სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

შეხვედრა პოლონურ და მოლდოვურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

დღეს, 21 მარტს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლები საკუთარ ოფისში პოლონურ და მოლდოვურ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს შეხვდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მუშაობას გაეცნენ. არასამთავრობოები საქართველოში ოთხი დღე დარჩებიან და სამ სამუშაო ჯგუფში იმუშავებენ. ეს სამუშაო ჯგუფებია: სამოქალაქო მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;მედიის როლი კორუფციასთან ბრძოლაში;ადგილობრივი თვითმმართველობა.დელეგაცია თბილისს გარდა, ბათუმსა და გორს ესტუმრება და  იმერეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და შიდა ქართლის ორმოცამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან გამართავს შეხვედრას.  

2006-03-20 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შიდა ქართლის რწმუნებულს სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ მოუგო

2006 წლის 21 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის სააპელაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება შიდა ქართლში რწმუნებულის ადმინისტრაციას ავალდებულებს საჯარო ინფორმაციის გაცემას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასარგებლოდ. აღნიშნული ინფორმაცია ჯერ კიდევ 2005 წლის ივნის-ივლისის თვეში იქნა გამოთხოვილი საია-ს გორის ოფისის მიერ  #482 და #505 განცხადებების საფუძველზე.

2006-03-20 20:00 სრულად ნახვა

საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ

საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ17 მარტს, 12.00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ, რომლის წევრიცაა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ერთობლივი საპროტესტო აქცია გამართა. აქციის სახელწოდება იყო -  “შენი სიცოცხლე საფრთხეშია!"შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოს ღობეს აქციის მონაწილეებმა შავი ლენტები შეაბეს და გამოაკრეს შავი პლაკატი წარწერით “შენი სიცოცხლესაფრთხეშია!"კოალიციის წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დღემდე არ ხდება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ობიექტური გამოძიება. სასწრაფოდ უნდა გამოვლინდნენ მკვლელობის შემკვეთები და დაისაჯონ. მათ არ უნდა მიეცეთ უფლება, დატოვონ საქართველოს ტერიტორია. მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ მაღალჩინოსანთა საჯარო დაკითხვა, რომლებიც 27 იანვარს ბარ შარდენში იმყოფებოდნენ.აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. ისინი დღეს, 16.00 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.  

2006-03-16 20:00 სრულად ნახვა

“სიცოცხლის სიგნალი”

მიეცი “სიცოცხლის სიგნალი”!სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია მოგიწოდებთ ხუთშაბათს,   16 მარტს, 18.00 საათზე  მისცეთ “სიცოცხლის სიგნალი”!  კოალიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სიცოცხლე, ხუთშაბათს, 18.00 საათზე მისცეს ავტომობილებიდან “სიცოცხლის სიგნალი” შინაგან საქმეთა სამინისტროს სიკვდილის ბრიგადების წინააღმდეგ!

2006-03-15 20:00 სრულად ნახვა