11 დეკემბერს 11 საათზე პროექტ “არა! ადამიანებით ტრეფიკინგის” ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა საქართველოში მოქმედ საკონსულობთან (თურქეთი, გერმანია, საბერძნეთი და ა.შ.) ანტი-ტრეფიკინგული მასალა (ბუკლეტები, ღია ბარათები, სანიშნეები) გაავრცელეს. რომლებშიც ახსნილია ტრეფიკინგის დანაშაულის საშიშროება და მოყვანილია ასოციაციის ანტი-ტრეფიკინგული ცხელი ხაზის ნომრები თბილისსა და ბათუმში.
ადამიანების ვაჭრობა (ტრეფიკინგი) წარმოადგენს ადამიანის უფლებების ერთ-ერთი სერიოზულ დარღვევას და ეს პრობლემა საქართველოში ძალზე აქტუალურია. არსებული მონაცემებით საკმაოდ მაღალია საქართველოს მოქალაქეთა უკანონო შრომითი მიგრაციის დონე. აქამდე საქართველო ტრეფიკინგის მსხვერპლების და სატრანზიტო ქვეყანად ითვლებოდა. 2006 წლიდან საქართველო მომხმარებლ ქვეყანას წარმოადგენს.
ტრეფიკინგის დანაშაულის აღმოფხვრისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ინფორმირებას ტრეფიკინგის დანაშაულის საშიშროებასა და მის შესაძლო შედეგებზე. საქართველოში ტრეფიკინგის დანაშაულის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად სწორედ საზოგადოების გაუთვიცნობიერებლობაა.
11 დეკემბერს დაგეგემილი ღონისძიება ემსახურებოდა საზოგადოების ინფორმირებას იმის შესახებ თუ რას წარმოადგენს ტრეფიკინგი, როგორ შეიძლება ამ დანაშაულისგან თავის დაცვა და რა უფლებები აქვს ტრეფიკინგის მსხვერპლს.
აქცია ტრეფიკინგის წინააღმდეგ საია-ს ორგანიზებით „ადამიანის უფლებების კვირეულის“ ფარგლებში ჩატარდა.