2013 წლის 02 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან ერთად, სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე თბილისის, ბათუმის, ხელვაჩაურის, გორის, თელავისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების პროცესების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას გამართა. აღნიშნული მონიტორინგი საიას და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის (JILEP) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს.
2013-04-02 08:59 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს თბილისის ოფისში იურისტ/კონსულტანტის თანამდებობაზე (სპეციალიზაცია-საერთო ან სამოქალაქო/ადმინისტრაციული)
2013-03-29 04:24 სრულად ნახვასაია კიდევ ერთხელ ეხმაურება დღეს ბათუმში ჩვენს თანამშრომლებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსს ვალერიან თელიას შორის მომხდარ ინციდენტს და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. საია განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, განადგურდა ბათუმში მომხდარი ინციდენტის ამსახველი უტყუარი მტკიცებულება - ვიდეო მასალა.
2013-03-28 11:43 სრულად ნახვასაია ეხმაურება დღეს ბათუმში მომხდარ ინციდენტს და აღშფოთებას გამოთქვამს აჭარის შს სამმართველოს უფროსის, ვალერიან თელიას ქმედების გამო, რომელიც საიას თანამშრომლების ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, მისი ნებისმიერი თანამშრომელი მოქალაქეთა ღირსებისა და უფლებების უპირველესი დამცველი უნდა იყოს. სწორედ ამ მიზნების მისაღწევადაა შექმნილი აღნიშნული უწყება. პოლიციის მაღალჩინოსნის ზემოაღნიშნული ქმედება წინააღმდეგობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და მის მაღალ პასუხისმგებლობასთან. ამ ვითარებაში, სრულიად მიუღებელი და აღმაშფოთებელია აჭარის შს სამმართველოს უფროსის მიერ მოქალაქეებისათვის, ამ შემთხვევაში კი, საიას თანამშრომლებისათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. აღნიშნულს თან ახლდა ვალერიან თელიას მიერ საკუთარი თანამდებობრივი მდგომარეობის ხაზგასმა და საკუთარი ძალაუფლების მოქალაქეების საწინააღმდეგოდ გამოყენების მუქარა, რაც აბსოლუტურად შეუსაბამოა მის თანამდებობრივ ვალდებულებებთან. ძალიან სამწუხაროა, როდესაც პოლიციის მაღალჩინოსანს არ აქვს გაცნობიერებული საკუთარი როლი და კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებები.
2013-03-28 06:26 სრულად ნახვა2012 წლის მაისში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი იქნა კვლევა „რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა“, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისის ისტორიული ნაწილების რეაბილიტაციის პროცესში თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ორი ააიპის -„ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისა“ და „თბილისის განვითარების ფონდის“ მონაწილეობასა და წლების განმავლობაში ფონდებში თბილისის ბიუჯეტიდან გადარიცხულ თანხებს ეხებოდა.
2013-03-27 07:19 სრულად ნახვასაიამ, 2013 წლის 21 მარტს, თბილისის მერის სახელზე ღია წერილი გაავრცელა, რასაც მერიის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. საპასუხო წერილის შინაარსი მერიის მიერ არის იმის ახსნა, რომ კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობას ადგილი არ ჰქონია და საიას პრეტენზიები უსაფუძვლოა. წერილის ბოლოს მერია საიას ,,შეახსენებს", რომ თურმე იურიდიული პირების შესახებ ინფორმაციის მიღება საჯარო რეესტრის ვებ-გვერდიდანაც არის შესაძლებელი.
2013-03-23 04:51 სრულად ნახვა"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მონიტორინგის ანგარიში წარადგინეს.
2013-03-22 04:03 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საადვოკატო დახმარებას უწევს სს ,,თამ თბილავიამშენის“ ყოფილ აქციონერებსა და შპს ,,თბილავიამშენის” ყოფილ პარტნიორებს. აღნიშნულმა პირებმა 2004 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფოსგან შეიძინეს სს ,,თამ თბილავიამშენის“ აქციათა 90%, რაშიც გადაიხადეს 67 მლნ. აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. 2010 წელს განხორციელებული ზეწოლისა და დაშინების შედეგად მესაკუთრეები იძულებულნი გახდნენ, თავიანთი ქონება სახელმწიფოსთვის ეჩუქებინათ. უკანონოდ მიღებული ქონება დღესაც სახელმწიფოს საკუთრებაშია და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე ირიცხება.
2013-03-22 03:15 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ, მიმდინარე წლის 11 თებერვალს თბილისის მერიაში წარდგენილი იქნა განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით. განცხადების მიხედვით, საია ითხოვდა ინფორმაციას თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ორი იურიდიული პირისთვის - ააიპ „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისა“ და ააიპ „თბილისის განვითარების ფონდისთვის“, 2005 წლიდან - 2011 წლის 5 ივლისამდე ჯამში 367 მილიონ ლარზე მეტი გადარიცხული თანხის ხარჯვის თაობაზე. კერძოდ, თბილისის მერიას უნდა გაეცა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ:
2013-03-21 06:14 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2013 წლის 19 მარტს, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის ბატონ დავით ჯანდიერის ოფიციალურ კომენტარზე (იხ. მიმაგრებული ფაილი) დაყრდნობით, განცხადებით გამოეხმაურა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლების ფაქტს. საიას მიერ უარყოფითად იქნა შეფასებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან, ამ განცხადების გაკეთებისას უცნობი იყო გათავისუფლების კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი.
2013-03-21 02:44 სრულად ნახვა