სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასწავლო კურსები

2006-09-18 20:00
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი იწყებს მსურველთა მიღებას 20 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე სასწავლო კურსებზე

სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს გთავაზობთ  სწავლებას 5 მიმართულებით:

  1. კურსი “შესავალი სამართალში”( დამწყებ კურსელთათვის)
  2. სისხლის სამართალი
  3. სამოქალაქო სამართალი 
  4. კონსტიტუციური სამართალი 
  5. საერთაშორისო სამართალი

(თითოეული მიმართულების გასაშიფრად იხ. დანართი #1, #2, #3, #4, # 5)

სასწავლო კურსებზე მოხვედრის მსურველებმა

20 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე უნდა შეავსოთ იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის  მიერ შემუშავებული განაცხადის ფორმა (განაცხადის ფორმის მისაღებად მიმართეთ: თამუნა მეტრეველს, თამუნა ღონღაძეს). მისამართი: კრილოვის ქ. #15 (მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორია) ტელ: 93 61 01; 95 23 53

  • განცხადების შემოტანის შემდეგ მსურველები ფონდის მიერ დანიშნულ დროს გაივლიან ტესტირებას.
  • ტესტირების შედეგები განსაზღვრავს მსურველის განცხადების დაკმაყოფილება_არდაკმაყოფილებას სასწავლო კურსზე მისაღებად.

სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ ჩატარდება საბოლოო ტესტირება, რაც იქნება დიპლომის ან სერტიფიკატის მიღების და შემდგომში ფონდის  სახელით რეკომენდაციის გაწევის საფუძველი:

  • სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად;
  • ვაკანსიების დასაკავებლად;
  • და სხვ.

განცხადების შემოტანისას მსურველებმა წარმოადგინეთ:

  1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  2. ერთი ფოტოსურათი;
  3. სტუდბილეთის ან დიპლომის ასლი.

სწავლების საფასური შეადგენს 200 აშშ დოლარს ეროვნულ ვალუტაში. გადახდა იწარმოებს 2 ეტაპად.

 

დანართი # 1 - კურსი “შესავალი სამართალში”:
ძირითადი დისციპლინები:

  • სამართლის ფილოსოფია;
  • ადამიანის უფლებები;
  • სამართლებრივი სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოება;
  • კონსტიტუციური სამართალი ;
  • დებატები.

დანართი # 2 - სისხლის სამართალი:
ძირითადი დისციპლინები:

  • სისხლის სამართალი;
  • სისხლის სამართლის პროცესი;
  • პრაქტიკული სისხლის სამართალი;
  • დებატები.

სპეცკურსი:

  • კრიმინალისტიკა;
  • საერთაშორისო სისხლის სამართალი;
  • ადამიანის უფლებები;
  • სასამართლოში იურისტის გამოსვლის ტაქტიკა.

დანართი # 3 - სამოქალაქო სამართალი:

  • სამოქალაქო სამართალი;
  • სამოქალაქო სამართლის პროცესი;
  • საერთაშორისო კერძო სამართალი;
  • სამეწარმეო სამართალი;
  • დებატები.

სპეცკურსი:

  • კერძო არბიტრაჟი;
  • საბანკო სამართალი;
  • შრომის სამართალი.

დანართი # 4 - კონსტიტუციური სამართალი:

  • კონსტიტუციური სამართალი;
  • ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი;
  • ადმინისტრაციული სამართლის პროცესი;
  • საგადასახადო სამართალი;
  • დებატები.

სპეცკურსი:

  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევები;
  • შრომის სამართალი;

დანართი # 5 - საერთაშორისო სამართალი

  • საერთაშორისო საჯარო სამართალი;
  • საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი;
  • საერთაშორისო სისხლის სამართალი;
  • ადამიანის უფლებები;
  • დებატები.