ბრალდებულს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარის თქმის უფლება უნდა შეუნარჩუნდეს ამა წლის 16 იანვარს „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გამოეხმაურა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც შეეხებოდა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმეების განხილვის რეგულირებას. კერძოდ, წარმოდგენილი ინიციატივის მიხედვით, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმეების განხილვა ბრალდებულისათვის უფლების ნაცვლად (ისე როგორც ეს მოქმედ სისხლის სამართის საპროცესო კოდექსით არის განსაზღვრული) ვალდებულებას წარმოადგენდა, რამდენადაც მათი მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვა შესაძლებელი იყო მხოლოდ პროკურორის თანხმობის შემთხვევაში. ამასთან, თანხმობის განუცხადებლობისას პროკურორს არ ევალებოდა საკუთარი პოზიციის დასაბუთება. კოალიციამ აღნიშნული კანონპროექტი უარყოფითად შეაფასა, რის შემდეგაც, საქართველოს მთავრობის მიერ ის გამოთხოვილ იქნა პარლამენტიდან. აღნიშნულმა გარკვეული პოზიტიური მოლოდინი გააჩინა. ამის მიუხედავად, 2013 წლის 4 მარტს პარლამენტს წარედგინა მთავრობის ახალი ინიციატივა ნაფიც მსაჯულთა საკითხზე, რაც შინაარსობრივად წინამორბედი დოკუმენტის ანალოგიურია. შესაბამისად, კოალიციის ყველა მოსაზრება, რომელიც პირველ კანონპროექტს უკავშირდებოდა, დღესაც ძალაშია.
2013-03-21 02:08 სრულად ნახვა2013 წლის 21 მარტს იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი უმასპინძლებს საჯარო დისკუსიას თემაზე: „სისხლის სამართლის პოლიტიკა, როგორც დანაშაულობის დეტერმინანტი“.
2013-03-20 04:05 სრულად ნახვასხავადასხვა საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელდა ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურიდან სამი თანამშრომლის - იმედო არჯევანიძის, მანანა ნატროშვილისა და მუხრან ბურჭულაძის გათავისუფლების თაობაზე. ინფორმაციის თანახმად, ამ პირებს 2013 წლის 18 მარტს დილით სამსახურში მისვლისთანავე გამოუცხადეს, რომ ისინი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღარ მუშაობდნენ.
2013-03-19 02:47 სრულად ნახვათბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის გიორგი ბარათაშვილის სარჩელი, რომლითაც ის ითხოვს სამეურვეო საბჭოს 2013 წლის 04 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.
2013-03-15 04:05 სრულად ნახვასაია საქართველოს პარლამენტს მიმართავს იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელთა უპირობო შეკრების პრინციპს ანაცვლებს სასჯელთა სრულად შთანთქმის პრინციპი. საია მიესალმება სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებას, თუმცა მიაჩნია, რომ კანონპროექტში არის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც აუცილებლად საჭიროებს დახვეწას.
2013-03-14 05:30 სრულად ნახვასაიას დახმარებით პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის პირველი რიგის მემკვიდრე ფულად კომპენსაციას მიიღებს საია-ს თბილისის ოფისის ადვოკატის სამართლებრივი დახმარების შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ნ.ს-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. საიას ადვოკატი „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ითხოვდა ფულად კომპენსაციას, რაც სასამართლოს მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა ნ.ს-ს სასარგებლოდ ერთიანი ფულადი კომპენსაციის გაცემა 400 ლარის ოდენობით.
2013-03-12 06:12 სრულად ნახვასაჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთათვის პრემიების გაცემა ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე დახურულ ინფორმაციას წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საჯარო დაწესებულებების დიდი ნაწილის შემთხვევაში ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა, სამწუხაროდ ამ მიმართულებით დღემდე რჩება საკითხები, რომელიც პრემიების გაცემას კვლავ პრობლემური საკითხების კატეგორიაში ტოვებს. ამ ფონზე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა მედია საშუალებით არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც საჯარო დაწესებულებებში პრემიების გაცემის ფაქტებს ეხება (მათ შორის გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში - სამინისტროებში, მთავრობის კანცელარიასა და პარლამენტში). შესაბამისად, საიას მნიშვნელოვნად მიაჩნია აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებისთვის შემდეგი ინფორმაციის მიწოდება.
2013-03-11 05:48 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის" მიესალმებიან ვენეციის კომისიის მოსაზრებებს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში სასამართლო სისტემის რეფორმირებას ისახავს მიზნად.
2013-03-11 04:16 სრულად ნახვაკოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის” ეხმიანება საქართველოს პრემიერ მინისტრის, ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ბატონი კოტე კუბლაშვილის შეხვედრას.
2013-03-07 07:43 სრულად ნახვა