კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" სასამართლოს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კოალიცია დაუშვებლად მიიჩნევს ყოველგვარ ქმედებას, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელებას. "მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოძიება დაინტერესდა მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რისთვისაც დასაკითხად დაბარებულ იქნა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. ამის პარალელურად, მიმდინარეობს გამოძიება მოსამართლის თანაშემწის მიმართ სავარაუდო ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიუხედავად საზოგადოების მაღალი ინტერესისა, არ ხდება საჯარო. კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, მაღალი საზოგადოებრივი დაინტერესებისა და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჯაროდ განმარტოს ამ კონკრეტულ საქმეებზე გამოძიების დაწყების საფუძვლები, პროკურატურის მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებები და ამ ეტაპზე საქმესთან დაკავშირებით დადგენილი გარემოებები.საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ ადგენს მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიებს.
2013-03-06 08:33 სრულად ნახვაჩვენ ქვემოთ ხელის მომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები, თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავს ვალდებულად ვთვლით გავაკეთოთ შემდეგი განცხადება:
2013-03-01 03:20 სრულად ნახვაძირითადი მოვალეობებია: • მოქალაქეთათვის კონსულტაციების გაწევა ოფისში და გასვლით კონსულტაციებზე; • მოქალაქეთათვის საადვოკატო მომსახურების გაწევა სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში; • კანონპროექტებზე და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე დასკვნების მომზადება სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალში; • საია-ს სახელით გამოსაქვეყნებელი პუბლიკაციების მომზადება.
2013-02-27 06:41 სრულად ნახვასაქართველოს პარლამენტის მიერ 2012 წლის 28 დეკემბერს მიღებული ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონით სახელმწიფომ კიდევ ერთხელ გამოხატა ჰუმანური დამოკიდებულება იმ პირთა მიმართ, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული ან რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი დევნა.
2013-02-27 06:31 სრულად ნახვა2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ობიექტური გამოძიებისა, რაც გახდებოდა საქართველოს ციხეებში ძალადობის პრაქტიკის აღმოფხვრის წინაპირობა. ამ მოლოდინს ამყარებდა ხელისუფლებისა და მთავრობის მტკიცე დაპირებები ამგვარი გამოძიების დაწყების თაობაზე. მიუხედავად ამისა, საზოგადოებისათვის ჯერაც უცნობი რჩება როგორც გამოძიების მიმდინარეობის ინტენსიურობა, ასევე მისი შედეგობრივი მაჩვენებლები. შესაბამისად, 2013 წლის 4 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთეს განცხადება, რომლითაც მოითხოვეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოვლენისა და ეფექტური გამოძიებისათვის კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
2013-02-20 06:12 სრულად ნახვატელეკომპანია „რუსთავი- 2“-მა და შემდეგ უკვე სხვა ტელეკომპანიებმა, გაავრცელეს 2004 წლის 24 ნოემბერს მომხდარი ე.წ. სპეციალური ოპერაციის ამსახველი ვიდეო მასალა. მიგვაჩნია, რომ გავრცელებული სიუჟეტით „რუსთავი-2“-მა დაარღვია „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული მოთხოვნები. კერძოდ, ტელეკომპანიამ ხელი შეუწყო დაინტერესებული მხარის პოზიციების ტირაჟირებას, რადგან არ გაითვალისწინა წყაროს შესაძლო დაინტერესება, არ ეცადა გადაემოწმებინა ფაქტები და მოეძიებინა დამატებითი მასალები.
2013-02-20 02:56 სრულად ნახვასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2013 წლის 18 თებერვალს, კონფერენცია გამართეს თემაზე: „100 დღე ხელისუფლებაში: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“.
2013-02-18 07:30 სრულად ნახვა