საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს თბილისის ოფისში იურისტ/კონსულტანტის თანამდებობაზე
(სპეციალიზაცია-საერთო ან სამოქალაქო/ადმინისტრაციული)
ძირითადი მოვალეობებია:
• მოქალაქეთათვის უფასო იურიდიული კონსულტაციების გაწევა ოფისში და გასვლით კონსულტაციებზე;
• მოქალაქეებისათვის სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა
• კანონპროექტებზე და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე დასკვნების მომზადება სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალში;
• საია-ს სახელით გამოსაქვეყნებელი პუბლიკაციების მომზადება, ასევე ტელე გადაცემებში მონაწილეობა და ინტერვიუების მიცემა.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი იურიდიული განათლება;
• სასურველია პროფესიით მუშაობის გამოცდილება;
• მოწესრიგებული შრომის დისციპლინა, სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
• ინგლისურ ენის ცოდნა (სასურველია);
• გუნდური მუშაობის გამოცდილება;
• კომპიუტერთან მუშაობა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ასოციაციის თბილისის ოფისში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე;
2. ავტობიოგრაფია (CV);
3. უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
4. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრის მოწმობა
5. სამოტივაციო წერილი.
დოკუმენტები მიიღება 2013 წლის 5 აპრილის 18.00 საათამდე.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებსაც ჩაუტარდებათ წერითი გამოცდა და გასაუბრება.
მისამართი ჯ. კახიძის ქ. #15,
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ: 293 61 01; 295 23 53
საკონტაქტო პირები: ანი ტაბიძე / თამარ სარაჯიშვილი
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ მიიღება შემდგომში განსახილველად!