სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში

ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა დღემდე რჩება საიას საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად. Aამ მხრივ აქტიურ საქმიანობს საია 2011 წელში პროექტის “ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართვლოში” ფარგლებში აგრძელებდა. პროექტი დაფინანსებულია “ღია საზოგადოების ინსტიტუტის” (OSI) მიერ. პროექტში ჩართული იყო, როგორც საიას ცენტრალური ოფისი, ასევე ქუთაისის და აჭარის ფილიალები.

2012-11-20 21:00 სრულად ნახვა

ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი

ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ 2009 წლის ნოემბერში დაარსდა. 2011 წლის თებერვლიდან   პროექტი ხორციელდება IREX G-MEDIA პროგრამის ფარგლებში.  პროექტში ჩართულია საიას შვიდი ოფისი  (თბილისი, რუსთავი, თელავი, ქუთაისი, გორი, ოზურგეთი, აჭარა).

2012-11-20 20:52 სრულად ნახვა

სტრატეგიული სამართალწარმოება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

საია 2004 წლიდან ახორციელებს სტრატეგიულ სამართალწარმოებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ამ საქმიანობაში საია-ს სტრატეგიული პარტნიორია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC).

2012-11-20 20:49 სრულად ნახვა

კვლევის „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მსჯავრდებულთა გათავისუფლებისა და სასჯელის გადავადების მექანიზმები საქართველოში“ პრეზენტაცია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მსჯავრდებულთა გათავისუფლებისა და სასჯელის გადავადების მექანიზმები საქართველოში“ პრეზენტაცია, 2012 წლის 20 ნოემბერს გამართა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვა და იმ საკანონმდებლო პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც მუდმივმოქმედი კომისიისა და სასამართლოს მუშაობის პრაქტიკაში განაპირობებს  (ან შესაძლებელია განაპირობოს) მძიმე და განუკურნებელი დაავადებების მქონე მსჯავრდებულთა განცხადებების ეფექტურ, დროულ,  სრულ და ობიექტურ განხილვაში ხელისშემშლელ ფაქტორებს. ამასთან, კვლევის ავტორთა  სურვილი იყო  პრაქტიკაში კომისიისა და სასამართლოს მუშაობის დროს გამოკვეთილი პრობლემების წარმოჩენა კონკრეტული მაგალითების ფონზე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რელევანტური პრეცედენტების მიმოხილვა. კვლევა ეფუძნება საიას, არასამთავრობო ორგანიზაცია - კონსტიტუციის 42-ე მუხლის, ახალგაზრდები სამართლიანობისთვის და დამოუკიდებელი ადვოკატების მიერ წარმოებულ 23 საქმის ანალიზს. სამედიცინო კუთხით საქმეების ანალიზის მომზადებისას საიამ მჭიდროდ ითანამშრომლა საქართველოს ექიმთან ასოციაციასთან.  

2012-11-20 09:40 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება უკანასკნელ პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართ განხორციელებული ზეწოლის თაობაზე

  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი” გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართ გახშირებული ზეწოლის  ფაქტებთან დაკავშირებით. არჩევნების შემდგომ პერიოდზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ  სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ფორმით ზეწოლა განხორციელდა საკრებულოების წევრებისა თუ გამგეობის თანამშრომლების მიმართ. მათ შორის, მსგავს ფაქტებს ადგილი ჰქონდა მარნეულის, სამტრედიისა და ფოთის მუნიციპალიტეტების ორგანოების წარმომადგენელთა მიმართ, ხოლო  12-13 ნოემბერს თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების გამგეობების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულმა ზეწოლის ფორმებმა აშკარად კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ხასიათი მიიღო.  

2012-11-16 14:43 სრულად ნახვა

საია გილოცავთ ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს!

  16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. მსოფლიოს მასშტაბით ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მე-20 საუკუნის ნახევრიდან აღინიშნება. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს ყოველგვარ დისკრიმინაციას. მიუხედავად ამისა, საქართველოში მთელ რიგ სოციალური ჯგუფებს დღესაც უთანასწორო რეალობაში უწევთ არსებობა, რაც უშუალოდ აისახება თითოეული ამ ჯგუფს მიკუთვნებული პირის ცხოვრებაზე. ადამიანები შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული, რელიგიური და ეთნიკური იდენტობის გამო დღემდე ვერ სარგებლობენ იმ სიკეთით, რასაც ადამიანის უფლებების დაუბრკოლებელი და სრული რეალიზაცია ჰქვია.  

