სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიციის მიმართვა საქართველოს პარლამენტს

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმაურება იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც შეეხება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განხილვის რეგულირებას.   საქართველოს პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობა დაკავშირებულია ბრალდებულის სტატუსთან, კერძოდ, ინტერესი არსებობს იმ შემთხვევაში თუ ბრალდებული წარმოადგენს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მითითებულ თანამდებობის პირს, რომელსაც ეკავა ან უკავია შესაბამისი თანამდებობა და ასევე პირს, რომელსაც ბრალი ედება დანაშაულის ჩადენაში ზემოხსენებულ პირთან ერთად.   

2013-01-16 07:02 სრულად ნახვა

საიას განცხადება პროკურატურის მიერ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეომასალის გავრცელების შესახებ

საია მთავარი პროკურატურის მიერ 2013 წლის 14 იანვარს სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო მასალის გავრცელების ფაქტს ეხმიანება. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ მოქალაქეთა მიმართ, ძალადობითა და პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე. კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ორგანიზებით, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები აგროვებდნენ ინფორმაციას (მათ შორის, განზრახ ახდენდნენ მათი სექსუალური ცხოვრების ფარულ ვიდეო გადაღებას) სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ მამაკაცებზე, რის შემდეგადაც, კომპრომეტაციის მუქარით, აშანტაჟებდნენ მათ და სპეციალურ სამსახურებთან ფარულ თანამშრომლობას აიძულებდნენ. 

2013-01-16 02:07 სრულად ნახვა

საია არასრულწლოვანი ბექა გოჩიაშვილისა და მისი ძმის დაკითხვის ფაქტს ეხმაურება

2013 წლის 14 იანვარს მედიაში გავრცელდა ქართველი პიანისტის ბექა გოჩიაშვილის განცხადება, რომელშიც ის საუბრობს მოწმის სახით დაკითხვისას მასზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბექა გოჩიაშვილი და მისი ძმა ლაშა გოჩიაშვილი ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით დაიკითხნენ 2013 წლის 8 იანვარს, ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში. ასევე ცნობილია, რომ არასრულწლოვანი (16 წლის) ბექა გოჩიაშვილის დაკითხვას ესწრებოდა მშობელი ვალერიან გოჩიაშვილი. ბექა გოჩიაშვილი თავის განცხადებაში საუბრობდა როგორც მის მიმართ ისე მისი ძმის ლაშა გოჩიაშვილის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და მუქარაზე. 

2013-01-15 04:38 სრულად ნახვა

საია თბილისის მერიის განცხადებას პასუხობს

საიას პრესკონფერენციის პასუხად, თბილისის მერიის მიერ, თბილისის რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადების შემდეგ, საკითხის ირგვლივ მეტი სიცხადის შეტანის მიზნით, საჭიროდ მიგვაჩნია, საზოგადოებას დამატებით  მივაწოდოთ ინფორმაცია თბილისის მერიის განცხადებაში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.   

2012-12-29 01:40 სრულად ნახვა

საია ეხმაურება პარლამენტში განსახილველ კანონპროექტს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ბოლო პერიოდში პარლამენტის მიერ კანონის მიღების პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ კანონპროექტების განხილვა და მიღება გამჭვირვალობის სტანდარტების დარღვევით და დაინტერესებული პირების არასათანადო ჩართულობის პირობებში მიმდინარეობს, რასაც საია 20 დეკემბერს გავრცელებული საჯარო განცხადებით გამოეხმაურა. ზემოაღნიშნული განსაკუთრებით პრობლემურია იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს რამდენიმე მნიშვნელოვან კანონპროექტს, რომელთა განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილება მიმდინარე კვირის მხოლოდ სამშაბათს იქნა მიღებული.   

2012-12-28 08:58 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება დეცენტრალიზაციის რეფორმის დაწყების და თვითმმართველობის ორგანოებში არსებული ვითარების თაობაზე

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის სათავეში მოსულმა ახალმა პოლიტიკურმა ძალამ საქართველოში თვითმმართველობის  რეფორმა ერთერთ უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადა.    ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ სფეროში გატარებული რეფორმები, თვითმმართველობის გაძლიერების დეკლარირებული მიზნის ნაცვლად ხელისუფლების ვერტიკალის ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობა ცენტრის უფუნქციო დანამატი გახდა.  სწორედ მოქმედი სისტემის ხარვეზად უნდა ჩაითვალოს ის, რომ სახელმწიფოში, ცენტრალური ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, თვითმმართველობებში იწყება ყოფილი მმართველი პარტიიდან ახალ მმართველ პოლიტიკურ ძალაში გადასვლის ნებაყოფლობითი თუ იძულებითი პროცესი. ასე მოხდა "მრგვალი მაგიდის", "მოქალაქეთა კავშირისა" და "აღორძინების" მიერ პოლიტიკური ძალაუფლების დაკარგვის დროს.  

2012-12-28 04:56 სრულად ნახვა

საია 2009 წლის 15 ივნისს მშვიდობიანი აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლის გამოძიებას მოითხოვს

დღეს საია-მ საქართველოს მთავარ პროკურორთან განცხადება წარადგინა და 2009 წლის 15 ივნისს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს წინ გამართული მშვიდობიანი აქციის დაშლისა და პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე დამოუკიდებელი, ეფექტური და ობიექტური გამოძიების ჩატარება მოითხოვა.

2012-12-28 03:12 სრულად ნახვა

საიამ თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებულ ფონდებში გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა

2012 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი იქნა კვლვევა „რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა“, რომლის მნიშნვნელოვანი ნაწილი თბილისის ისტორიული ნაწილების რეაბილიტაციის პროცესში თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ფონდების მონაწილეობას ეხებოდა.

2012-12-27 03:05 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა აჭარის უმაღლეს საბჭოს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო განიხილავს კანონპროექტს უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) დაკომპლექტების წესში ცვლილებების შეტანისა თაობაზე. ცვლილებების თანახმად, უსკოს თავმჯდომარისა და წევრების უფლებამოსილების ვადა 5 წლიდან 4 წლამდე მცირდება. ამასთანავე, კანონპროექტი უსკოს წევრების კანდიდატურების დასახელების უფლებას ანიჭებს იმ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბოლო არჩევნებს, ხოლო უსკოს მოქმედ წევრებს უფლებამოსილებას აღნიშნული ცვლილებების ძალაში შესვლისთანავე უწყვეტს.

2012-12-26 03:44 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წესდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წესდება  2014 წლის 30 ნოემბრის XXI საერთო კრების მიერ დამტკიცებული ცვლილებებით

2012-12-24 23:13 სრულად ნახვა