16 დეკემბერს ბათუმში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის XII საერთო კრება გაიმართა. კრებას ესწრებოდნენ აჭარის ფილიალის წევრები, საიას თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე. საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარემ პაატა შარაძემ კრებას წარუდგინა აჭარის ფილიალის საქმინაობის ერთი წლის ანგარიში. გაიმართა მსჯელობა ფილიალის საქმიანობის პრიორიტეტებზე, იურიდიული განათლება და სტუდენტ-იურისტებთან ურთიერთობა ფილიალისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.
საერთო კრებამ აირჩია აჭარის ფილიალის გამგეობისა და სარევიზიო კომისიის შემადგენლობა.
საიას აჭარის ფილიალის გამგეობის ახალი შემადგენლობა:
1. პაატა შარაძე
2. ნათია აფხაზავა
3. ნინო ტავლალაშვილი
4. ირაკლი კვერღელიძე
5. ლაშა კალანდაძე
საიას აჭარის ფილიალის სარევიზიო კომისია:
1. ნატო დუმბაძე
2. მინდია ალელიშვილი
3. სულხან სალაძე
უახლოეს მომავალში საიას აჭარის ფილიალის გამგეობა თავისი შემადგენლობიდან აირჩევს ფილიალის თავმჯდომარეს.