2012-11-16 11:33 სრულად ნახვა

საია და კონსტიტუციის 42-ე მუხლი პოლიტპატიმრების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურებიან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და კონსტიტუციის 42-ე მუხლმა, 2012 წლის 15 ნოემბერს, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის საქმიანობასა და პოლიტპატიმრების მიერ გავრცელებული განცხადების შესახებ პრესკონფერენციას გამართეს. 2012 წლის 1 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან შეიქმნა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. აღნიშნული ჯგუფი დაკომპლექტდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, შევიდა ამ ჯგუფის შემადგენლობაში. ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ სტატუსის განსაზღვრა მოხდებოდა სწორედ ევროპის საბჭოს სტანდარტის შესაბამისად. სამუშაო ჯგუფის მუშაობისას გამოვლინდა არაერთი პრობლემა, რომლებიც ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა ჯგუფის ეფექტიანად მუშაობისათვის. სამუშაო ფორმატი და ვადები არ იძლეოდა საკითხის საფუძვლიანად შესწავლის შესაძლებლობას. ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" მივიჩნევთ, რომ  ჯგუფმა უნდა მოამზადოს დასაბუთებული, ობიექტური და სამართლიანი რეკომენდაციები თითოეული საქმის შესახებ, რათა თავიდან ავიცილოთ ზედაპირული შეფასებები, უზუსტობები და უსამართლო მიდგომები. ეს შეთავაზება არ გულისხმობდა ყველა საქმის მასალის დეტალურ შესწავლას და პროცესის წლების განმავლობაში გაჭიანურებას, არამედ იმ აუცილებელი სამართლებრივი დოკუმენტების შეფასებას, რაც აუცილებელი იყო პირისათვის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მისანიჭებლად. მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, ჯგუფის მუშაობის ფორმატის შეცვლა ვერ მოხერხდა და ჯგუფში აღნიშნულის თაობაზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.

2012-11-15 13:36 სრულად ნახვა

ტრენინგი ჟურნალისტებისთვის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იწვევს ჟურნალისტებს ტრენინგზე:   "ადამიანის უფლებები"   ჩატარდება 2 იდენტური, ორდღიანი ტრენინგი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ჟურნალისტებისათვის. 

2012-11-13 02:00 სრულად ნახვა

კვლევის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში არსებული ხარვეზები და რეკომენდაციები“ პრეზენტაცია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2012 წლის 12 ნოემბერს კვლევის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში არსებული ხარვეზები და რეკომენდაციები“ პრეზენტაციას  გამართა.  როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2010 წელს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ამოქმედდა. საიამ კვლევაში შეაფასა, როგორც საკანონმდებლო გარემო, ისე განვითარებული პრაქტიკა, რის შედეგადაც ნათლად გამოვლინდა, რომ ახალ საპროცესო კოდექსს არ შეუცვლია სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში არსებული გარემო. კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი ხარვეზები, როგორც  კანონში, ისე პრაქტიკაში, კერძოდ:  

2012-11-12 10:30 სრულად ნახვა

საია და კონსტიტუციის 42-ე მუხლი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შესახებ განცხადებას ავრცელებს

2012 წლის 1 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან შეიქმნა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. აღნიშნული ჯგუფი დაკომპლექტდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, შევიდა ამ ჯგუფის შემადგენლობაში. სამუშაო ჯგუფს გადაეცა თბილისის ჰელსინკის ჯგუფის მიერ კომიტეტში გაგზავნილი პოლიტიკური მოტივებით დაკავებული თუ ძებნილი პირების სია (185 პატიმარი და 13 ძებნილი პირი). გარდა ამისა, მუშაობის დაწყების შემდგომ კომიტეტს წარედგინა სხვა განცხადებებიც, რაც პერიოდულად სამუშაო ჯგუფს ეგზავნება განსახილველად. ჯგუფმა უნდა დაადგინოს, ამ სიაში მითითებული პირები წარმოადგენენ თუ არა პოლიტიკურ პატიმრებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით ან სხვა სახის ოფიციალური დოკუმენტით პოლიტპატიმრის დეფინიცია დადგენილი არ არის. თუმცა,  მიმდინარე წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია #1900, რომლითაც დაადგინა პოლიტიკური პატიმრის დეფინიცია. საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, რომ ყველა პოლიტიკური პატიმრის საქმე შეისწავლოს მათ მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. საქართველო არის ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფო, შესაბამისად, იგი ვალდებულია, შეასრულოს ევროპის საბჭოს მოთხოვნები და პოლიტპატიმრების საქმეთა შესწავლისას გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული რეზოლუცია. აქვე აღვნიშნავთ, რომ საპარლამენტო ასამბლეა ადგენს ხუთ ძირითად კრიტერიუმს, რომლის მიხედვითაც თავისუფლებააღკვეთილი პირი მიიჩნევა პოლიტპატიმრად.

2012-11-12 07:29 სრულად ნახვა