2012 წლის დეკემბერი- 2015 წლის მაისი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ერთობლივად ახორციელებენ ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა. 2,5 წლიანი პროექტის საერთო მიზანია ევროკავშირისა და საქართველოს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა. ამასთან, პროექტი ფოკუსირდება 4 მთავარ ამოცანაზე:
- მიგრაცია და განვითარება;
- მიგრაციის კანონმდებლობისა და პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა;
- არალეგალურ მიგრაციასა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა;
- მიგრანტთა უფლებების დაცვა.
პროექტული აქტივობები განხორციელდება როგორც თბილისში, ასევე საქართველოს 10 რეგიონში - გურია, იმერეთი, ქვემო ქართლი, კახეთი, მცხეთა მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო ზემო სვანეთი, სამცხე ჯავახეთი, შიდა ქართლი, აჭარა.
მიზანი 1. მიგრაცია და განვითარება - „ტვინის გადინების“ ტრანსფორმაცია „ტვინის დაბრუნებაში“
აქ მოიაზრება ევროკავშირის დაახლოებით 10 ქვეყანაში (ქვეყნები სადაც შედარებით დიდია დიასპორა) დიასპორის წევრებთან კონტაქტების დამყარება და მათთან მუშაობა. იდეა მდგომარეობს იმაში რომ დავაკავშიროთ ქართველი ემიგრანტები სამშობლოს და შევქმნათ ისეთი პირობები, რომელშც ისინი ქვეყნის განვითარებაში თავიანთი წვლილის შეტანას შეძლებენ.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ისეთი პირობების შექმნა რომელიც ხელს შეუწყობს „ტვინის გადინების“ ტრანსფორმაციას „ტვინის დაბრუნებაში“, კერძოდ ემიგრანტების შესაძლებლობების გამოყენება, სხვადასხვა სფეროში (როგორიცაა ტურიზმი, სერვისის მიწოდების სფერო, განათლება და ა.შ.) პროფესიონალების მხარდაჭერის კუთხით.
აქტივობები
- საბაზო კვლევა;
- დიასპორის წევრებთან კონტაქტების დამყარება;
- დიასპორის წევრების ვიზიტები საქართველოში;
- ტრენერთა ტრეინინგები სხვადასხვა სფეროებში.
მიზანი 2 – მიგრაციის (მათ შორის შრომითი) კანონმდებლობისა და პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა;
საქართველოში მიგრაციის პოლიტიკის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სხვა ქვეყნების გამოცდილება (განვლილი გზა და ნასწავლი გაკვეთილები). ამასთან აუცილებელია ჩვენი განვლილი გზისა და კანონმდებლობის ანალიზი და ამ ორი კომპონენტის საფუძველზე ხელისუფლებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
აქტივობები:
- მიგრაციის კანონმდებლობის ანალიზი;
- 3 თემატური კვლევა;
- ცირკულარული მიგრაციის კვლევა;
- ანალიტიკური მასალის გამოქვეყნება;
- ადვოკატირება;
მიზანი 3. არალეგალურ მიგრაციასა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა;
ძალიან ხშირად არალეგალური მიგრაციის ძირითადი მიზანი არის ინფორმაციის ნაკლებობა დანიშნულების ქვეყანასა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. შესაბამისად ძალზედ მნიშვნელოვანია მოსახლეობამდე მივიტანოთ სწორი ინფორმაცია (განსაკუთრებით რეგიონებში) საზღვარგარეთ მგზავრობისა და დასაქმების შესახებ არარეალურ მოლოდინებსა და არასწორ ინფორმაციაზე. ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა დაეფუძნება სახელმწიფოს სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ საჭიროებების ხელშეწყობას.
აქტივობები:
- საინფორმაციო ბროშურები: ა) ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობები, არალეგალური მიგრაციის საფრთხეები; ბ) როგორ ავიცილოთ თავიდან ტრეფიკინგის შემთხვევები;
- ცნობიერების ამაღლების კამპანია - 30 ავტო ტური, 10 პრეზენტაცია/საჯარო დისკუსია, მედია პროდუქტები
მიზანი 4. მიგრანტთა უფლებების დაცვა.
რეადმისიის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების განხორციელების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია მიგრანტთა ღირსეული დაბრუნებისა და მათი რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.
აქტივობები:
- სამართლებრივი დახმარება დაბრუნებული/რეადმისირებული მიგრანტთათვის;
- ინფორმაციის გავრცელება;
- მიგრანტების სამართლებრივი კონსულტაცია;