2013 წლის 21 მარტს იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი უმასპინძლებს საჯარო დისკუსიას თემაზე: „სისხლის სამართლის პოლიტიკა, როგორც დანაშაულობის დეტერმინანტი“.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს წამყვანი ექსპერტები კრიმინოლოგიისა და სისხლის სამართლის დარგში: ნინო გვენეტაძე, მიხეილ გაბუნია, სერგი ძაგნიძე, მორის შალიკაშვილი, გიორგი ღლონტი.
განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან სტუმრები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და საქართველოს უზენაესი სასამართლოდან.
დისკუსია გაიმართება 18:30-ზე, ჯ. კახიძის ქ. 15-ში.