების შეხვედრას სტრასბურგში. მან მოხსენება გააკეთა საქართველოში ადამიანის უფლებების დამცველთა მდგომარეობაზე, კერძოდ გამოხატვის, შეკრების და მანიფესტაციების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებათა შეზღუდვებზე საქართველოში.
შეკრებაზე მოხსენებებით გამოვიდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, FIDH, OMCT და Front Line, რომლებმაც ახსენეს ასოციაციის წევრის, ლელა ბექაურის მიმართ ადგილობრივი არჩევნების წინ მომხდარი მუქარის ფაქტი.