სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შიდა ქართლის რწმუნებულს სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ მოუგო

2006 წლის 21 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის სააპელაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება შიდა ქართლში რწმუნებულის ადმინისტრაციას ავალდებულებს საჯარო ინფორმაციის გაცემას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასარგებლოდ. აღნიშნული ინფორმაცია ჯერ კიდევ 2005 წლის ივნის-ივლისის თვეში იქნა გამოთხოვილი საია-ს გორის ოფისის მიერ  #482 და #505 განცხადებების საფუძველზე.

2006-03-20 20:00 სრულად ნახვა

საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ

საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ17 მარტს, 12.00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ, რომლის წევრიცაა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ერთობლივი საპროტესტო აქცია გამართა. აქციის სახელწოდება იყო -  “შენი სიცოცხლე საფრთხეშია!"შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოს ღობეს აქციის მონაწილეებმა შავი ლენტები შეაბეს და გამოაკრეს შავი პლაკატი წარწერით “შენი სიცოცხლესაფრთხეშია!"კოალიციის წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დღემდე არ ხდება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ობიექტური გამოძიება. სასწრაფოდ უნდა გამოვლინდნენ მკვლელობის შემკვეთები და დაისაჯონ. მათ არ უნდა მიეცეთ უფლება, დატოვონ საქართველოს ტერიტორია. მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ მაღალჩინოსანთა საჯარო დაკითხვა, რომლებიც 27 იანვარს ბარ შარდენში იმყოფებოდნენ.აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. ისინი დღეს, 16.00 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.  

2006-03-16 20:00 სრულად ნახვა

“სიცოცხლის სიგნალი”

მიეცი “სიცოცხლის სიგნალი”!სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია მოგიწოდებთ ხუთშაბათს,   16 მარტს, 18.00 საათზე  მისცეთ “სიცოცხლის სიგნალი”!  კოალიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სიცოცხლე, ხუთშაბათს, 18.00 საათზე მისცეს ავტომობილებიდან “სიცოცხლის სიგნალი” შინაგან საქმეთა სამინისტროს სიკვდილის ბრიგადების წინააღმდეგ!

2006-03-15 20:00 სრულად ნახვა